რუბეროიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუბეროიდი

რუბეროიდი − (შუაინგლ. rubben < ეტიმოლოგია გაურკვეველია და ბერძ. -oeidēs მსგავსი, მსგა-ვსება, ფორმა < eîdos სახე, ფორმა), ხელოვნური საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა, რომელიც მზადდება საბურულე მუყაოს გაჟღენთვით ადვილადდნობად ნავთობის ბიტუმში, შემდგომში ორივე მხრიდან ძნელადდნობადი ბიტუმით დაფარვით და დამცველ ფენად აზბესტის, ტალკის, ქვიშის ფხვნილის მოყრით. რუბეროიდის დასამზადებლად გამოიყენება: ნავთობის საბურულე ბიტუმი (სამშენებლო), ნავთობის საგზაო ბლანტი ბიტუმი, საბურულე მუყაო, მინაქსოვილი, ტალკი ან ტალკმაგნეზიტი, მსხვილმარცვლოვანი ფერადი ფხვნილი, სამშენებლო ქვიშა და კირი. რუბეროიდი ძირითადად გამოიყენება ბურულების, საძირკვლებისა და სარდაფების ჰიდროიზოლაციისათვის. მისი დადებითი თვისებებია: სიმსუბუქე, ხანგამძლეობა, ნებისმიერი ქანობის მქონე სახურავებში გამოყენების შესაძლებლობა; უარყოფითი – დაბალი სიმტკიცე, აალებადობა, სარდაფებში გრუნტის წყლების შეუკავებლობა; არამიზნობრივი – მყარ საწვავზე მომუშავე ღუმლებში საწვავად გამოყენება.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები