ნეკრესის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ნეკრესის მონასტერი''' − (ინგლ. Nekresi), ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლი – IV-VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი [[კახეთი|კახეთში]]. მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე, ნეკრესის მთაზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: სამლოცველო (IV ს.), სამეკლესიანი ბაზილიკა (VII ს.), გუმბათიანი ეკლესია (VIII-IX ს.), საეპისკოპოსო სასახლე (IX ს.), [[კოშკი]] (XVI ს.), [[მარანი]], სატარაპეზო, [[სენაკი|სენაკები]], მცირე სამლოცველოები და სხვა [[დამხმარე ნაგებობა|დამხმარე ნაგებობები]].
 
'''ნეკრესის მონასტერი''' − (ინგლ. Nekresi), ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლი – IV-VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი [[კახეთი|კახეთში]]. მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე, ნეკრესის მთაზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: სამლოცველო (IV ს.), სამეკლესიანი ბაზილიკა (VII ს.), გუმბათიანი ეკლესია (VIII-IX ს.), საეპისკოპოსო სასახლე (IX ს.), [[კოშკი]] (XVI ს.), [[მარანი]], სატარაპეზო, [[სენაკი|სენაკები]], მცირე სამლოცველოები და სხვა [[დამხმარე ნაგებობა|დამხმარე ნაგებობები]].
  
[[საქართველო]]ში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] ([[ქართლის გაქრისტიანება]]) შემოსვლის შემდეგ, IV საუკუნის 60-70-იან წლებში, პირველი [[ქართველები|ქართველი]] ქრისტიანი [[მირიან მეფე|მეფის მირიანის]] შვილიშვილმა მეფე  მირდატმა, (მითრიდატე V), სწორედ აქ, ნეკრესის მთაზე ააგო ეკლესია, რომელიც ახლანდელი სოფ. შილდასთან გადაშლილ ვაკეზე გაშენებულ ძველთაძველ ნაქალაქარს (მეფე [[ფარნაჯომი]]ს მიერ ძვ. წ. II–I საუკუნეებში დაარსებული ქ. ნეკრესი) გვირგვინივით თავს ედგა და ქრისტიანობის [[წარმართობა]]ზე უპირატესობის [[სიმბოლო]]ს წარმოადგენდა.
+
[[საქართველო]]ში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] ([[ქართლის გაქრისტიანება]]) შემოსვლის შემდეგ, IV საუკუნის 60-70-იან წლებში, პირველი [[ქართველები|ქართველი]] ქრისტიანი მეფის [[მირიან III|მირიანის]] შვილიშვილმა მეფე  მირდატმა, (მითრიდატე V), სწორედ აქ, ნეკრესის მთაზე ააგო ეკლესია, რომელიც ახლანდელი სოფ. შილდასთან გადაშლილ ვაკეზე გაშენებულ ძველთაძველ ნაქალაქარს (მეფე [[ფარნაჯომი]]ს მიერ ძვ. წ. II–I საუკუნეებში დაარსებული ქ. ნეკრესი) გვირგვინივით თავს ედგა და ქრისტიანობის [[წარმართობა]]ზე უპირატესობის [[სიმბოლო]]ს წარმოადგენდა.
  
 
====აღწერილობა====
 
====აღწერილობა====

მიმდინარე ცვლილება 14:44, 11 აპრილი 2024 მდგომარეობით

ნეკრესის მონასტერი

ნეკრესის მონასტერი − (ინგლ. Nekresi), ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლი – IV-VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კახეთში. მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე, ნეკრესის მთაზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: სამლოცველო (IV ს.), სამეკლესიანი ბაზილიკა (VII ს.), გუმბათიანი ეკლესია (VIII-IX ს.), საეპისკოპოსო სასახლე (IX ს.), კოშკი (XVI ს.), მარანი, სატარაპეზო, სენაკები, მცირე სამლოცველოები და სხვა დამხმარე ნაგებობები.

საქართველოში ქრისტიანობის (ქართლის გაქრისტიანება) შემოსვლის შემდეგ, IV საუკუნის 60-70-იან წლებში, პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანის შვილიშვილმა მეფე მირდატმა, (მითრიდატე V), სწორედ აქ, ნეკრესის მთაზე ააგო ეკლესია, რომელიც ახლანდელი სოფ. შილდასთან გადაშლილ ვაკეზე გაშენებულ ძველთაძველ ნაქალაქარს (მეფე ფარნაჯომის მიერ ძვ. წ. II–I საუკუნეებში დაარსებული ქ. ნეკრესი) გვირგვინივით თავს ედგა და ქრისტიანობის წარმართობაზე უპირატესობის სიმბოლოს წარმოადგენდა.

სარჩევი

[რედაქტირება] აღწერილობა

[რედაქტირება] მცირე ზომის სამლოცველო

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის სამლოცველო ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან. ეკლესია, გეგმაში ზომებით 4,6×3,8 მ, მსგავსად ამ რეგიონის სხვა ძეგლებისა, ნაგებია ფლეთილი ქვით და დგას საგანგებოდ შექმნილ საყრდენზე (სუბსტრუქციაზე), რომელშიც კრიპტაა (საძვალე) მოწყობილი. ეს მცირე თავისებური ნაგებობა გარეთა სივრცისკენ თაღებით იხსნება. ეკლესიის ცენტრალური ნავი ძალიან ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით მთავრდება. ასევე ნალისებრია ფართო ფორმის თაღები, რომლითაც ცენტრალური ნავი გვერდითებს უკავშირდება. მკაფიოდ გამოვლენილი ნალი, ქართული ხუროთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ადრეული ფორმა, არაერთგზის არის გამოყენებული ამ სამლოცველოშიც. ასეთივე ნალისებრი ფორმის თაღით სრულდება ყველა სარკმელი.

[რედაქტირება] სამეკლესიანი ბაზილიკა
სამეკლესიანი ბაზილიკა

ნეკრესის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება და ამ ტიპის ეკლესიათა ჩამოყალიბებული, კლასიკური ნიმუშია. ნაგებია თლილი ქვითა და შირიმით. იგი გეგმით მართკუთხაა. მონასტრის მთავარი ტაძრის საკურთხეველი სამნაწილიანია (შესაძლებელი იყო სამი წირვის ერთდროულად ჩატარება). გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე პატარაა. შესასვლელები დასავლეთით (მთავარი), ჩრდილოეთითა და სამხრეთითაა. ეკლესია XVI საუკუნეში მოუხატავთ და თითქმის სრულადაა შემონახული ბაზილიკის ცენტრალურ ნაწილში. შემორჩენილია ქართული და, ნაწილობრივ, ბერძნული ფრესკული წარწერები.

[რედაქტირება] გუმბათიანი ეკლესია
გუმბათიანი ეკლესია

VIII-IX საუკუნეებში (ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ე.წ. გარდამავალი პერიოდი) კომპლექსს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან დაემატა გუმბათიანი ეკლესია, რომელიც გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით, კუთხეებსა და ყველა კონსტრუქციულ ნაწილებში შირიმია გამოყენებული. ფასადები სადაა. ნეკრესის გუმბათიანი ეკლესია აღიქმება როგორც ანსამბლის კომპოზიციის დამასრულებელი წერტილი.

[რედაქტირება] საეპისკოპოსო სასახლე
საეპისკოპოსო სასახლე

VIII-IX საუკუნეებში, გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, ხევის პირას აუგიათ გრძელი, ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლე. სასახლის ოთახები ანფილადური წესით არის განლაგებული; პირველი სართულის მთავარ დარბაზში შემორჩენილია რვაწახნაგა სვეტი, რომელსაც ზედა სართულის იატაკის სისტემის მთავარი კოჭები ეყრდნობა. მოგვიანებით, ამ სვეტის ორივე მხარეს, კედელი ჩაუშენებიათ. სასახლის დარბაზში უამრავი ნიში და უზარმაზარი ბუხრებია მოწყობილი. სასახლის გაგრძელებაზე აღმოსავლეთით, განლაგებულია ერთსართულიანი შენობა, რომელშიც მარანია მოწყობილი. მარნის თავზე XVI საუკუნეში ააშენეს ოთხსართულიანი ოთხკუთხა თავდაცვითი დანიშნულების მქონე კოშკი, რომელშიც მოხვედრა უშუალოდ მარნიდანაა შესაძლებელი. კოშკი მაღალია, სართულშუა გადახურვები ხისაა. ანსამბლი გარშემორტყმულია ქვის გალავნით. შემოსასვლელი გალავანს სამხერთ-დასავლეთით ჰქონდა. გვიან შუა საუკუნეებში კომპლექსს მცირე ზომის, კოხტა დარბაზული სამლოცველო შეემატა.

ნეკრესის მონასტერი საუკუნეთა განმავლობაში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები