ტელეფოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერაკლე, ტელეფოსი და ნიმფა არკადია.
ბაზილიკის ფრესკა (ახ.წ. 60-იანი წ.), ნეაპოლი, ეროვნული მუზეუმი

ტელეფოსი(ბერძნ.) ჰერაკლესა და არკადიის მეფის ასულის, ავგეს ვაჟი, რომელიც მისიის მეფის კარზე იზრდებოდა.

ტელეფოსის თავგადასავალს მრავალი მითოსი მოგვითხრობს. ყველაზე ცნობილი მათ შორის ტროას ომს უკავშირდება: როდესაც აქაველები ტროასკენ მიეშურებოდნენ, გზას ასცდნენ და მისიაში აღმოჩნდნენ. მისიელებმა მტრულად მიიღეს ბერძნები და ბრძოლა გაუმართეს. ტელეფოსი თეძოში დაჭრა აქილევსმა. იარა არ შუშდებოდა. ორაკულმა განაცხადა, რომ ტელეფოსს განკურნავს მხოლოდ მისი დამსნეულებელი, თანაც იმ იარაღით, რომლითაც დაჭრა. ტელეფოსი აგამემნონთან გაემგზავრა მიკენში და კლიტემნესტრას რჩევით, მოიტაცა ჩვილი ორესტესი. იგი დახმარებას სთხოვდა აგამემნონს, თუ არა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა. აგამემნონმა იხმო აქილევსი, რომელმაც თავისი იარაღით მართლაც მოუშუშა იარა ტელეფოსს. მადლობის ნიშნად, ჰერაკლეს ძემ ტროასკენ მიმავალი გზა ასწავლა აქაველებს.

ტელეფოსის მითოსი პოპულარული ყოფილა ძველ სამყაროში. ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს და სხვა ავტორებს მასზე ტრაგედიები შეუთხზავთ. მოქანდაკეები და მხატვრები კი ხშირად წარმოსახავდნენ ჰერაკლეს ჩვილი ტელეფოსით ხელში. ჩვენამდე შემორჩა აგრეთვე პერგამონის ტაძრის ფრიზი, სადაც ტელეფოსია წარმოდგენილი.





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები