თავდაცვა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 21 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაცვა - ჯარების (ძალების) საბრძოლო მოქმედების სახეობა, რომელიც როგორც წესი, გამოიყენება, მოწინააღმდეგის უპირატესი ძალების შეტევის, კონტრშეტევის და იერიშის (დარტყმების) მოსაგერიებლად. ასევე დასახული მიმართულებების (ზღუდეების, რაიონების, ობიექტების) შესანარჩუნებლად (დასაფარავად), ერთ მიმართულებაზე ძალების და საშუალებების ეკონომიისა და მეორეზე მოწინააღმდეგის შემომტევი დაჯგუფებებისთვის ზიანის მიყენების, თავისი ჯარების კონტრშეტევაზე (შეტევაზე) გადასაყვანად პირობების შექმნის მიზნით.

თავდაცვა შეიძლება იყოს ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული, იძულებითი ან წინასწარ განზრახული. საბრძოლო მოქმედებების პროცესში თავდაცვის არსია მოწინააღმდეგის დაჯგუფებების დამარცხება მათი წინწაწევის, შეტევისთვის საწყისი მდგომარეობის დაკავების, თავდაცვის წინა ხაზის იერიშის დროს და თავდაცვთი ზღუდეების შესანარჩუნებლად. ამის მისაღწევად მოწინააღმდეგეს ცეცხლით დარტყმებს აყენებენ სხვადასხვა სახეობების იარაღით, ახორციელებენ კონტრმომზადებას, მტკიცედ იცავენ საკვანძო პოზიციებს და თავდაცვის რაიონებს, აწარმოებენ კონტრდარტყმებს (კონტრიერიშებს). თავდაცვის წარმოების ძირითადი ფორმები მთელი რიგი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებში არის თავდაცვითი ოპერაცია საომარი მოქმედების თეატრში; დაჯგუფების (არმიების ჯგუფის), არმიისა და კორპუსის თავდაცვითი ოპერაციები; დივიზიის, ბრიგადის, პოლკის, ბატალიონის ქვედანაყოფების თავდაცვა. ყველა თავდაცვითი ოპერაცია (საბრძოლო მოქმედებები) საერთო-საჯარისოა.

თავდაცვის მოწყობა მოიცავს: ჯარების (ძალების) დაჯგუფებას და მათ ოპერატიულ დაწყობას (საბრძოლო წყობას); თავდაცვითი ზღუდეების, ზოლების, პოზიციების სისტემას; მოწინააღმდეგის კომპლექსური ცეცხლით დაზიანების სისტემის (ცეცხლის სისტემის) ორგანიზაციას, ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო, დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების და საინჟინრო ღობურების შექმნას.

თავდაცვას განსაკუთრებულ პირობებში (ქალაქში, მთებში, უდაბნოებში, ტყიან და ჭაობიან ადგილებში ყინვაში, თოვლში და სხვა) დამახასიათებელი თავისებურებები აქვს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები