იორდანიშვილი სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Solomon iordanishvili.PNG|thumb|200პქ|წარწერის ტექსტი]]
+
[[ფაილი:Solomon iordanishvili.PNG|thumb|150პქ|წარწერის ტექსტი]]
 
'''სოლომონ იორდანიშვილი''' – (დ. 24 ოქტომბერი 1898, [[თელავი]], – 26 სექტემბერი 1953. [[თბილისი]]), ენათმეცნიერი – ლექსიკოლოგი, ლიტერატურის ისტორიკოსი-რუსთველოლოგი, მთარგმნელი.  
 
'''სოლომონ იორდანიშვილი''' – (დ. 24 ოქტომბერი 1898, [[თელავი]], – 26 სექტემბერი 1953. [[თბილისი]]), ენათმეცნიერი – ლექსიკოლოგი, ლიტერატურის ისტორიკოსი-რუსთველოლოგი, მთარგმნელი.  
  
ხაზი 6: ხაზი 6:
 
აღსანიშნავია იორდანიშვილის სიტყვასიტყვითი თარგმანები გერმანული („ნიბელუნგები“, 1934), ფრანგული („სიმღერა როლანდზე“, 1942), ინდური („[[რამაიანა]]“, 1943) [[ეპოსი]]ს ძეგლებისა; [[გურამიშვილი დავით|დ. გურამიშვილი]]ს თხზულებათა სიტყვასიტყვითი თარგმანი რუსულ ენაზე (1938), „[[ვისრამიანი]]ს“ რუსული თარგმანი (გამოიცა 1949, 1960, 1989).
 
აღსანიშნავია იორდანიშვილის სიტყვასიტყვითი თარგმანები გერმანული („ნიბელუნგები“, 1934), ფრანგული („სიმღერა როლანდზე“, 1942), ინდური („[[რამაიანა]]“, 1943) [[ეპოსი]]ს ძეგლებისა; [[გურამიშვილი დავით|დ. გურამიშვილი]]ს თხზულებათა სიტყვასიტყვითი თარგმანი რუსულ ენაზე (1938), „[[ვისრამიანი]]ს“ რუსული თარგმანი (გამოიცა 1949, 1960, 1989).
  
იორდანიშვილმა [[ბარამიძე არჩილი|ა. ბარამიძესთან]] ერთად მეცნიერულად გამოსცა დ. გურამიშვილის „[[დავითიანი]]“ (1931), რომელსაც [[ლექსიკონი]] დაურთო ([[ლეონიძე გოგლა|გ. ლეონიძე]]სთან ერთად), „შაჰნავაზიანი“ (1935), გ. ლეონიძისა და იორდანიშვილის რედაქციით, ლექსიკონი და საძიებელი შეადგინა იორდანიშვილმა. იორდანიშვილის რედაქციით, წინასიტყვაობითა და კომენტარებიო გამოიცა [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს თხზულებები: „სიბრძნე-სიცრუისას“ რუსული თარგმანი (1939) „მოგზაურობა ევროპაში“ (1940, დაურთო ლექსიკონიც) და „სიტყვის კონა“ (1949). გამოსცა ასევე [[ეზოპე]]ს [[იგავი|იგავები]] (1944), [[თეიმურაზ ბაგრატიონი (მწერალი)|თეიმურაზ ბატონიშვილი]]ს (ბაგრატიონი) ნაწარმოებები (1945, 1947, 1948), „მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა“ (1945), იმავე თეიმურაზ ბატონიშვილის „,წიგნსაცავი კატალოგი“ (1948) და [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]] „სამსახეობა რაინდისა“. იორდანიშვილმა სპეციალური წერილები და რეცენზიები მიუძღვნა [[ვაჟა-ფშაველა]]ს ლიტერატურული მემკვიდრეობის გამოცემისა და თარგმანის საკითხებს. 1930 გამოაქვეყნა სტატია „ვაჟას ენის შესახებ“ (დროშა, №13); რუსულიდან ქართულად თარგმნა [[დანიბეგაშვილი რაფიელ|რ. დანიბეგაშვილი]]ს „მოგზაურობა ინდოეთში“ (1950), დაურთო წინასიტყვაობა და დამატებანი შენიშვნებითურთ. [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანთან]] ერთად გამოსცა „რუსულ-ქართული ლექსიკონი“, ორტომეული (1931-35). 1930-35 მონაწილეობდა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. მისმა გამოკვლევამ „ქართული კომპოზიტების დაწერილობისათვის“ მრავალი სავალდებულო ფორმა შესძინა ქართულ ორთოგრაფიას (1934).
+
იორდანიშვილმა [[ბარამიძე არჩილი|ა. ბარამიძესთან]] ერთად მეცნიერულად გამოსცა დ. გურამიშვილის „[[დავითიანი]]“ (1931), რომელსაც [[ლექსიკონი]] დაურთო ([[ლეონიძე გოგლა|გ. ლეონიძე]]სთან ერთად), „შაჰნავაზიანი“ (1935), გ. ლეონიძისა და იორდანიშვილის რედაქციით, ლექსიკონი და საძიებელი შეადგინა იორდანიშვილმა. იორდანიშვილის რედაქციით, წინასიტყვაობითა და კომენტარებიო გამოიცა [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს თხზულებები: „სიბრძნე-სიცრუისას“ რუსული თარგმანი (1939) „მოგზაურობა ევროპაში“ (1940, დაურთო ლექსიკონიც) და „სიტყვის კონა“ (1949). გამოსცა ასევე [[ეზოპე]]ს [[იგავი|იგავები]] (1944), თეიმურაზ ბატონიშვილის (ბაგრატიონი) ნაწარმოებები (1945, 1947, 1948), „მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა“ (1945), იმავე თეიმურაზ ბატონიშვილის „,წიგნსაცავი კატალოგი“ (1948) და [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]] „სამსახეობა რაინდისა“. იორდანიშვილმა სპეციალური წერილები და რეცენზიები მიუძღვნა [[ვაჟა-ფშაველა]]ს ლიტერატურული მემკვიდრეობის გამოცემისა და თარგმანის საკითხებს. 1930 გამოაქვეყნა სტატია „ვაჟას ენის შესახებ“ (დროშა, №13); რუსულიდან ქართულად თარგმნა [[დანიბეგაშვილი რაფიელ|რ. დანიბეგაშვილი]]ს „მოგზაურობა ინდოეთში“ (1950), დაურთო წინასიტყვაობა და დამატებანი შენიშვნებითურთ. [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანთან]] ერთად გამოსცა „რუსულ-ქართული ლექსიკონი“, ორტომეული (1931-35). 1930-35 მონაწილეობდა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. მისმა გამოკვლევამ „ქართული კომპოზიტების დაწერილობისათვის“ მრავალი სავალდებულო ფორმა შესძინა ქართულ ორთოგრაფიას (1934).
  
 
''ლ. იორდანიშვილი''
 
''ლ. იორდანიშვილი''

მიმდინარე ცვლილება 12:09, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

სოლომონ იორდანიშვილი – (დ. 24 ოქტომბერი 1898, თელავი, – 26 სექტემბერი 1953. თბილისი), ენათმეცნიერი – ლექსიკოლოგი, ლიტერატურის ისტორიკოსი-რუსთველოლოგი, მთარგმნელი.

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1915 ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ ს. კაეშნიშვილის ფსევდონიმით. თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში როგორც რუსული ენიდან მთარგმნელი, 1919 მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში სამეცნიერო საბჭოს მდივნად. 1926 დაამთავრათსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი (საენათმეცნიერო განხრით), 1933 მიანიჭეს დოცენტის წოდება. 1935–38 მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურისა და რუსთველოლოგიაში. ასწავლიდა სანსკრიტს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე (1945), იყო ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი-მდივანი (1935–37), საენათმეცნიერო საზოგადოების, მწერალთა კავშირისა და სალიტერატურო ქართულის ნორმათა მომწესრიგებელი სახელმწიფო კომისიის წევრი. 1940-იდან – საქართველოს სსრ განსახკომის სამუზეუმო საქმეთა კონსულტანტი; 1945-იდან განაგებდა სამუზეუმო სექტორს, ამავე წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. 1945 მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ნაშრომისათვის „ვეფხისტყაოსნის ბალმონტისმიერი რუსული თარგმანი“ (ცალკე წიგნად დაიბეჭდა 1964). იორდანიშვილმა მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებსა და ტექსტის დადგენის საკითხებს. საგანგებო წერილით არკვევდა ვეფხისტყაოსნის ევროპულ ენებზე თარგმანების ავკარგიანობას – განხილული აქვს ფრანგული (მ. ბროსე, ი. მეუნარგია), გერმანული (ა. ლაისტი), ინგლისური (მ. უორდროპი), პოლონური (ს. ლაფჩინსკი) უნგრული (ბ. ვიკარი) თარგმანები; შეისწავლა ვეფხისტყაოსნის ბაჟანისეული თარგმანი უკრაინულ ენაზე და მ. შავლოხოვისეული ოსური თარგმანი. მის მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნის რუსული პწკარედი (1933, გამოქვეყნდა 1966) ლათინური ტრანსკრიფციითა და ყოველი ტაეპის პროზაული თარგმანით საფუძვლად დაედო პოემის მხატვრულ თარგმანებს რუსულ და უცხოურ ენებზე. 1938 ე. ორბელიანთან ერთად ფრანგულად თარგმნა ვეფხისტყაოსანი (გამოქვეყნდა 1977). 1938 მოსკოვში გამოვიდა ვეფხისტყაოსნის მ. უორდროპისეული თარგმანი ე. ორბელიანისა და იორდანიშვილის მიერ შევსებული, მათივე რედაქციით. 1948 გამოაქვეყნა პოემის ჩანართ-დანართი სტროფები.

აღსანიშნავია იორდანიშვილის სიტყვასიტყვითი თარგმანები გერმანული („ნიბელუნგები“, 1934), ფრანგული („სიმღერა როლანდზე“, 1942), ინდური („რამაიანა“, 1943) ეპოსის ძეგლებისა; დ. გურამიშვილის თხზულებათა სიტყვასიტყვითი თარგმანი რუსულ ენაზე (1938), „ვისრამიანის“ რუსული თარგმანი (გამოიცა 1949, 1960, 1989).

იორდანიშვილმა ა. ბარამიძესთან ერთად მეცნიერულად გამოსცა დ. გურამიშვილის „დავითიანი“ (1931), რომელსაც ლექსიკონი დაურთო (გ. ლეონიძესთან ერთად), „შაჰნავაზიანი“ (1935), გ. ლეონიძისა და იორდანიშვილის რედაქციით, ლექსიკონი და საძიებელი შეადგინა იორდანიშვილმა. იორდანიშვილის რედაქციით, წინასიტყვაობითა და კომენტარებიო გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის თხზულებები: „სიბრძნე-სიცრუისას“ რუსული თარგმანი (1939) „მოგზაურობა ევროპაში“ (1940, დაურთო ლექსიკონიც) და „სიტყვის კონა“ (1949). გამოსცა ასევე ეზოპეს იგავები (1944), თეიმურაზ ბატონიშვილის (ბაგრატიონი) ნაწარმოებები (1945, 1947, 1948), „მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა“ (1945), იმავე თეიმურაზ ბატონიშვილის „,წიგნსაცავი კატალოგი“ (1948) და პიესა „სამსახეობა რაინდისა“. იორდანიშვილმა სპეციალური წერილები და რეცენზიები მიუძღვნა ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობის გამოცემისა და თარგმანის საკითხებს. 1930 გამოაქვეყნა სტატია „ვაჟას ენის შესახებ“ (დროშა, №13); რუსულიდან ქართულად თარგმნა რ. დანიბეგაშვილის „მოგზაურობა ინდოეთში“ (1950), დაურთო წინასიტყვაობა და დამატებანი შენიშვნებითურთ. გ. ახვლედიანთან ერთად გამოსცა „რუსულ-ქართული ლექსიკონი“, ორტომეული (1931-35). 1930-35 მონაწილეობდა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. მისმა გამოკვლევამ „ქართული კომპოზიტების დაწერილობისათვის“ მრავალი სავალდებულო ფორმა შესძინა ქართულ ორთოგრაფიას (1934).

ლ. იორდანიშვილი


[რედაქტირება] თხზულებები

  • ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან (შეადგინა შ. ძიძიგურმა), თბ., 1953 (მეორე გამოცემა 1964).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ყიფშიძე ი. სოლომონ იორდანიშვილი რედაქტორ-გამომცემელი. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 198). №2:
  • გრიგოლაშვილი ლ., ს. იორდანიშვილი – ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, თბ. 1986.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები