სარაკეტო იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარაკეტო იარაღი – სხვადასხვა სარაკეტო კომპლექსის ერთობლიობა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიზნების დასაზიანებლად. იყოფა დამრტყმელ და სპეციალური გამოყენების იარაღად.

დამრტყმელი სარაკეტო იარაღი ძირითადად განკუთვნილია დარტყმების მისაყენებლად სხვადასხვა სახმელეთო მიზანზე და არის სტრატეგიული, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური. სტრატეგიული სარაკეტო იარაღის შეიარაღებაშია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური და საშუალო სიშორის რაკეტები ბირთვული ქობინებით.

აღნიშნული სარაკეტო იარაღი შეიარაღებაში აქვთ: აშშ-ისა და საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს, დიდ ბრიტანეთში – სამხედრო-საზღვაო ძალებს, რუსეთში – სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებს, სამხედრო-საჰაერო ძალებს (სტრატეგიულ ბომბდამშენებს) და სამხედრო-საზღვაო ფლოტს (სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა კრეისერებს).

ოპერატიულ-ტაქტიკურ და ტაქტიკურ სარაკეტო იარაღს აქვს რაკეტები ბირთვული და ჩვეულებრივი მუხტით. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ძირითადად არის სარაკეტო ჯარების, სახმელეთო ჯარების არტილერიის და სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაზე. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური სარაკეტო იარაღი, როგორც წესი, შედის საველე არტილერიის შემადგენლობაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები