სატირები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სილენოსი და სატირები.
პომპეის ფრესკა (ძვ.წ. I ს.)

სატირები(ბერძნ.) ტყის მცირე ღვთაებები. ნაყოფიერების დემონები, რომლებიც თან სდევდნენ დიდ დიონისეს.

ძველ საბერძნეთშიც არავინ იცოდა, საიდან გაჩნდნენ სატირები ან რამდენი იყვნენ. მათ ყველგან ხვდებოდნენ. სატირებს ჩლიქებით დაბოლოებული ფეხები ჰქონდათ და წელამდე ხშირი ბეწვით იყვნენ დაფარულნი, კუდიც კი ებათ. წელის ზემოთა ნაწილი ადამიანური ჰქონდათ, მაგრამ მსხვილი, წითელი ტუჩებით, თხის წვერითა და წაწვეტებული ყურებით ცხოველებს უფრო ემსგავსებოდნენ. ზოგიერთ სატირს (სატიროსს) პანის მსგავსად თავს რქებიც ება.

დიონისე და სატირები.
კილიქსის ფერწერა (ძვ.წ. 480 წ.), პარიზი, ეროვნული მუზეუმი

ეს სატირები ტყეში ნიმფებთან ერთობოდნენ, მოხეტიალე ყარიბებს სხვადასხვა ოინს უწყობდნენ, მწყემსებს ცხვრებსა და თხებს ჰპარავდნენ, მიწის მუშებს უსაფრთებოდნენ და აფრთხობდნენ. მათი საყვარელი ღმერთი იყო დიონისე, რომელსაც თურმე ბავშვობისას სალამურზე დაკვრით ართობდნენ. ალბათ ამიტომ დიონისესაც განსაკუთრებით უყვარდა ეს მხიარული არსებები, რომელთაც ღვინოს ასმევდა და გვერდიდან არ იცილებდა.

სატირთა მუდმივი ატრიბუტები იყო თირსოსები, ფლეიტები, გუდები და ღვინის ჭურჭელი.

რომაელი პოეტები ერთმანეთისგან აღარ განარჩევდნენ პანებს, ფავნუსებს, სილენოსებსა და სატირებს.

თანამედროვე მეტყველებაში სატირი (სატიროსი) მთვრალი და ავხორცი არსების სინონიმია.

ძველბერძნულ ტრილოგიას ამთავრებდა სატირთა კოსტიუმებში გამოწყობილი კომიკური ქორო. აქედან წარმოიშვა სატირის ცნებაც, რაიმე მოვლენის სასტიკი დაცინვა.





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები