გორის სასულიერო სასწავლებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Goris sasuliero saswavlebeli.jpg|thumb|250პქ|გორის სასულიერო სასწავლებელი]]
+
'''გორის სასულიერო სასწავლებელი''' - ერთ-ერთი პირველი სასულიერო სასწავლებელი [[საქართველო]]ში. დაარსდა 1817 წ. მოსწავლეთა მიღება ოქტომბერში დაიწყო, ოფიციალური გახსნის ცერემონიალი კი საზეიმოდ გაიმართა 1818 წ. 16 მაისს. ამ ღონისძიებას დაესწრო იმ დროინდელი გორის მაზრის მთელი თავადაზნაურობა და სამღვდელოება. სასწავლებლის მატერიალური უზრუნველყოფა, ეგზარქოს, [[მიტროპოლიტი|მიტროპოლიტ]] თეოფილაქტეს (რუსანოვი, 1817-1821) განკარგულებით, რუისის [[არქიმანდრიტი|არქიმანდრიტ]] ნიკიფორეს დაევალა, ხოლო სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებითა და ინსტრუქციებით იგი თბილისის სასულიერო სემინარიამ უზრუნველყო.
'''გორის სასულიერო სასწავლებელი''' - ერთ-ერთი პირველი სასულიერო სასწავლებელი [[საქართველო|საქართველოში]]. გაიხსნა 1817 წ. სასწავლებლის მატერიალური უზრუნველყოფა, მიტროპოლიტ თეოფილაქტეს განკარგულებით, რუისის არქიმანრდიტ ნიკიფორეს დაევალა, ხოლო სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებითა და ინსტრუქციებით იგი თბილისის სასულიერო სემონარიამ მოამარაგა. თავდაპირველად მართლმადიდებლების გარდა, სასწავლებელში კათილიკეები და გრიგორიანელებიც მიიღეს – სულ 48 მოსწავლე, რომელთა ასაკი 6-დან 17 წლამდე იყო. ამგვარი განსხვავება ასაკში, ცხადია, უარყოფით გავლენას მოახდენდა სასწავლო პროცესზე. 1836 წელს გორის სასულიერო სასწავლებელს სამისიონერო ხასიათი მიეცა.
+
[[ფაილი:Goris sasuliero saswavlebeli.jpg|thumb|300პქ|'''<small>გორის სასულიერო სასწავლებელი XIX საუკუნის ბოლო</small>''']]
  
აქ ისწავლებოდა რუსული და ძველი სლავური გრამატიკა, არითმეტიკა, საეკლესიო გალობა, კატეხიზისი, ბერძნული და ლათინური ენები (პირველდაწყებითი კურსი), საღვთო სჯული და სხვ. ყურადღება ექცეოდა თარგმანს (ქართულიდან რუსულად და პირუკუ) სასწავლებელს ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა (ფონდი დაცულია ი. გოგებაშვილის სახ. სახალხო განათლების ბიბლიოთეკაში.  
+
სასწავლებელში ისწავლებოდა რუსული და ძველი სლავური [[გრამატიკა]], არითმეტიკა, საეკლესიო გალობა, [[კატეხიზმო]], ბერძნული და ლათინური ენები (პირველდაწყებითი კურსი), საღვთო სჯული და სხვ. დიდი ყურადღება ექცეოდა თარგმანს (ქართულიდან რუსულად და რუსულიდან – ქართულად). სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ გამოჩენილი საერო და საეკლესიო პირები: [[გოგებაშვილი იაკობ|ი. გოგებაშვილი]], [[მგალობლიშვილი სოფრომ|ს. მგალობლიშვილი]], კ. მამაცაშვილი, ნ. გომოური, [[ია კარგარეთელი]], [[კავსაძე სანდრო|ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე]]; საქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი|კათოლიკოს-პატრიარქები]] [[კირიონ II (საძაგლიშვილი)]], ეფრემ II (სიდამონიძე), [[ლეონიდე ოქროპირიძე (კათალიკოს-პატრიარქი)|ლეონიდე (ოქროპირიძე)]], წმ. ეპისკოპოსი [[ალექსანდრე (ალექსი ოქროპირიძე)|ალექსანდრე (ოქროპირიძე)]], აგრეთვე მომავალში ცნობილი სოციალ-დემოკრატები [[ჯუღაშვილი იოსებ|ი. ჯუღაშვილი]] (სტალინი), ლ. კეცხოველი და სხვ.
  
გორის სასულიერო სასწავლებელში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ი. გოგებაშვილი, . კეცხოველი, . ლომაური, . მგალობლიშვილი, [[ჯუღაშვილი იოსებ|. ჯუღაშვილი]] და სხვ. გორის სასულიერო სასწავლებელ დაიხურა 1917 წ.
+
გორის სასულიერო სასწავლებელი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ [[ამიერკავკასია]]შიც და არა მხოლოდ სწავლების საერთო შედეგებით, არამედ შიდასასკოლო ურთიერთობითაც. მაშინ, როცა დასავლეთ საქართველოში არაერთხელ ყოფილა მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება, გორში ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ყოფილა შემთხვევები, როცა მასწავლებელს თავის თავზე აუღია უფასოდ სწავლება. ასე გაუკეთებია 1865 წ. ზედამხედველ პოლიაკოვს, რადგან შტატით გათვლილი ორი მასწავლებლით ვერ ხერხდებოდა მათემატიკის სრული კურსის შემოღება სამ კლასში. (ე. ი. ამ დროისთვის სასწავლებელში სამი კლასი იყო, მოგვიანებით, აქ უკვე ოთხი კლასი ჩანს. გარდა ამისა, იყო მოსამზადებელი კლასიც: 1876 წ. მასში 47 მოსწავლე მიიღეს.)
 +
 
 +
გორის სასულიერო სასწავლებელის მეთოდები და შედეგები ყოველთვის გამორჩეული იყო. თავდაპირველად აქ მართლმადიდებლების გარდა, კათოლიკეები და გრიგორიანელებიც მიიღეს სულ 48 მოსწავლე, რომელთა ასაკი 6-დან 17 წლამდე იყო, ასაკში მკვეთრი განსხვავების გამო სასწავლო პროცესი არც თუ ისე გამართული აღმოჩნდა. 1836 წ. სასწავლებელს სამისიონერო ხასიათი მიეცა, სასწავლებლის კურსდამთავრებულები სხვადახვა მუსლიმურ რაიონში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებას ეწეოდნენ. შეიცვალა სასწავლო პროგრამაც – რუსულსა და [[ქართული ენა|ქართულ ენებს]] ოსური და თათრული ენების სწავლებაც დაემატა.
 +
 
 +
სასწავლებელი თანდათან იზრდებოდა. 1838 წლისთვის მასში 65 მოსწავლე სწავლობდა, 1841 წ. – 67 მოსწავლე, 5 მასწავლებელი და 1 ინსპექტორი, 1865 წ. – 110 მოსწავლე, 1877 წ. – 124 მოსწავლე და 9 მასწავლებელი.
 +
[[ფაილი:Goris sasuliero saswavlebeli dRes.JPG|thumb|250პქ|'''გორის სასულიერო სასწავლებელი, დღეს''']]
 +
 
 +
გორის სასულიერო სასწავლებელი საუკეთესოთა შორისაა დასახელებული 1863 წლის თბილისის სამოქალაქო გუბერნატორ კონსტანტინე ორლოვსკის (1810-1876) ანგარიშში. საინტერესო ცნობებს გვაწვდის სასწავლო დაწესებულებების ინსპექტორი იანუარი ნევეროვი (1810-1893), რომელმაც 1865 წ. შეისწავლა ქუთაისის, გორის და ახალციხის სასწავლებლები და ამის თაობაზე სპეციალური მოხსენება წარუდგინა მეფისნაცვალს. მოხსენებაში იგი განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს გორის სასწავლებელს, როგორც „ყოველმხრივ საუკეთესოს“.
 +
 
 +
1867 წ. [[რუსეთის იმპერია]]ში შეიცვალა სასულიერო სასწავლებლების სტრუქტურა. ახალი დებულების საფუძველზე გორის სასულიერო სასწავლებელში დაარსდა გამგეობა, რომელშიც შედიოდნენ ზედამხედველი (ხელმძღვანელი) ინსპექტორი, სამღვდელოების ორი და მასწავლებელთა ერთი წარმომადგენელი (სულ 5 წევრი). გორის სასულიერო სასწავლებელი თავდაპირველად მტკვრის ნაპირას, სამეფოს ქუჩის დასაწყისში იყო განთავსებული. 1879 წ. სასწავლებლის ადმინისტრაციასა და გორის მმართველობას შორის შეთანხმების შედეგად მიწის ნაკვეთი სასწავლებელს უსასყიდლოდ გადასცა ერთ-ერთმა თავადმა ერისთავმა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე [[ბაღი|ბაღთან]] ახლოს. არქიტექტორმა აბესალომოვმა მოამზადა შენობის გეგმა. 1886 წ. 11 ნოემბერს სასწავლებლის გამგეობამ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. 1888 წ. სასწავლებელი ახალაშენებულ ორსართულიან შენობაში გადავიდა, 1889 წ. 24 სექტემბერს (7 ოქტომბერს) კი მასში განთავსებული ტაძარი ღირსი მამა [[გიორგი მთაწმინდელი|გიორგი მთაწმიდლი]]ს სახელზე აკურთხეს.
 +
 
 +
სასწავლებლის საზეიმო გახსნის მასალები გამოქვეყნდა ჟურნალ „მწყემსში“. მათ შორისაა გორის საკრებულო ტაძრის მღვდლის, იოილ გამრეკელოვის სიტყვაც, რომელშიც ავტორი ხაზს უსვამს განათლების აუცილებლობას მოზარდი თაობის არა მხოლოდ გონებრივად, ზნეობრივი აღზრდის თვალსაზრისითაც, და სამღვდელოების როლს ამ საქმეში.
 +
 
 +
ახალ შენობაში გადასვლის დროისთვის (1889) სასწავლებლის გამგეობაში შედიონენ: დავით დათოშვილი (თავმჯდომარე), გიორგი საძაგლიშვილი (წმ. კირიონ II), პავლე ბურჯანაძე, ალექსანდრე დანიელის ძე იტალინსკი და სხვ.
 +
 
 +
გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა 1917 წ., როდესაც დროებითმა მთავრობამ მიიღო დადგენილება ყველა სასწავლებლის განათლების სამინისტროს უწყებაში გადასვლის შესახებ. სასწავლებლის [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკის]] ფონდი დაცულია ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო განათლების ბიბლიოთეკაში.
 +
 
 +
XXI ს. დასაწყისში სასწავლებლის შენობა ეკლესიას დაუბრუნდა. 2006 წ. განახლებულ შენობაში ღირსი მამა გიორგი მთაწმიდლის გიმნაზია გაიხსნა.
 +
 
 +
''ე. ბუბულაშვილი''
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
* ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ოფიციალური საიტი
+
 
 
[[კატეგორია:გორის ღირსშესანიშნაობები]]
 
[[კატეგორია:გორის ღირსშესანიშნაობები]]
 
[[კატეგორია:სასწავლებლები საქართველოში]]‏‎  
 
[[კატეგორია:სასწავლებლები საქართველოში]]‏‎  
 
[[კატეგორია:სასულიერო სასწავლებლები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:სასულიერო სასწავლებლები საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 00:43, 9 დეკემბერი 2023 მდგომარეობით

გორის სასულიერო სასწავლებელი - ერთ-ერთი პირველი სასულიერო სასწავლებელი საქართველოში. დაარსდა 1817 წ. მოსწავლეთა მიღება ოქტომბერში დაიწყო, ოფიციალური გახსნის ცერემონიალი კი საზეიმოდ გაიმართა 1818 წ. 16 მაისს. ამ ღონისძიებას დაესწრო იმ დროინდელი გორის მაზრის მთელი თავადაზნაურობა და სამღვდელოება. სასწავლებლის მატერიალური უზრუნველყოფა, ეგზარქოს, მიტროპოლიტ თეოფილაქტეს (რუსანოვი, 1817-1821) განკარგულებით, რუისის არქიმანდრიტ ნიკიფორეს დაევალა, ხოლო სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებითა და ინსტრუქციებით იგი თბილისის სასულიერო სემინარიამ უზრუნველყო.

გორის სასულიერო სასწავლებელი XIX საუკუნის ბოლო

სასწავლებელში ისწავლებოდა რუსული და ძველი სლავური გრამატიკა, არითმეტიკა, საეკლესიო გალობა, კატეხიზმო, ბერძნული და ლათინური ენები (პირველდაწყებითი კურსი), საღვთო სჯული და სხვ. დიდი ყურადღება ექცეოდა თარგმანს (ქართულიდან – რუსულად და რუსულიდან – ქართულად). სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ გამოჩენილი საერო და საეკლესიო პირები: ი. გოგებაშვილი, ს. მგალობლიშვილი, კ. მამაცაშვილი, ნ. გომოური, ია კარგარეთელი, ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები კირიონ II (საძაგლიშვილი), ეფრემ II (სიდამონიძე), ლეონიდე (ოქროპირიძე), წმ. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), აგრეთვე მომავალში ცნობილი სოციალ-დემოკრატები ი. ჯუღაშვილი (სტალინი), ლ. კეცხოველი და სხვ.

გორის სასულიერო სასწავლებელი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც და არა მხოლოდ სწავლების საერთო შედეგებით, არამედ შიდასასკოლო ურთიერთობითაც. მაშინ, როცა დასავლეთ საქართველოში არაერთხელ ყოფილა მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება, გორში ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ყოფილა შემთხვევები, როცა მასწავლებელს თავის თავზე აუღია უფასოდ სწავლება. ასე გაუკეთებია 1865 წ. ზედამხედველ პოლიაკოვს, რადგან შტატით გათვლილი ორი მასწავლებლით ვერ ხერხდებოდა მათემატიკის სრული კურსის შემოღება სამ კლასში. (ე. ი. ამ დროისთვის სასწავლებელში სამი კლასი იყო, მოგვიანებით, აქ უკვე ოთხი კლასი ჩანს. გარდა ამისა, იყო მოსამზადებელი კლასიც: 1876 წ. მასში 47 მოსწავლე მიიღეს.)

გორის სასულიერო სასწავლებელის მეთოდები და შედეგები ყოველთვის გამორჩეული იყო. თავდაპირველად აქ მართლმადიდებლების გარდა, კათოლიკეები და გრიგორიანელებიც მიიღეს სულ 48 მოსწავლე, რომელთა ასაკი 6-დან 17 წლამდე იყო, ასაკში მკვეთრი განსხვავების გამო სასწავლო პროცესი არც თუ ისე გამართული აღმოჩნდა. 1836 წ. სასწავლებელს სამისიონერო ხასიათი მიეცა, სასწავლებლის კურსდამთავრებულები სხვადახვა მუსლიმურ რაიონში ქრისტიანობის გავრცელებას ეწეოდნენ. შეიცვალა სასწავლო პროგრამაც – რუსულსა და ქართულ ენებს ოსური და თათრული ენების სწავლებაც დაემატა.

სასწავლებელი თანდათან იზრდებოდა. 1838 წლისთვის მასში 65 მოსწავლე სწავლობდა, 1841 წ. – 67 მოსწავლე, 5 მასწავლებელი და 1 ინსპექტორი, 1865 წ. – 110 მოსწავლე, 1877 წ. – 124 მოსწავლე და 9 მასწავლებელი.

გორის სასულიერო სასწავლებელი, დღეს

გორის სასულიერო სასწავლებელი საუკეთესოთა შორისაა დასახელებული 1863 წლის თბილისის სამოქალაქო გუბერნატორ კონსტანტინე ორლოვსკის (1810-1876) ანგარიშში. საინტერესო ცნობებს გვაწვდის სასწავლო დაწესებულებების ინსპექტორი იანუარი ნევეროვი (1810-1893), რომელმაც 1865 წ. შეისწავლა ქუთაისის, გორის და ახალციხის სასწავლებლები და ამის თაობაზე სპეციალური მოხსენება წარუდგინა მეფისნაცვალს. მოხსენებაში იგი განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს გორის სასწავლებელს, როგორც „ყოველმხრივ საუკეთესოს“.

1867 წ. რუსეთის იმპერიაში შეიცვალა სასულიერო სასწავლებლების სტრუქტურა. ახალი დებულების საფუძველზე გორის სასულიერო სასწავლებელში დაარსდა გამგეობა, რომელშიც შედიოდნენ ზედამხედველი (ხელმძღვანელი) ინსპექტორი, სამღვდელოების ორი და მასწავლებელთა ერთი წარმომადგენელი (სულ 5 წევრი). გორის სასულიერო სასწავლებელი თავდაპირველად მტკვრის ნაპირას, სამეფოს ქუჩის დასაწყისში იყო განთავსებული. 1879 წ. სასწავლებლის ადმინისტრაციასა და გორის მმართველობას შორის შეთანხმების შედეგად მიწის ნაკვეთი სასწავლებელს უსასყიდლოდ გადასცა ერთ-ერთმა თავადმა ერისთავმა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ბაღთან ახლოს. არქიტექტორმა აბესალომოვმა მოამზადა შენობის გეგმა. 1886 წ. 11 ნოემბერს სასწავლებლის გამგეობამ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. 1888 წ. სასწავლებელი ახალაშენებულ ორსართულიან შენობაში გადავიდა, 1889 წ. 24 სექტემბერს (7 ოქტომბერს) კი მასში განთავსებული ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმიდლის სახელზე აკურთხეს.

სასწავლებლის საზეიმო გახსნის მასალები გამოქვეყნდა ჟურნალ „მწყემსში“. მათ შორისაა გორის საკრებულო ტაძრის მღვდლის, იოილ გამრეკელოვის სიტყვაც, რომელშიც ავტორი ხაზს უსვამს განათლების აუცილებლობას მოზარდი თაობის არა მხოლოდ გონებრივად, ზნეობრივი აღზრდის თვალსაზრისითაც, და სამღვდელოების როლს ამ საქმეში.

ახალ შენობაში გადასვლის დროისთვის (1889) სასწავლებლის გამგეობაში შედიონენ: დავით დათოშვილი (თავმჯდომარე), გიორგი საძაგლიშვილი (წმ. კირიონ II), პავლე ბურჯანაძე, ალექსანდრე დანიელის ძე იტალინსკი და სხვ.

გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა 1917 წ., როდესაც დროებითმა მთავრობამ მიიღო დადგენილება ყველა სასწავლებლის განათლების სამინისტროს უწყებაში გადასვლის შესახებ. სასწავლებლის ბიბლიოთეკის ფონდი დაცულია ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო განათლების ბიბლიოთეკაში.

XXI ს. დასაწყისში სასწავლებლის შენობა ეკლესიას დაუბრუნდა. 2006 წ. განახლებულ შენობაში ღირსი მამა გიორგი მთაწმიდლის გიმნაზია გაიხსნა.

ე. ბუბულაშვილი

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები