ფრიდრიხ II დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ II დიდის, პორტრეტი, ავტორი ანტონი გრაფი, 1781

ფრიდრიხ II დიდი - (1712-86), პრუსიის მეფე 1740 წლიდან, მხედართმთავარი. მისი დაპყრობითი პოლიტიკის შედეგად (სილეზიის ომები, შვიდწლიანი ომი, პოლონეთის პირველი დანაწილება) პრუსიის სამეფოს ტერიტორია თითქმის ორჯერ გაიზარდა.

ფრიდრიხ II თავისი ეპოქის დიდი სამხედრო მოღვაწე იყო. შექმნა დასავლეთ ევროპაში უძლიერესი და საუკეთესო არმია (180–200 ათ. კაცამდე). როგორც მხედართმთავარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გვიანდელი ფეოდალიზმის ხანის სამხედრო ხელოვნების განვითარებაში. ტაქტიკაში შემოიღი ე.წ. „ირიბი“ საბრძოლო წყობა (ველზე ჯარების ისეთი მოძრაობა, რომ მთელი მასით დარტყმა განხორციელებულიყო მოწინააღმდეგის ერთ-ერთ ფლანგზე), შექმნა ცხენოსანი არტილერია.

ფრიდრიხ II-ის სტრატეგიის საფუძველი იყო მანევრირება სამხედრო მოქმედებათა თეატრზე მოწინააღმდეგის თავისივე ბაზებისაგან მოწყვეტის მიზნით. მისმა სამხედრო სისტემამ XIX საუკუნის დამდეგამდე იარსება ევროპაში, სრული მარცხი განიცადა საფრანგეთის რევოლუციურ, შემდეგ კი ნაპოლეონის არმიასთან ბრძოლაში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები