სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი – სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის განვითარების მწვავე ფაზა, კონფრონტაცია ორ ან მეტ ქვეყანას შორის. კონფრონტაცია მიმდინარეობს ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღების დიდი ალბათობით.

სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის მნიშვნელოვანი ფაქტორია მონაწილეების (ან ერთი მათგანის) მიერ მეორე მხარის საარსებო მნიშვნელობის ინტერესებისათვის საფრთხის შექმნა. ასევე სამხედრო ძალის გამოყენება ხისტი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად ოპონენტის წინააღმდეგ. ამასთან სამხედრო ძალა შეიძლება გამოიყენონ როგორც არაპირდაპირი მოქმედების გზით (შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, მანევრებისა და წვრთნების მოწყობა, ჯარების გაშლა, სახელმწიფო საზღვარისკენ წაწევა და ძალის დემონსტრაციის სხვა ფორმები), ასევე ნაწილობრივი გამოყენებით (ჯარების მიერ სადავო რაიონების დაკავების დასწრება, საჰაერო სივრცის დარღვევა და ტერიტორიულ წყლებში შეჭრა, ცალკეული ობიექტების დაბომბვა მოპირისპირე მხარის ტერიტორიაზე, სამხედრო ინციდენტების პროვოცირება და სხვა).

სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის დამახასიათებელ ნიშნებს აგრეთვე განეკუთვნება:

  • გარე საფრთხეების რაოდენობისა და მასშტაბის ზრდა;
  • სამხედრო-პოლიტიკური ვითარების დინამიკურობა და საგარეო-პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი განვითარების გაურკვევლობა;
  • ინფორმაციის წინააღმდეგობრიობა;
  • ოპონენტის შესაძლო მოქმედებების პროგნოზირების სირთულე.

ასეთი ვითარება განაპირობებს შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის ზრდას კრიზისული სიტუაციის ესკალაციის მიხედვით.

სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდის ნიშნებია:

  • სახელმწიფო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის კონტროლის მოშლა სამხედრო ძალის გამოყენებაზე;
  • კრიზისის ერთ-ერთი მონაწილის კატეგორიული უარი კომპრომისულ შეთანხმებაზე;
  • უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მზარდი გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები