ლიტურგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ლიტურგია''' - (ეტიმ. ბერძ. léiton érgon „საზოგადო საქმე“)
+
'''ლიტურგია''' - (ეტიმ. ბერძ. léiton érgon „საზოგადო საქმე“) როცა [[ეკლესია]], რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს „შეკრებას“, ერთად იკრიბება ღვთისმსახურებაზე, როგორც ღვთის ერი, ამას ჰქვია — ლიტურგია. სიტყვა „ლიტურგია“ ნიშნავს ერთობლივ საქმეს ან ადამიანთა ჯგუფის მოქმედებას, აღსრულებულს ყველას სასიკეთოდ. ამრიგად, ქრისტიანული ეკლესიის საღვთო ლიტურგია არის ღმერთისა და მისი ერის ერთობლივი მოქმედება.
  
კლასიკურ ბერძნულ საზოგადოებაში ლიტურგია ეწოდებოდა [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] ან [[ღმერთი|ღმრთაებისათვის]] („რელიგიური მსახურება“) შესრულებულ მეტ-ნაკლებად სავალდებულო ნებისმიერ „მსახურებას“. სეპტუაგინტაში ეს ტერმინი მღვდელმსახურთა მიერ ტაძარში წმიდა წესის აღსრულებას, [[ახალი აღთქმა|ახალ აღთქმაში]] კი [[ქრისტე|ქრისტეს]], მარადიული მღვდელმსახურის მსახურებას აღნიშნავს. IV  საუკუნიდან ლიტურგია უმაღლეს საკულტო მსახურებას, წირვა ეწოდება.  
+
[[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] ღვთისმსახურება ტარდება [[იერუსალიმი – როგორც რელიგიის წმინდა ქალაქი|იერუსალიმში]] მოსეს სჯულის მიხედვით და იგი თავის თავში მოიცავდა [[დღესასწაული|დღესასწაულებს]], [[მარხვა|მარხვებს]], კერძო [[ლოცვა|ლოცვებსა]] და მსახურებებს, რომლებსაც იუდეველები აღასრულებდნენ თავიანთ სახლებსა და [[სინაგოგა|სინაგოგებში]]. სიტყვა „სინაგოგა“ ნიშნავს „შესაკრებელ სახლს“; სინაგოგები არ არის ტაძარი, რადგან სჯულის მიხედვით, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ტაძარი, იერუსალიმში, სადაც ღვთისმსახურებას აღავლენდნენ მღვდლები, ხოლო სინაგოგებში იუდეველები იკრიბებოდნენ ლოცვისთვის, [[წმინდა წერილი]]ს შესასწავლად, უფლის სიტყვის საქადაგებლად და მასზე ფიქრისთვის.
  
შუა საუკუნეებში ლიტურგიის ცალკეულ სინონიმებს ენიჭებოდა უპირატესობა, როგორებიცაა, მაგალითად, „ოფიციუმი“, „[[კულტი]]“, „ფუნქცია“, „[[რიტუალი]]და სხვ. ლიტურგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო IV-V საუკუნეები, ამ დროს დაიწყო ჩამოყალიბება როგორც საიდუმლოთა ლიტურგიამ, ისე ჟამთა კანონიზაციამ (წელიწადი და დღის საათები), საჯარო [[ლოცვა|ლოცვის]] მეშვეობით. ამავე დროს, ჩამოყალიბდა სხვადასხვა წესიც: აღმოსავლეთში – კოპტური, ეთიოპიური, სომხური, ხოლო დასავლეთში – აბროსისეული, მოზარაბიკული, გალიური წესები. ლიტურგიულ მსახურებას ფორმულართა მეშვეობით ასრულებდნენ (ლეონისეული, გელასესეული, გრიგოლისეული...).  
+
ქრისტიანულმა ეკლესიამ კი არ უარყო ძველი აღთქმის ღვთისმსახურება, არამედ იგი ჩართო ახალ, მარადიულ პერსპექტივაში. ეკლესია ძველი აღთქმის ლოცვებს, წიგნებსა და [[ფსალმუნნი|ფსალმუნებს]] ხედავს [[ქრისტე|ქრისტეს]] თვალთახედვით. ქრისტეს ხორცისა და სისხლის მსხვერპლმა შეცვალა მსხვერპლშეწირვა ძველი აღთქმის ტაძარში, ხოლო „საუფლო დღემ“ – კვირამ ჩაანაცვლა ებრაული შაბათი. ასევე, ახალი მნიშვნელობა შეიძინა ებრაულმა დღესასწაულებმა; მაგალითად, მთავარი დღესასწაული – [[პასექი]] გახდა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის დღესასწაული; [[ერგასობა|ერგასობის]] დღესასწაული იქცა სულიწმინდის (რომელიც აღასრულებს ძველი აღთქმის სჯულს) გარდამოსვლის დღესასწაულად... ამგვარად, მთელი ქრისტიანული ლიტურგიკული წელი აგებულია ძველი აღთქმის ლიტურგიკული ციკლის მიხედვით.  
  
==== ლიტურგია მართლმადიდებელ ეკლესიაში ====
+
ეკლესიამ განავითარა ძველი აღთქმის ღვთისმსახურებიდან აღმოცენებული თავისი საიდუმლოებების განსაკუთრებული ქრისტიანული ფორმები – [[ნათლისღება]] წმინდა [[სამება|სამების]] სახელით, მირონცხება, [[ზიარება]], ქორწინება, სინანული, ზეთისცხება და მღვდელთა ხელდასხმა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში შეიქმნა ნამდვილი და უშრეტელი საგანძური საკუთრივ ქრისტიანული ლოცვებისა, კურთხევების, ქრისტიანული დღესასწაულების, [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] მოვლენებისა და წმინდანთა ღვაწლის მოგონებისა.
მართლმადიდებელ [[ეკლესია|ეკლესიაში]] როცა ღვთისადმი აღევლინება მსახურება, ეს არის სწორედ ხალხისა და ხალხისადმი აღვლენილი მსახურება, რადგანაც მსახურების შეწევნა სწორედ ხალხს სჭირდება, რომელიც ღვთისაგან მოდის. არსებობს სამი სახის ლიტურგია:
+
  
:1. კვეთა;
+
ასე ერთიანდება ერთ მთლიანობად საეკლესიო ღვთისმსახურებაში წმინდა წერილი და [[წმინდა გარდამოცემა]] და ასე, ლოცვისა და ღვთისმსახურების საშუალებით, ადამიანები „ღმრთის სწავლულ“ იქნებიან, როცა [[მესია]] მოვა, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველ ესაიას მიერ (იოანე, 6:45)
:2. კათაკმეველთა ლიტურგია;
+
:3. მართალთა ლიტურგია.
+
  
კვეთა ეწოდება ლიტურგიის პირველ ნაწილს, რომლის დროსაც მზადდება მასალა წმ. საიდუმლოს შესასრულებლად. მას პროსკომიდიასაც უწოდებენ, რაც ბერძნულად ნიშნავს მოტანას, რადგანაც ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან მოჰქონდათ პური და ღვინო ზიარებისათვის. კათაკმეველთა ლიტურგიის დროს კათაკმეველებს აქვთ უფლება დაესწრონ წირვას. კათაკმეველთა ლიტურგია არის წირვის სწავლა-მოძღვრებითი ნაწილი.
+
ცოცხალ ლიტურგიკულ გამოცდილებას ავსებს თვით მსახურებათა ტექსტები, – გალობანი, კურთხევანი, ლოცვანი და წეს-განგებანი, რომლებიც ეკლესიის სწავლა-მოძღვრების სარწმუნო წერილობითი წყაროებია. ეკლესიის აზრით, ისინი არ შეიცავს შეცდომებსა და რწმენის დამახინჯებას. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლოა, იქ დაცული ზოგიერთი ისტორიული ცნობა შეიძლება იყოს უზუსტო ან სიმბოლური, მაგრამ ეს არ ცვლის საქმის არსს. ეკლესიას მტკიცედ სწამს, რომ მათი საღვთისმეტყველო და სულიერი არსი ნამდვილი და ჭეშმარიტია.
  
წლის განმავლობაში აღესრულება სამი სახის ლიტუგია: წმ. იოანე ოქროპირის, წმ. ბასილი დიდისა და წმ. გრიგოლ დიოლოღოსისა (ანუ პირველშეწირულისა). წმ. ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება წელიწადში ათჯერ: დიდმარხვის I, II, III, IV და V კვირას, დიდ ხუთშაბათს, დიდ შაბათს, 1 (14) იანვარს (წმ. ბასილი დიდის ხსენების დღეს), ქრისტეშობას ან მის წინა დღეს, ნათლისღებას ან მის წინა დღეს. წმ. გრიგოლი დიოლოღოსის ლიტურგია აღესრულება დიდი მარხვის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, ვნების კვირის ([[აღდგომა|აღდგომის]] წინა კვირა) ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს  დამთხვეულ დღესასწაულებზე, წელიწადის ყველა დანარჩენ დღეებში აღესრულება წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია.
 
  
==== ლიტურგია კათოლიკურ ეკლესიაში ====
+
==წყარო==
ტრიდენტის კრების შემდეგ გამოქვეყნებული ლოცვანი, კონდაკი, სამღვდელმთავრო კონდაკი და რომის საწესო დაედო საფუძვლად რომაულ ცერემონიალს.
+
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
 
+
ვატიკანის II კრებამ ლიტურგიასა და მის რეფორმას მიუძღვნა დადგენილება Sacrosanctum concilium (1963) და განსაზღვრა ლიტურგია, როგორც წმიდა ქმედება, რომლის მეშვეობითაც წესის აღსრულებით ეკლესიაში და ეკლესიის მეოხებით აღსრულდება და გრძელდება ქრისტეს მღვდელმსახურება, ანუ ადამიანთა განწმედა და ღმრთის განდიდება. კრების მომდევნო წლებში ამ დადგენილებამ ახალი ლიტურგიული წიგნების გამოქვეყნება განაპირობა. მათ შორისაა მესის წესი:
+
* ზოგადი დადგენილება რომის წესისათვის (1969),
+
* სამღვდელმსახურებო ხელდასხმის წესი (1968),
+
* ბავშვთა მონათვლის წესი (1969),
+
* მირონცხების წესი (1971),
+
* სნეულთა ცხების წესი (1972),
+
* მონანიების წესი (1974)
+
 
+
== წყარო ==
+
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“.
+
  
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ღვთისმსახურება]]
 
[[კატეგორია:ღვთისმსახურება]]

17:32, 22 აგვისტო 2019-ის ვერსია

ლიტურგია - (ეტიმ. ბერძ. léiton érgon „საზოგადო საქმე“) როცა ეკლესია, რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს „შეკრებას“, ერთად იკრიბება ღვთისმსახურებაზე, როგორც ღვთის ერი, ამას ჰქვია — ლიტურგია. სიტყვა „ლიტურგია“ ნიშნავს ერთობლივ საქმეს ან ადამიანთა ჯგუფის მოქმედებას, აღსრულებულს ყველას სასიკეთოდ. ამრიგად, ქრისტიანული ეკლესიის საღვთო ლიტურგია არის ღმერთისა და მისი ერის ერთობლივი მოქმედება.

ძველი აღთქმის ღვთისმსახურება ტარდება იერუსალიმში მოსეს სჯულის მიხედვით და იგი თავის თავში მოიცავდა დღესასწაულებს, მარხვებს, კერძო ლოცვებსა და მსახურებებს, რომლებსაც იუდეველები აღასრულებდნენ თავიანთ სახლებსა და სინაგოგებში. სიტყვა „სინაგოგა“ ნიშნავს „შესაკრებელ სახლს“; სინაგოგები არ არის ტაძარი, რადგან სჯულის მიხედვით, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ტაძარი, იერუსალიმში, სადაც ღვთისმსახურებას აღავლენდნენ მღვდლები, ხოლო სინაგოგებში იუდეველები იკრიბებოდნენ ლოცვისთვის, წმინდა წერილის შესასწავლად, უფლის სიტყვის საქადაგებლად და მასზე ფიქრისთვის.

ქრისტიანულმა ეკლესიამ კი არ უარყო ძველი აღთქმის ღვთისმსახურება, არამედ იგი ჩართო ახალ, მარადიულ პერსპექტივაში. ეკლესია ძველი აღთქმის ლოცვებს, წიგნებსა და ფსალმუნებს ხედავს ქრისტეს თვალთახედვით. ქრისტეს ხორცისა და სისხლის მსხვერპლმა შეცვალა მსხვერპლშეწირვა ძველი აღთქმის ტაძარში, ხოლო „საუფლო დღემ“ – კვირამ ჩაანაცვლა ებრაული შაბათი. ასევე, ახალი მნიშვნელობა შეიძინა ებრაულმა დღესასწაულებმა; მაგალითად, მთავარი დღესასწაული – პასექი გახდა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის დღესასწაული; ერგასობის დღესასწაული იქცა სულიწმინდის (რომელიც აღასრულებს ძველი აღთქმის სჯულს) გარდამოსვლის დღესასწაულად... ამგვარად, მთელი ქრისტიანული ლიტურგიკული წელი აგებულია ძველი აღთქმის ლიტურგიკული ციკლის მიხედვით.

ეკლესიამ განავითარა ძველი აღთქმის ღვთისმსახურებიდან აღმოცენებული თავისი საიდუმლოებების განსაკუთრებული ქრისტიანული ფორმები – ნათლისღება წმინდა სამების სახელით, მირონცხება, ზიარება, ქორწინება, სინანული, ზეთისცხება და მღვდელთა ხელდასხმა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში შეიქმნა ნამდვილი და უშრეტელი საგანძური საკუთრივ ქრისტიანული ლოცვებისა, კურთხევების, ქრისტიანული დღესასწაულების, ახალი აღთქმის მოვლენებისა და წმინდანთა ღვაწლის მოგონებისა.

ასე ერთიანდება ერთ მთლიანობად საეკლესიო ღვთისმსახურებაში წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა და ასე, ლოცვისა და ღვთისმსახურების საშუალებით, ადამიანები „ღმრთის სწავლულ“ იქნებიან, როცა მესია მოვა, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველ ესაიას მიერ (იოანე, 6:45)

ცოცხალ ლიტურგიკულ გამოცდილებას ავსებს თვით მსახურებათა ტექსტები, – გალობანი, კურთხევანი, ლოცვანი და წეს-განგებანი, რომლებიც ეკლესიის სწავლა-მოძღვრების სარწმუნო წერილობითი წყაროებია. ეკლესიის აზრით, ისინი არ შეიცავს შეცდომებსა და რწმენის დამახინჯებას. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლოა, იქ დაცული ზოგიერთი ისტორიული ცნობა შეიძლება იყოს უზუსტო ან სიმბოლური, მაგრამ ეს არ ცვლის საქმის არსს. ეკლესიას მტკიცედ სწამს, რომ მათი საღვთისმეტყველო და სულიერი არსი ნამდვილი და ჭეშმარიტია.


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები