მხარგრძელი ავაგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 5: ხაზი 5:
 
ურდოში საქართველოს ათაბაგ-ამირსპასალარის ხანგძლივი ყოფნის პერიოდში ავაგს ამირსპასალარის მოვალეობის შესრულება თავისი ბიძაშვილის, ამ სახელოს კანონიერი მემკვიდრის, [[ზაქარია (II) მხარგრძელი|ზაქარია (II) მხარგრძელის]] ძისათვის, [[მანდატურთუხუცესი|მანდატურთუხუცეს]] შანშესათვის გადაუცია. ამას ადასტურებს ორომოსის 1246 წ-ის და ანისის სომხურ წარწერებში შანშეს მოხსენიება „სპასალარად“ და „სპარაპეტად“. ავაგის უმემკვიდროდ გარდაცვალების შედეგად ამირსპასალარის სახელო შანშეს სახლს დარჩა.  
 
ურდოში საქართველოს ათაბაგ-ამირსპასალარის ხანგძლივი ყოფნის პერიოდში ავაგს ამირსპასალარის მოვალეობის შესრულება თავისი ბიძაშვილის, ამ სახელოს კანონიერი მემკვიდრის, [[ზაქარია (II) მხარგრძელი|ზაქარია (II) მხარგრძელის]] ძისათვის, [[მანდატურთუხუცესი|მანდატურთუხუცეს]] შანშესათვის გადაუცია. ამას ადასტურებს ორომოსის 1246 წ-ის და ანისის სომხურ წარწერებში შანშეს მოხსენიება „სპასალარად“ და „სპარაპეტად“. ავაგის უმემკვიდროდ გარდაცვალების შედეგად ამირსპასალარის სახელო შანშეს სახლს დარჩა.  
  
მონღოლთა შემოსევების დროს ავაგ ათაბაგი კაენის ციხეში იყო გამაგრებული, სადაც მას მონღოლმა ნოინებმა „ოქროს საფიცარი“ – უვნებლობის პირობა გაუგზავნეს. როდესაც რუსუდანმა მონღოლებთან დაზავება გადაწყვიტა, სწორედ ავაგ ათაბაგი გაგზავნა ბარდავში საზავო მოლაპარაკებების საწარმოებლად. აქიდან იგი ხლათის სულტანთან ერთად ჩაღათა ნოინმა ბათუ ყაენთან გაგზავნა, შემდეგ ყარაყორუმს მანგუ ყაენთან მოუწია ჩასვლა, სადაც იგი დავით რუსუდანის ძესთან ერთად ხუთ წელიწადს იმყოფებოდა. აქ დახვდა იგი დავით ლაშას ძეს და მის თანმხლებ დიდებულებს. ავაგ ათაბაგი პირველი იყო [[ქართველები|ქართველ]] დიდებულთაგან, ვინც მონღოლთა უზარმაზარ იმპერიაში იმოგზაურა. სანამ ყარაყორუმში ჩასულ ქართველთ დიდებულთა შორის სამეფო კანდიდატურაზე ცილობა გრძელდებოდა, ათაბაგი ავაგი საქართველოში გამოუშვეს. მას შესაფერი პატივით შეეგებნენ ქართველი დიდებულები. მათ შორის იყო ეგარსლან ბაკურციხელი, მონღოლთაგან დიდად აღზევებული პირი. მეტისმეტად „განლაღებულმა“ ეგარსლანმა დაარღვია ეტიკეტი – ცხენიდან არ ჩამოქვეითებულა ათაბაგის წინაშე. განრისხებულმა ავაგმა გათავხედებულ „ყმას“ თავზე [[მათრახი]] გადაუჭირა და მისთვის პატივის აყრა ბრძანა. ეგარსლანი ცხენიდან ჩამოაგდეს და საპატიო სამოსი გახადეს. მონღოლთა მიერ ტახტზე ორი დავითის ერთდროულად დამტკიცებამ ქართველი დიდებულები ორ ბანაკად გაყო. ავაგ ათაბაგი დავით ნარინის მომხრეთა შორის დარჩა.  
+
მონღოლთა შემოსევების დროს ავაგ ათაბაგი კაენის ციხეში იყო გამაგრებული, სადაც მას მონღოლმა ნოინებმა „ოქროს საფიცარი“ – უვნებლობის პირობა გაუგზავნეს. როდესაც რუსუდანმა მონღოლებთან [[დაზავება]] გადაწყვიტა, სწორედ ავაგ ათაბაგი გაგზავნა ბარდავში საზავო მოლაპარაკებების საწარმოებლად. აქიდან იგი ხლათის სულტანთან ერთად ჩაღათა ნოინმა ბათუ ყაენთან გაგზავნა, შემდეგ ყარაყორუმს მანგუ ყაენთან მოუწია ჩასვლა, სადაც იგი დავით რუსუდანის ძესთან ერთად ხუთ წელიწადს იმყოფებოდა. აქ დახვდა იგი დავით ლაშას ძეს და მის თანმხლებ დიდებულებს. ავაგ ათაბაგი პირველი იყო [[ქართველები|ქართველ]] დიდებულთაგან, ვინც მონღოლთა უზარმაზარ იმპერიაში იმოგზაურა. სანამ ყარაყორუმში ჩასულ ქართველთ დიდებულთა შორის სამეფო კანდიდატურაზე ცილობა გრძელდებოდა, ათაბაგი ავაგი საქართველოში გამოუშვეს. მას შესაფერი პატივით შეეგებნენ ქართველი დიდებულები. მათ შორის იყო ეგარსლან ბაკურციხელი, მონღოლთაგან დიდად აღზევებული პირი. მეტისმეტად „განლაღებულმა“ ეგარსლანმა დაარღვია ეტიკეტი – ცხენიდან არ ჩამოქვეითებულა ათაბაგის წინაშე. განრისხებულმა ავაგმა გათავხედებულ „ყმას“ თავზე [[მათრახი]] გადაუჭირა და მისთვის პატივის აყრა ბრძანა. ეგარსლანი ცხენიდან ჩამოაგდეს და საპატიო სამოსი გახადეს. მონღოლთა მიერ ტახტზე ორი დავითის ერთდროულად დამტკიცებამ ქართველი დიდებულები ორ ბანაკად გაყო. ავაგ ათაბაგი დავით ნარინის მომხრეთა შორის დარჩა.  
  
 
ავაგი დაქორწინებული იყო [[რაჭის ერისთავი|რაჭის ერისთავ]] კახაბერისძის ასულ გვანცაზე, რომელზედაც ავაგის გარდაცვალების შემდეგ დავით ულუმ იქორწინა, ხოლო ავაგის მამული მეფემ მის ასულ ხვაშაქს დაუმტკიცა. ავაგის გარდაცვალების (1245) შემდეგ ათაბაგის სახელო კარგა ხანს არავიზე არ გაცემულა, რადგან სამეფო ხელისუფლება, როგორც ჩანს ცდილობდა  ათაბაგ-ამირსპასალარის თანამდებობათა ერთმანეთისგან განცალკევებას.  
 
ავაგი დაქორწინებული იყო [[რაჭის ერისთავი|რაჭის ერისთავ]] კახაბერისძის ასულ გვანცაზე, რომელზედაც ავაგის გარდაცვალების შემდეგ დავით ულუმ იქორწინა, ხოლო ავაგის მამული მეფემ მის ასულ ხვაშაქს დაუმტკიცა. ავაგის გარდაცვალების (1245) შემდეგ ათაბაგის სახელო კარგა ხანს არავიზე არ გაცემულა, რადგან სამეფო ხელისუფლება, როგორც ჩანს ცდილობდა  ათაბაგ-ამირსპასალარის თანამდებობათა ერთმანეთისგან განცალკევებას.  

12:38, 20 ნოემბერი 2017-ის ვერსია

ქ. ამის ღ(მრ)თისა სწორთაგან დამტკი ცებულისა მოწამე ვარ და დაწერილისა დამამტკიცებე ლი ავაგ ათაბაგი და ამირსპასალარი. სეა, ფ. 1448-9253, [1241] წ. დაწერილი ქართლის კათალიკოს მიქაელისა ვაჩე გუარამისძისადმი.

ავაგ მხარგრძელიივანეს ათაბაგის ძე, ამირსპასალარი და ათაბაგი 1227-1250 წწ-ში; “ვაზირთუხუცესი“, საქართველოს უპირველესი მოხელე. ხანგრძლივად (ხუთი წელი) იმყოფებოდა ურდოში რუსუდან მეფის დავალებით. ამ დროის განმავლობაში ამირსპასალარის მოვალეობას ასრულებდა ავაგის ბიძაშვილი, ზაქარია ამირსპასალარის ძე და ამ სახელოს მემკვიდრე შანშე (I), რასაც ადასტურებს 1246 წ-ის ორომოსის და ანისის სომხურ წარწერებში მისი მოხსენიება “სპასალარად” და “სპარაპეტად“. ავაგის უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემდგომ ამირსპასალარის სახელო შანშე (I)-ის სახლში გადავიდა და იგი შანშეს ძემ ზაქარიამ დაიკავა.

ურდოში საქართველოს ათაბაგ-ამირსპასალარის ხანგძლივი ყოფნის პერიოდში ავაგს ამირსპასალარის მოვალეობის შესრულება თავისი ბიძაშვილის, ამ სახელოს კანონიერი მემკვიდრის, ზაქარია (II) მხარგრძელის ძისათვის, მანდატურთუხუცეს შანშესათვის გადაუცია. ამას ადასტურებს ორომოსის 1246 წ-ის და ანისის სომხურ წარწერებში შანშეს მოხსენიება „სპასალარად“ და „სპარაპეტად“. ავაგის უმემკვიდროდ გარდაცვალების შედეგად ამირსპასალარის სახელო შანშეს სახლს დარჩა.

მონღოლთა შემოსევების დროს ავაგ ათაბაგი კაენის ციხეში იყო გამაგრებული, სადაც მას მონღოლმა ნოინებმა „ოქროს საფიცარი“ – უვნებლობის პირობა გაუგზავნეს. როდესაც რუსუდანმა მონღოლებთან დაზავება გადაწყვიტა, სწორედ ავაგ ათაბაგი გაგზავნა ბარდავში საზავო მოლაპარაკებების საწარმოებლად. აქიდან იგი ხლათის სულტანთან ერთად ჩაღათა ნოინმა ბათუ ყაენთან გაგზავნა, შემდეგ ყარაყორუმს მანგუ ყაენთან მოუწია ჩასვლა, სადაც იგი დავით რუსუდანის ძესთან ერთად ხუთ წელიწადს იმყოფებოდა. აქ დახვდა იგი დავით ლაშას ძეს და მის თანმხლებ დიდებულებს. ავაგ ათაბაგი პირველი იყო ქართველ დიდებულთაგან, ვინც მონღოლთა უზარმაზარ იმპერიაში იმოგზაურა. სანამ ყარაყორუმში ჩასულ ქართველთ დიდებულთა შორის სამეფო კანდიდატურაზე ცილობა გრძელდებოდა, ათაბაგი ავაგი საქართველოში გამოუშვეს. მას შესაფერი პატივით შეეგებნენ ქართველი დიდებულები. მათ შორის იყო ეგარსლან ბაკურციხელი, მონღოლთაგან დიდად აღზევებული პირი. მეტისმეტად „განლაღებულმა“ ეგარსლანმა დაარღვია ეტიკეტი – ცხენიდან არ ჩამოქვეითებულა ათაბაგის წინაშე. განრისხებულმა ავაგმა გათავხედებულ „ყმას“ თავზე მათრახი გადაუჭირა და მისთვის პატივის აყრა ბრძანა. ეგარსლანი ცხენიდან ჩამოაგდეს და საპატიო სამოსი გახადეს. მონღოლთა მიერ ტახტზე ორი დავითის ერთდროულად დამტკიცებამ ქართველი დიდებულები ორ ბანაკად გაყო. ავაგ ათაბაგი დავით ნარინის მომხრეთა შორის დარჩა.

ავაგი დაქორწინებული იყო რაჭის ერისთავ კახაბერისძის ასულ გვანცაზე, რომელზედაც ავაგის გარდაცვალების შემდეგ დავით ულუმ იქორწინა, ხოლო ავაგის მამული მეფემ მის ასულ ხვაშაქს დაუმტკიცა. ავაგის გარდაცვალების (1245) შემდეგ ათაბაგის სახელო კარგა ხანს არავიზე არ გაცემულა, რადგან სამეფო ხელისუფლება, როგორც ჩანს ცდილობდა ათაბაგ-ამირსპასალარის თანამდებობათა ერთმანეთისგან განცალკევებას.


წყაროები და ლიტერატურა

ჟამთააღმწერელი 1959: 171-172, 187, 189-197, 225, 227, 243. მესხია 1979: 312-313, 316. ბერძენიშვილი 1966ა: 74-113.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები