ჩეხეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩეხეთის დროშა

ჩეხეთი (Czech – ჩეხეთის რესპუბლიკა)სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.

ფართობი — 78,9 ათ. კმ2.

მოსახლეობა — 10,5 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა — ჩეხური.

დედაქალაქი — ქ. პრაღა.

ადმინისტრაციულად იყოფა 14 მხარედ.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ორპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი – მთავრობას.

ჩეხეთი 1948 წლიდან შედიოდა ჩეხოსლოვაკიის სახალხო რესპუბლიკაში, 1960 წლიდან – ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში, 1990 წლის 20 აპრილიდან – ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფედერაციაში, 1993 წლის 1 იანვარს გამოვიდა აღნიშნული ფედერაციიდან. არის ნატოს წევრი ქვეყანა.

ჩეხეთი განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა.

მრეწველობის წამყვანი დარგებია: შავი მეტალურგია, ქიმიური, მსუბუქი, კვების მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ხე-ტყის დამუშავება, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს საარტილერიო და ცეცხლსასროლ სისტემებს, საბრძოლო აღჭურვილობას, თვითმფრინავებს, რადიოელექტრონულ აპარატურას.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მარცვლეული კულტურების, კარტოფილის, შაქრის ჭარხლის მოყვანა და მეცხოველეობა.

საერთაშორისო აეროპორტი — პრაღა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 23,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 7 ათ., სამხედრო-საჰაერო 5,2 ათ და შეიარაღებული ძალების ცალკეული გვარეობები. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები