ფერადი ლითონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერადი ლითონები – რკინის გარდა ყველა ლითონის სამრეწველო სახელწოდება. ის იყოფა შემდეგ ჯგუფებად: მსუბუქი (ალუმინი, მაგნიუმი, ტიტანი, ბერილიუმი, ლითიუმი და სხვ.), მძიმე (სპილენძი, ნიკელი, კობალტი, ტყვია, კალა, თუთია და სხვ.), ძნელდნობადი (ვოლფრამი, მოლიბდენი, ტანტალი, ქრომი, ცირკონიუმი, ნიობიუმი და სხვ.), კეთილშობილი ანუ ძვირფასი (ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პლატინური ლითონები), გაფანტული (გალიუმი, ინდიუმი, თალიუმი), იშვიათმიწიერი (სკანდიუმი, იტრიუმი, ლანთანი და ყველა ლანთანოიდი), რადიოაქტიური (ტექნეციუმი, ფრანციუმი, რადიუმი, პოლონიუმი, აქტინიუმი, თორიუმი, პროტაქტინიუმი, ურანი და ყველა ტრანსურანული ელემენტი). მეტალებს, რომელთა მოპოვება და გამოყენება შეზღუდულია, უწოდებენ იშვიათს. მას მიეკუთვნება ყველა გაფანტული, იშვიათმიწიერი, რადიოაქტიური, ძნელდნობადების უმეტესი ნაწილი და ზოგი მსუბუქი მეტალი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები