რძიანა (წკეპლისებრი, წნელისებრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Eupho.PNG

რძიანა (წკეპლისებრი, წნელისებრი) - Euphorbia virgata თუშეთში ეძახიან ბალღამის ბალახს, ბალღამას; მთიულეთში - რძენას, ერევანას; რაჭაში - მერძეველას; ლეჩხუმში - მერძეულს; რაჭა, ლეჩხუმში, იმერეთში, გურიაში - რძიანას; საინგილოში - ზისას; სამეგრელოში - მაბჟალიას, მავჟალიას, მებჟალიეს; სვანეთში - გუჯოოლს. მიეკუთვნება რძიანასებრთა ოჯახს.

მრავალწლიანი ნაცრისფერი 30--70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენამეა, ღერო (3-5) უბრალო და დატოტვილია ზედა ნაწილში. ფოთლები ხაზურა ან ლანცეტასებრი, რომელიც სიგრძით 2–9 სმ. ყვავილები შეკრებილია 15–15 სხივური ქოლგის სახით, თანაყვავილედის ფოთლები ყვითელია. ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე. რძიანა შეიცავს შხამიან ნივთიერებას ეუფსობის, რის გამოც შხამიან მცენარედ ითვლება. გავრცელებულია: საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში. გვხვდება მინდვრებში, გზის, ტყის ნაპირებზე, ქვიშნარ და კირიან ნიადაგებზე.

მედიცინაში გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება, ზოგიერთი სახეობის თესლი კი იხმარება საფაღარათო საშუალებად. მცენარეთა დაცვაში რძიანას ნახარში გამოყენებულია სხვადასხვა ფოთოლმღრღნელი მავნებლის მატლების წინააღმდეგ; განსაკუთრებით ტოქსიკურია დაყვავილებული მცენარისაგან დამზადებელი ნახარში, რისთვისაც იღებენ 4 კგ ნედლ ღერო-ფოთოლს, აქუცმაცებენ და ათავსებენ ჯერ მცირე რაოდენობის წყალში, 2-3 საათის განმავლობაში ადუღებენ, შემდეგ ფილტრავენ და უმატებენ 10 ლიტრ წყალს. განმეორებითი შესხურება ტარდება 4 დღის შემდეგ. რძიანას წვენი შეიცავს მომშხამავ ნივთიერებას, ამიტომ, დამზადებისას საჭიროა გამაფრთხილებელი ღონისძიებების ზუსტი დაცვა.



წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები