არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 27: ხაზი 27:
 
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]]
 +
[[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]]

20:07, 12 სექტემბერი 2020-ის ვერსია

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ-ზე, მდინარე არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია XII საუკუნის II ნახევარში. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით – მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა.

ეკლესია, კარიბჭე და მინაშენი ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, საძვალე – რიყისა და ნატეხი ქვით, აგური ნახმარია დეკორატიული მიზნით. წყობა ირეგულარულია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კონქი, კედლები.

სარჩევი

ღვთისმშობლის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2X8,2 მ). შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა სივრცე გაშლილია; განიერი საკურთხეველი და მის წინ ბემა კიდევ უფრო ზრდის სივრცეს, კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში – ორი.

ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ, მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-აგურისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქის კომპოზიცია არ შემორჩენილა. შუა რეგისტრში გაირჩევა მოციქულთა დიდი ზომის წელზედა გამოსახულებები. ქვედა რეგისტრში გამოსახული არიან ეკლესიის მამანი. დარბაზის დასავლეთის კედლის სამხრეთ მხარეს ჩანს წმინდა მეომრის ფიგურა შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილი ყვითელი ოქროს, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები წარმოდგენას იძლევა მოხატულობის კოლორიტზე. მხატვრობა მონუმტური ხასიათისაა, მისთვის დამახასიათებელია რბილი დენადი ნახატი, ფიგურათა დახვეწილი პროპორციები.

კარიბჭე

კარიბჭეს (3,6X5,19 მ) დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს, რომლის შეისრული თაღი აგურით ამოყვანილ ფიგურულ სვეტებს ეყრდნობა.

მინაშენი

მინაშენი (10,8X3,2 მ) აფსიდიანია. კამარის აღმოსავლეთი ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთისა; სამხრეთის მხარეს კამარა ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადთან ამოყვანილ ვიწრო (0,27 მ) კედელს ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში – ორი.

საძვალე

საძვალე (3,7X3,6 მ) გუმბათოვანია, ოდნავ წაგრძელებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ შესასვლელი დასავლეთითაა. აფსიდი ნახევარწრეზე ნაკლებია. შესასვლელის თავზე მოთავსებული იყო ფილა ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით (დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში), წარწერა ეკლესიის თანადროულია პალეოგრაფიული ანალიზითა და წარწერაში მოხსენიებული ისტორიული პირების მიხედვით იგი 1150-78 წლებით დათარიღდა. ოთხივე ნაგებობა ცალ-ცალკეა აგებული XII საუკუნის II ნახევრში.

სამრეკლო

ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია XVI-XVII საუკუნეებში. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართულის (მოგვიანებით დახურულ სათავსად გადაუკეთებიათ) კამარა შეისრულია, მეორე სართული – რვაწახნაგა ფანჩატური რვა ღია თაღით – გადახურულია კამარით მოგვიანებით სამრეკლოსათვის სათავსი მიუშენებიათ.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები