ბიეთის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 27: ხაზი 27:
 
ეკლესიის აღმოსავლეთი და სამხრეთი ფასადები სარტყლის მეშვეობით სამ იარუსადაა დაყოფილი. აღმოსავლეთ ფასადზე ქვედა სარტყელს თაღების რიგისგან შემდგარი სახე აქვს მიცემული, ხოლო ზედა სარტყელი სამსაფეხუროვანია. ზედა იარუსში, სარკმელსა და ლავგარდანს შორის, დ. მეღვინეთუხუცესისშვილის აღწერის თანახმად, ვრცელი წარწერა იყო განთავსებული. აქვე უნდა ყოფილიყო ჩასმული ჯვრიან ქვაზე ამოკვეთილი წარწერაც.  
 
ეკლესიის აღმოსავლეთი და სამხრეთი ფასადები სარტყლის მეშვეობით სამ იარუსადაა დაყოფილი. აღმოსავლეთ ფასადზე ქვედა სარტყელს თაღების რიგისგან შემდგარი სახე აქვს მიცემული, ხოლო ზედა სარტყელი სამსაფეხუროვანია. ზედა იარუსში, სარკმელსა და ლავგარდანს შორის, დ. მეღვინეთუხუცესისშვილის აღწერის თანახმად, ვრცელი წარწერა იყო განთავსებული. აქვე უნდა ყოფილიყო ჩასმული ჯვრიან ქვაზე ამოკვეთილი წარწერაც.  
  
სამხრეთი ფასადის საპერანგე წყობა ძლიერაა დაზიანებული. აღმოსავლეთ ფასადზე არსებული კედლის სამიარუსიანი დანაწევრების სისტემა ამ ფასადზედაც გადმოდის; ზედა სარტყელს კვლავ სამსაფეხურიანი ფორმა აქვს მიცემული, ხოლო ქვედას – სამმაგი ლილვის სახე. ზედა სარტყელი, რომელიც ფასადზე არსებული 3 სარკმლის დონეზე გადის, ამ ღიობებს სწორკუთხედად შემოწერს და ერთიანი უწყვეტი სახით მიედინება კედლის ბოლომდე. ტაძარში შესასვლელი კარი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი, რომლის [[თაღი]] სხვადასხვა ნახატის მქონე როზეტების ორი რიგითაა მორთული. რთული რელიეფის გამო ტაძრის დასავლეთი ფასადი სრულიად სადა უნდა ყოფილიყო, ასევე მოურთველია ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოწყობილი მღვიმეში შესასვლელი კარი.
+
სამხრეთი [[ფასადი]]ს საპერანგე წყობა ძლიერაა დაზიანებული. აღმოსავლეთ ფასადზე არსებული კედლის სამიარუსიანი დანაწევრების სისტემა ამ ფასადზედაც გადმოდის; ზედა სარტყელს კვლავ სამსაფეხურიანი ფორმა აქვს მიცემული, ხოლო ქვედას – სამმაგი ლილვის სახე. ზედა სარტყელი, რომელიც ფასადზე არსებული 3 სარკმლის დონეზე გადის, ამ ღიობებს სწორკუთხედად შემოწერს და ერთიანი უწყვეტი სახით მიედინება კედლის ბოლომდე. ტაძარში შესასვლელი კარი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი, რომლის [[თაღი]] სხვადასხვა ნახატის მქონე როზეტების ორი რიგითაა მორთული. რთული რელიეფის გამო ტაძრის დასავლეთი ფასადი სრულიად სადა უნდა ყოფილიყო, ასევე მოურთველია ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოწყობილი მღვიმეში შესასვლელი კარი.
  
 
====წარწერები====
 
====წარწერები====

17:37, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

ბიეის მონასტერი. (შიდა ქართლი). წმ. თევდორეს ეკლესია

ბიეთის მონასტერი – მდებარეობს სოფელ ბიეთიდან (შიდა ქართლი, გორის მუნიციპალიტეტი, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია) 1 კმ, მდ. მეჯუდას ერთ-ერთი ვიწრო შენაკადის ხეობაში შემაღლებულ კონცხზე.

მონასტრის შესახებ წერილობით წყაროებში არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. მის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობა ვახუშტი ბატონიშვილთანაა შემონახული, საიდანაც ჩანს, რომ მონასტერი XVIII ს. ჯერ კიდევ მოქმედი იყო.

სარჩევი

აღწერილობა

სამონასტრო კომპლექსი შედგება დარბაზული ტიპის ეკლესიის, სატრაპეზოსა და კლდეში ნაკვეთი ბერთა საცხოვრისებისაგან. მონასტერს გარშემო გალავანი შემოუყვებოდა, რომლისგანაც ამჟამად მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი.

ინტერესი ბიეთის მონასტრის მიმართ XIX ს. შუა ხანებში გაჩნდა, როდესაც ის ისტორიკოსმა და მწერალმა დ. მეღვინეთუხუცესისშვილმა მოინახულა. შემდეგ მონასტრის შესახებ მცირე ინფორმაციას გვაწვდის დ. ბაქრაძე. 1912 წ. ბიეთის ეკლესია, წმ. ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) თხოვნით, აზომა არქიტექტორმა მ. კალაშნიკოვმა.

წმინდა თევდორეს ეკლესია

ბიეთის მონასტერი. წმ თევდორეს ეკლესია დეტალი

მონასტრის მთავარი ნაგებობაა წმ. თევდორეს ტაძარი რომლის აგების თარიღთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში რამდენიმე მოსაზრებაა გამოთქმული: მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის IX ს. აგებული, ხოლო ნაწილი X ს. ვარაუდობს. გ. ჩუბინაშვილი ბიეთის ეკლესიას თავდაპირველად VII ს. ძეგლთა რიგში განიხილავდა, მოგვიანებით კი, რუისის ტაძრის შესახებ მსჯელობისას, ბიეთის ეკლესიის აგების პერიოდი მოგვიანო ხანისკენ გადაწია.ბიეთის მონასტერი საფუძვლიანად შეისწავლა რ. მეფისაშვილმა და მხატვრულ-სტილისტური ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ იგი აგებულია IX ს. განსხვავებულია მეცნიერთა ნაწილის აზრი: პ. ზაქარაია, ცხინვალის რაიონის ძეგლების მიმოხილვისას ბიეთის ეკლესიის აგების პერიოდად X ს. ასახელებს. პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე ბიეთის საქტიტორო წარწერას ასევე X ს. ათარიღებს ნ. შოშიაშვილი.

წმ. თევდორეს დარბაზული ტიპის ტაძარი დიდი ზომის მოყვითალო შირიმის კვადრებითაა ნაგები; წყობაში შირიმთან ერთად გამოყენებულია რიყისა და ფლეთილი ქვა, ხოლო აქა-იქ აგურიცაა შერეული. ტაძარი ბუნებრივი მთის სერზეა მიშენებული, ისე რომ, მისი ჩრდილოეთ ნაწილი დამატებითი სათავსებით ამ კლდის მასივშია გამოჭრილი. ჩრდილოეთის ეს მონაკვეთი ორსართულიანია. ეკლესიის აგებიდან მალევე უნდა იყოს მიშენებული მის სამხრეთით ვიწრო და გრძელი სათავსი, რომლის დასავლეთით გვიანდელ შუა საუკუნეებში დიდი ზომის სწორკუთხა დარბაზი ააშენეს. სავარაუდოდ, ეს სატრაპეზო უნდა იყოს.

ინტერიერში ტაძრის კედლები რიყის ქვითაა ამოყვანილი, შირიმი მხოლოდ კონსტრუქციული ნაწილებისთვისაა გამოყენებული. ესაა გრძელი და მაღალი პროპორციების მქონე შიდა სივრცე; საკურთხევლის აფსიდის ცენტრში ერთი მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდას სამსაფეხურიანი ხარისხი შემოუყვება. 1960-1961 წწ. აქ წარმოებული გაწმენდითი სამუშაოების დროს (სამუშაოები ჩატარდა სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოს მიერ) საკურთხევლის პერიმეტრზე გამოვლენილ იქნა თავდაპირველი იატაკის ფრაგმენტი – 3-4 სმ სისქის კირის დუღაბი.

საკურთხევლის წინ შემორჩენილია ორი კანკელის ფრაგმენტები. შირიმის კანკელის ფრაგმენტებზე დაკვირვებით ირკვევა, რომ ეს იყო ტაძრის თანადროული კანკელი, რომელიც მოგვიანებით, XII-XIII სს. შეცვლილ იქნა თაბაშირის კანკელით.

ცენტრალური სივრცის ჩრდილოეთ კედლის თაღების მალებს თავზე მთელ სიგრძეზე მიუყვება ვიწრო ნიშების რიგი. დასავლეთი კედელი ორიარუსიანი ვიწრო ნიშებითაა დანაწევრებული. სამხრეთ კედელზე კი გადაყვანილია მაღალი თაღები, რომელთა მალებშიც სარკმლებია გაჭრილი.

ეკლესიის ქვემოთ, უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კრიპტაა მოწყობილი, რომელიც რ. მეფისაშვილს უკვე გახსნილი და ცარიელი დახვედრია. კრიპტას შესასვლელი ტაძრის აღმოსავლეთ მხრიდან აქვს მოწყობილი. მისი კედლები საგულდაგულოდაა მოპირკეთებული შირიმისა და რიყის ქვებით, გადახურვა თაღოვანი აქვს. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კრიპტიდან რამდენიმე მეტრში (მის დონეზევე) საძვალეა მოწყობილი.

როგორც ჩანს, ტაძარი მოხატული იყო, თუმცა მოხატულობის ძალზე დაზიანებისა და ფრაგმენტულობის გამო რაიმეს თქმა თარიღთან ან გამოსახულ სცენებთან დაკავშირებით შეუძლებელია.

ეკლესიის აღმოსავლეთი და სამხრეთი ფასადები სარტყლის მეშვეობით სამ იარუსადაა დაყოფილი. აღმოსავლეთ ფასადზე ქვედა სარტყელს თაღების რიგისგან შემდგარი სახე აქვს მიცემული, ხოლო ზედა სარტყელი სამსაფეხუროვანია. ზედა იარუსში, სარკმელსა და ლავგარდანს შორის, დ. მეღვინეთუხუცესისშვილის აღწერის თანახმად, ვრცელი წარწერა იყო განთავსებული. აქვე უნდა ყოფილიყო ჩასმული ჯვრიან ქვაზე ამოკვეთილი წარწერაც.

სამხრეთი ფასადის საპერანგე წყობა ძლიერაა დაზიანებული. აღმოსავლეთ ფასადზე არსებული კედლის სამიარუსიანი დანაწევრების სისტემა ამ ფასადზედაც გადმოდის; ზედა სარტყელს კვლავ სამსაფეხურიანი ფორმა აქვს მიცემული, ხოლო ქვედას – სამმაგი ლილვის სახე. ზედა სარტყელი, რომელიც ფასადზე არსებული 3 სარკმლის დონეზე გადის, ამ ღიობებს სწორკუთხედად შემოწერს და ერთიანი უწყვეტი სახით მიედინება კედლის ბოლომდე. ტაძარში შესასვლელი კარი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი, რომლის თაღი სხვადასხვა ნახატის მქონე როზეტების ორი რიგითაა მორთული. რთული რელიეფის გამო ტაძრის დასავლეთი ფასადი სრულიად სადა უნდა ყოფილიყო, ასევე მოურთველია ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოწყობილი მღვიმეში შესასვლელი კარი.

წარწერები

მიუხედავად წყაროთა უქონლობისა, მნიშვნელოვან მასალას მონასტრის აღმშენებლობის თაობაზე იძლევა მის ფასადებზე დაცული თანადროული ასომთავრული წარწერები. ფასადებს თავდაპირველად ოთხი წარწერა ამკობდა, რომელთაგან დღეს მხოლოდ ერთია ადგილზე, ხოლო დანარჩენი სამი თბილისში იქნა გადმოტანილი და ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

მთავარი საქტიტორო წარწერა 1912 წ. ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით იქნა თბილისში გადმოტანილი (სსმ №234-235). ამ წარწერიდან ვგებულობთ ტაძრის ქტიტორის ვინაობას, ესაა იოანე ერისთავთერისთავი, ბაკურ ყანჩაელის ძე. როგორც ჩანს, ის ქსნის საერისთავოს წარმომადგენელი იყო.

მუზეუმში დაცულია ტაძრის დანარჩენი ორი მოსახსენიებელი წარწერა, რომლებიც 1960 წ. ტაძრის გაწმენდის დროს იქნა ნაპოვნი და თბილისში გადმოტანილი (სსმ №606, სსმ №607). პირველ, დაზიანებულ წარწერაში მოხსენიებულია ორი უცნობი ისტორიული პირი – ვაჩე და ბეშქენი, მეორე წარწერა ფრაგმენტულია.

მეოთხე წარწერა, შესრულებული ნუსხურით, დღესაც ტაძრის სამხრეთ ფასადზე, კარის თაღის მარცხნივ არის შემონახული. მასში მოხსენიებული უცნობი პირი გაბრიელი, სავარაუდოდ, ხელოსანი უნდა იყოს.

კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ბიეთის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობები ძლიერაა დაზიანებული: მთავარი ტაძრის კედლებს გამჭოლი ბზარები დაუყვება, დაზიანებულია გადახურვა, საფასადო წყობა რიგ მონაკვეთში მორღვეულია. ჩამონგრეულია სამხრეთ-აღმოსავლეთის მინაშენისა და სატრაპეზოს გადახურვები, გარდა ამისა, კედლებს აქაც ბზარები დაუყვება. XVIII ს. ჯერ კიდევ მოქმედი მონასტერი XIX ს. უკვე გაუკაცრიელდა და მოუვლელობის გამო დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაშია.

ნ. ჩიტიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ 4, თბ., 1973;
  • ქართული წარწერების კორპუსი, ტ. 1 – ლაპიდარული წარწერები, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980.
  • ბოჭორიძე გ., ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები, თბ., 2011; ზაქარაია პ., ცხინვალის რაიონი, თბ., 1981;
  • ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე, თბ., 2013;
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. 1, თბ., 2002;
  • ჩუბინაშვილი გ., რუისის ტაძრის ისტორიისათვის, „ენიმკის მოამბე“, 1940, №5-6; მისივე, ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936;
  • Бакрадзе Д., Кавказ в древных памятниках, Записки Общества любителей кавказской архелогии, кн. 1, Тфл., 1875;
  • Меписашвили Р.С., Полупещерный памятник IX в. В сел. Биети, ქართული ხელოვნება, 1963;
  • Меписашвили Р.С., Цинцадзе В.Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии-Шида-Картли, Тб., 1975;
  • Шмерлинг Р., Малые формы в архитектуре средневековой Грузии, Тб., 1962;
  • Brosset M., Rapports sur un voyage archèologique, VI, SPB, 1851;
  • Takaishvili E., Album d’architecture Gèorgienne., Tfl., 1924.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები