უზრუნველყოფის ზოლების გადალახვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უზრუნველყოფის ზოლების გადალახვაჯარების წინსვლა, მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ადგილმდებარეობის ზოლის და მის წინ მდებარე თავდაცვის წინა ხაზის გადასასვლელად.

მთავარი ძალების მოძრაობის უზრუნველყოფა ხდება მეწინავე რაზმებისა და ავანგარდების მოქმედებებით. მეწინავე რაზმებს გზავნის შენაერთი ისე, რომ იგი არ ებმება ბრძოლაში მტრის ჯარებთან, რომლებიც თავს იცავენ უზრუნველყოფის ზოლში (დაფარვის ზონაში), გვერდს უვლიან მათ საყრდენ პუნქტებს, სწრაფად მიიწევენ მოწინააღმდეგის ძირითადი თვადაცვითი ზღუდის ხელში ჩასაგდებად.

I ეშელონის ნაწილების ავანგარდები ანადგურებენ მოწინააღმდეგის დაფარვის ჯარების ქვედანაყოფებს და უზრუნველყოფენ მთავარი ძალების წინსვლას და გაშლას. მეწინავე რაზმების და ავანგარდების მოქმედებას მხარს უჭერენ ავიაციის და რაკეტების დარტყმებით, არტილერიის ცეცხლით, საჰაერო დესანტების მოქმედებებით. შემტევი ჯარების მთავარი ძალები მიჰყვებიან მეწინავე რაზმებს და ავანგარდებს ბრძოლისწინა წყობით (მეწინავე რაზმების და ავანგარდების ძალისხმევის გაძლიერების და საბრძოლო წყობად გაშლის მზადყოფნით). მათი მიზანია შეუჩერებლივ ჩაიგდონ ხელში ძირითადი თავდაცვითი ზღუდე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები