სამხედრო-საზღვაო ბაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო-საზღვაო ბაზა

1. სანაპიროს და მიმდებარე ზღვის მონაკვეთის მოწყობილი რაიონი (ზონა), რომელიც უზრუნველყოფს ფლოტის ძალების ბაზირებას, მათ ყოველდღიურ და საბრძოლო საქმიანობას.

სამხედრო-საზღვაო ბაზა მოიცავს ობიექტების კომპლექსს, რომელთაგან ძირითადია:

  • მართვის ორგანოები და პუნქტები;
  • ღუზაზე დგომის რაიონები;
  • სათბობ-სატვირთო ტერმინალი;
  • სამხედრო-საზღვაო ძალების და სამხედრო-საჰაერო ძალების საწვავის საწყობები;
  • საბრძოლო მასალების საწყობები;
  • კავშირგაბმულობის და რადიოდაზვერვის სადგურები;
  • ენერგომომარაგების და წყალმომარაგების სისტემები;
  • განმაგნიტების სადგურები;
  • მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების საწყობები;
  • მეტეოსადგურები;
  • სატელევიზიო ცენტრი და ავტომატური სატელეფონო სადგური;
  • დაცვის და თავდაცვის ძალები და საშუალებები;
  • გემთშემკეთებელი და გემთსაშენი საწარმოები;
  • სახომალდო შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის სხვადასხვა შემკეთებელი სახელოსნოები;
  • ნავიგაციის საშუალებები;
  • საცხოვრებელი კომპლექსები;
  • საზღვაო პოლიგონები;
  • სასწავლო ველები და პირადი შემადგენლობის მომზადების ცენტრები;

2. სამხედრო-საზღვაო ძალების სხვადასხვა გვარეობის ოპერატიულ-ტაქტიკური ტერიტორიული გაერთიანება, რომელიც განკუთვნილია თავის საოპერაციო ზონაში ხელშემწყობი ოპერატიული რეჟიმის შესაქმნელად, ფლოტის ძალების გაშლის და ბაზირების პუნქტებში მათი დაბრუნების, ბრძოლისუნარიანობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ფლოტის ძალების ნაოსნობის დაცვისა და ბაზირების ორგანიზებისათვის.

სამხედრო-საზღვაო ბაზის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ნავსაწინააღმდეგო და ნაღმსატრალავი ხომალდების, წყლის რაიონის დაცვის ხომალდების ბრიგადები (დივიზიონები), სანაპირო და სპეციალური ჯარების ნაწილები, აგრეთვე ლოგისტიკის ნაწილები და დაწესებულებები; მოწყობილობის დანიშნულებისა და შემადგენლობის კვალობაზე განასხვავებენ მთავარ, სამანევრო (მობილურ), საოპერაციო, მეწინავე და ლოგისტიკის სამხედრო-საზღვაო ბაზებს. მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა არის მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელზეც ბაზირებულია ფლოტის ძირითადი ძალები და სადაც, როგორც წესი, იმყოფება ფლოტის შტაბი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები