საომარი მოქმედებების თეატრის მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საომარი მოქმედებების თეატრის მომზადება''' – ორგანიზაციული...)
 
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
[[კატეგორია:სამხედრო პოლიტიკა]]
 

მიმდინარე ცვლილება 17:52, 4 აპრილი 2018 მდგომარეობით

საომარი მოქმედებების თეატრის მომზადება – ორგანიზაციული, ტექნიკური, საინჟინრო და სხვა ღონისძიებების სისტემა, რომელიც ხორციელდება საომარი მოქმედებების თეატრზე ომში შეიარაღებული ძალების ან მათი ნაწილის ორგანიზებული ჩაბმის უზრუნველსაყოფად და საომარი მოქმედებების წარმატებით ჩასატარებლად. თავდაცვისათვის (ომისათვის) ქვეყნის (ქვეყნების კოალიციის) ტერიტორიის მომზადების საერთო-სახელმწიფოებრივი ღონისძიებების შემადგენელი ნაწილი. ხორციელდება მშვიდობიანობის და ომის მსვლელობის დროს.

  • ითვალისწინებს გამაგრებული რაიონების შექმნას;
  • სარკინიგზო და საავტომობილო გზების, აეროდრომების ქსლის მშენებლობას და განვითარებას;
  • სამხედრო-საზღვაო ბაზების და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზირების პუნქტების შექმნას;
  • სანაპირო არტილერიის, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, სარაკეტო ჯარების, სათვალთვალო საგუშაგოების მართვის პუნქტებისათვის პოზიციების (რაიონების, პუნქტების) მოწყობას;
  • კავშირგაბმულობის, მატერიალური უზრუნველყოფის სისტემის მომზადებას;
  • სანავიგაციო, ჰიდროგრაფიული, მეტეოროლოგიური, ტოპოგეოდეზიური ღონისძიებების ჩატარებას და სხვა.

სამხედრო ტექნიკის, ომის წარმოების ხერხების განვითარებამ განაპირობეს ის, რომ საომარი მოქმედებების თეატრის მომზადება კიდევ უფრო რთული და შრომატევადი გახდა. იგი მოიცავს არა მარტო ტერიტორიას და აკვატორიებს, არამედ საჰაერო-კოსმოსურ სივრცეს. უკავშირდება მასობრივი დაზიანების იარაღისაგან მოსახლეობის დაცვას.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები