ბრაზილია
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Braziliis drosha.png|thumb|200პქ|დროშა]] | [[ფაილი:Braziliis drosha.png|thumb|200პქ|დროშა]] | ||
− | '''ბრაზილია''' - (ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა ''Republica Federativa do Brazil'' ), [[სახელმწიფო]] სამხრეთ [[ამერიკა|ამერიკაში]]. ესაზღვრება: [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] გვიანა, [[სურინამი]], [[გაიანა]], [[ვენესუელა]], კოლუმბია, პერუ, [[ბოლივია]], პარაგვაი, [[არგენტინა]] და [[ურუგვაი]]. აღმოსავლეთით აკრავს [[ატლანტის ოკეანე]]. | + | '''ბრაზილია''' - (ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა ''Republica Federativa do Brazil'' ), [[სახელმწიფო]] სამხრეთ [[ამერიკა|ამერიკაში]]. ესაზღვრება: [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] გვიანა, [[სურინამი]], [[გაიანა]], [[ვენესუელა]], [[კოლუმბია]], პერუ, [[ბოლივია]], პარაგვაი, [[არგენტინა]] და [[ურუგვაი]]. აღმოსავლეთით აკრავს [[ატლანტის ოკეანე]]. |
ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ქვეყანაა. | ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ქვეყანაა. | ||
12:00, 20 აპრილი 2018-ის ვერსია
ბრაზილია - (ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა Republica Federativa do Brazil ), სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. ესაზღვრება: საფრანგეთის გვიანა, სურინამი, გაიანა, ვენესუელა, კოლუმბია, პერუ, ბოლივია, პარაგვაი, არგენტინა და ურუგვაი. აღმოსავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე. ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ქვეყანაა.
ფართობი - 8512 ათ. კმ2;
მოსახლეობა - 195,4 მლნ. კაცი (2012).
დედაქალაქი - ქ. ბრაზილია.
ოფიციალური ენა - პორტუგალიური.
ადმინისტრაციულად იყოფა 26 შტატად და ფედერალურ (დედაქალაქის) ოლქად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ძალაუფლებას ფლობს ეროვნული კონგრესი (ორპალატიანი პარლამენტი).
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1822 წლის 7 სექტემბერს.
ბრაზილია ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი ეკონომიკური პოტენციალის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის უმსხვილეს ქვეყანას წარმოადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია.
განსაკუთრებით განვითარებულია მანქანათმშენებლობა. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, ხომალდებს, რაკეტებს, საარტილერიო და ცეცხლსასროლ იარაღს.
ძირითადი საზღვაო პორტებია: ბელენი, ვიტორია, რესიფი, სანტუსი, რიო-დე-ჟანეირო, პორტუ-ალეგრი, რიუ-გრანდი, ფორტალეზა.
ქვეყანას აქვს 10 საერთაშორისო აეროპორტი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 318,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 190 ათ., სამხედრო-საჰაერო 69,4 ათ. და სამხედროსაზღვაო 59 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.