ჰიპერბორეელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჰიპერბორეელები''' – „[[ბორეასი]]ს მიღმა მცხოვრებნი“. ''(ბერძნ.)'' მითოსური ხალხი. ბერძენთა რწმენით, ისინი უკიდურეს ჩრდილოეთში მოსახლეობდნენ. ეთიოპელებისა და ფეაკთა მსგავსად ჰიპერბორეელებიც ღმერთების რჩეულნი იყვნენ.
+
'''ჰიპერბორეელები''' – „[[ბორეასი]]ს მიღმა მცხოვრებნი“. ''(ბერძნ.)'' მითოსური ხალხი. ბერძენთა რწმენით, ისინი უკიდურეს ჩრდილოეთში მოსახლეობდნენ. ეთიოპელებისა და ფეაკთა მსგავსად ჰიპერბორეელებიც [[ღმერთი|ღმერთების]] რჩეულნი იყვნენ.
  
მითოსის თანახმად, [[აპოლონი]]სა და [[არტემისი]]ს დედა, [[ლეტო]], ჰიპერბორეელთა ქვეყანაში დაიბადა და იქ ცხოვრობდა, ვიდრე კუნძულ დელოსზე არ გადასახლდა. აპოლონმაც თავისი ბავშვობა ამ მითოსურ მიწაზე გაატარა, რომელსაც ხშირად ეწვეოდა ხოლმე დელფოში დამკვიდრების შემდეგაც. იქ ინახავდა იგი თავის მომაკვდინებელ ისრებს, რომლებითაც ამოხოცა [[კიკლოპები]]. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ აპოლონის კულტთან დაკავშირებული მრავალი ნივთი ჰიპერბორეელთა ქვეყნიდან იყო ჩამოტანილი კუნძულ დელოსზე. უფრო მეტიც, [[დელფოს სამისნო|დელფოს]] [[ორაკული]]ს დაარსებასაც ჰიპერბორეელთა დამსახურებად მიიჩნევდნენ ძველ სამყაროში.
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
ჰიპერბორეელთა ქვეყნისაკენ გზის გაგნება შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანას მაინც ეწვია გმირი [[პერსევსი]], რომელსაც გზა [[ათენა]]მ ასწავლა.  
 
ჰიპერბორეელთა ქვეყნისაკენ გზის გაგნება შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანას მაინც ეწვია გმირი [[პერსევსი]], რომელსაც გზა [[ათენა]]მ ასწავლა.  
  
ჰიპერბორეეთს [[ჰერაკლე]]ც სწვევია მაშინ, როდესაც [[კერინეას ირემი|კერინეას ირემს]] დასდევდა ([[ჰერაკლე|ჰერაკლე, მეოთხე გმირობა]]). იქაური სანახაობის ხილვით გაოგნებულმა ზეთისხილის ხეს ტოტი მოატეხა და თან წაიღო ოლიმპიაში დასარგავად.  
+
ჰიპერბორეეთს [[ჰერაკლე]]ც სწვევია მაშინ, როდესაც [[კერინეას ირემი|კერინეას ირემს]] დასდევდა ([[ჰერაკლე|ჰერაკლე, მეოთხე გმირობა]]). იქაური სანახაობის ხილვით გაოგნებულმა [[ზეთისხილი|ზეთისხილის]] ხეს ტოტი მოატეხა და თან წაიღო [[ოლიმპია]]ში დასარგავად.  
  
[[არგონავტები]]ს ლაშქრობაში ორი ჰიპერბორეელი მონაწილებოდა – ძეტესი და კალაისი. სხვა ჰიპერბორეელთა სახელებიც შემოგვინახეს ძველმა მითებმა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო არისტეასი, რომელსაც ბევრი უმოგზაურია და თავისი შთაბეჭდილებები აუკინძავს წიგნად, რომლისთვისაც „არიმასპეა“ უწოდებია.
+
[[არგონავტები]]ს [[ლაშქრობა]]ში ორი ჰიპერბორეელი მონაწილებოდა – ძეტესი და კალაისი. სხვა ჰიპერბორეელთა სახელებიც შემოგვინახეს ძველმა მითებმა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო არისტეასი, რომელსაც ბევრი უმოგზაურია და თავისი შთაბეჭდილებები აუკინძავს წიგნად, რომლისთვისაც „არიმასპეა“ უწოდებია.
  
ბერძნებს ბევრი რამ უსწავლიათ ჰიპერბორეელთაგან: მუსიკისა და პოეტური ქმნილებების თხზვის ხელოვნება, ხუროთმოძღვრება და ბუნების საიდუმლოებათა ამოცნობაც კი.
 
ბერძნებს ბევრი რამ უსწავლიათ ჰიპერბორეელთაგან: მუსიკისა და პოეტური ქმნილებების თხზვის ხელოვნება, ხუროთმოძღვრება და ბუნების საიდუმლოებათა ამოცნობაც კი.
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოსური ხალხი]]

მიმდინარე ცვლილება 23:53, 8 მარტი 2021 მდგომარეობით

ჰიპერბორეელები – „ბორეასის მიღმა მცხოვრებნი“. (ბერძნ.) მითოსური ხალხი. ბერძენთა რწმენით, ისინი უკიდურეს ჩრდილოეთში მოსახლეობდნენ. ეთიოპელებისა და ფეაკთა მსგავსად ჰიპერბორეელებიც ღმერთების რჩეულნი იყვნენ.

მითოსის თანახმად, აპოლონისა და არტემისის დედა, ლეტო, ჰიპერბორეელთა ქვეყანაში დაიბადა და იქ ცხოვრობდა, ვიდრე კუნძულ დელოსზე არ გადასახლდა. აპოლონმაც თავისი ბავშვობა ამ მითოსურ მიწაზე გაატარა, რომელსაც ხშირად ეწვეოდა ხოლმე დელფოში დამკვიდრების შემდეგაც. იქ ინახავდა იგი თავის მომაკვდინებელ ისრებს, რომლებითაც ამოხოცა კიკლოპები. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ აპოლონის კულტთან დაკავშირებული მრავალი ნივთი ჰიპერბორეელთა ქვეყნიდან იყო ჩამოტანილი კუნძულ დელოსზე. უფრო მეტიც, დელფოს ორაკულის დაარსებასაც ჰიპერბორეელთა დამსახურებად მიიჩნევდნენ ძველ სამყაროში.

ჰიპერბორეეთს „ნეტართა ქვეყანას“ უწოდებდნენ პოეტები. მათი აზრით, იქ საოცარი ბუნება იყო. მზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ ეფარებოდა თვალს, ხოლო მიწა ორგზის უძღვნიდა თავის მოსავალს ადამიანებს, რომლებიც დიდხანს, ძლიერ დიდხანს ცოცხლობდნენ მარადიულ სიმშვიდეში. როდესაც ჰიპერბორეელი მოხუცები ცხოვრებისაგან მოიღლებოდნენ, თავს იმკობდნენ ყვავილწნულებით და ზღვის სიღრმეში უჩინარდებოდნენ. ძველებს მიაჩნდათ, რომ ჰიპერბორეელებს მაგიური ძალაც გააჩნდათ, რომ ისინი გრძნეულები იყვნენ, შეეძლოთ ფრენაც, წყლის ზედაპირზე სიარულიც, ცეცხლში გავლაც, სულების გამოხმობაც და მიწისქვეშა საგანძურთა იოლად პოვნაც. მათ თავიანთი ენა ჰქონდათ, სამეფო ტახტს კი ბორეადები, ბორეასის ვაჟიშვილები განაგებდნენ.

ჰიპერბორეელთა ქვეყნისაკენ გზის გაგნება შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანას მაინც ეწვია გმირი პერსევსი, რომელსაც გზა ათენამ ასწავლა.

ჰიპერბორეეთს ჰერაკლეც სწვევია მაშინ, როდესაც კერინეას ირემს დასდევდა (ჰერაკლე, მეოთხე გმირობა). იქაური სანახაობის ხილვით გაოგნებულმა ზეთისხილის ხეს ტოტი მოატეხა და თან წაიღო ოლიმპიაში დასარგავად.

არგონავტების ლაშქრობაში ორი ჰიპერბორეელი მონაწილებოდა – ძეტესი და კალაისი. სხვა ჰიპერბორეელთა სახელებიც შემოგვინახეს ძველმა მითებმა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო არისტეასი, რომელსაც ბევრი უმოგზაურია და თავისი შთაბეჭდილებები აუკინძავს წიგნად, რომლისთვისაც „არიმასპეა“ უწოდებია.

ბერძნებს ბევრი რამ უსწავლიათ ჰიპერბორეელთაგან: მუსიკისა და პოეტური ქმნილებების თხზვის ხელოვნება, ხუროთმოძღვრება და ბუნების საიდუმლოებათა ამოცნობაც კი.

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები