არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცხეთა. არმაზის მონასტრის ნანგრევები

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან 1,5 კმ დაშორებით.

მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, შიდა სივრცე საკმაოდ გაშლილია, აქვს განიერი საკურთხეველი. ეკვდერის ასომთავრული წარწერის მიხედვით, ეკლესია აშენებულია 1150-1178 წწ. დასავლეთიდან მას ეკვრის კარიბჭე, ჩრდილოეთ მხარეს – მინაშენი, კარიბჭის ჩრდილოეთით მცირე ზომის გუმბათოვანი საძვალეა.


ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2X8,2 მ). ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო აგურისფერია. შუა რეგისტრში მოციქულთა დიდი ზომის გამოსახულებებია/ ქვედა რეგისტრში – ეკლესიის მამების ფიგურები. დასავლეთ კედელზე გამოსახულია წმ. მეომარი შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში შემორჩენილია ყვითელი, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები. მხატვრობა მონუმენტურია, დამახასიათებელია ფიგურათა დახვეწილი პროპორციები.

ეკლესიის დასავლეთით მდებარე სამრეკლო XVI-XVII სს. განეკუთვნება, აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანგრევები. კომპლექსი აგურითა და ნატეხი ქვით არის ნაგები. ტაძრის კედლის ერთ-ერთ ფილაზე ამოკვეთილი იყო წარწერა, რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში (№2109).


წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები