რომანას ქართველთა მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომანას ქართველთა მონასტერიმოციქულთა სახელობის ქართველთა მონასტერი კონსტანტინოპოლის მახლობლად (სოსთენის მთავარანგელოზის ეკლესიის მიდამოებში, ბოსფორის სრუტის ევრ. სანაპიროზე). მონასტერი დაარსდა ილარიონ ქართველის მოწაფეებისათვის, მოძღვრის პატივისცემის ნიშნად, ბიზანტიის იმპერატორის ბასილ I მაკედონელის თაოსნობით IX ს. ბოლო მეოთხედში (საფიქრებელია 876-მდე, ილარიონის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ). მალე თესალონიკიდან აქ გადმოასვენეს ილარიონის ნეშტი.

რომანას მონასტერზე ქართველების იურისდიქცია ვრცელდებოდა 980-მდე. ბასილ II ბულგართმმუსვრელის (963–1025) აწ დაკარგული 979–980 ქრიზობულის მიხედვით (შინაარსი გადმოცემულია ლეონ მსაჯულის აქტში, 1059, 1074), იოანე ათონელის თხოვნის თანახმად, ქართველებს ტრაპეზუნტის წმ. ფოკას მონასტრისა და კონსტანტინოპოლის ივერიის მონასტრის (რომანას ქართველთა მონასტერი) სანაცვლოდ მიეცათ სამი მონასტერი – იოანე კოლოეუსი იერისოში, ლეონტიასი – თესალონიკეში და კლიმენტისა – ათონზე. მაგრამ ქართველები 980- ის შემდეგაც რომანას ქართველთა მონასტერში განაგრძობდნენ სრულფასოვან სამონასტრო ცხოვრებას, ეწეოდნენ სამწიგნობრო საქმიანობას და თანამშრომლობდნენ ბერძნებთან. რომანა იხსენიება „ქართლის ცხოვრების“ იმ ეკლესია-მონასტერთა ჩამონათვალშიც, რომლებიც იღებდნენ თამარ მეფის შეწირულობას. უკანასკნელი ინფორმაცია მონასტრის არსებობის შესახებ ეკუთვნის ანტონ ნოვგოროდელს, რომელსაც იგი 1200-ში მოუნახულებია.

რომანას ქართველთა მონასტერში გადაწერილი ხელნაწერებიდან მხოლოდ ორია შეAმორჩენილი. ერთი ხელნაწერი (A- 134) ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ თარგმნილ თხზულებათა (იოანე სინელის კლემაქსი, ბაგრატ ტავრომენიელის ცხოვრება, ნიკოლოზ მირონლუკიელის ცხოვრება) შემცველი კრებულია. კრებულს ახლავს მთარმგნელის – ეფთვიმე ათონელისა და მომგებლის – გელასი წინამძღვრის ანდერძები. ამ უკანასკნელის ანდერძიდან ირკვევა, რომ ხელნაწერი გადაწერილია 1066. აქვეა გადაწერილი თამარ მეფის კუთვნილი ვანის სახარება (A 133-ა, XII-XIII. ს)

მ. დოლაქიძე


ლიტერატურა

  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ 2, თბ., 1959;
  • „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაჲ“. – წგ. ძველი
  • ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. ილ. აბულაძის რედ.,
  • I თბ., 1967; III, თბ, 1971);
  • მენაბდე ლ. ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., I980.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები