საზღვაო ავიაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზღვაო ავიაციასამხედრო-საზღვაო ძალების ავიაცია, ზოგიერთ ქვეყანაში სამხედრო-საზღვაო ძალების გვარეობა, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ფლოტის ძალების და მისი საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებების განადგურებისა და ზღვაში სახომალდო დაჯგუფებების დაფარვისთვის, საომარი მოქმედებების საზღვაო და საოკეანო თეატრზე დაზვერვისა და სხვა ამოცანების შესასრულებლად. მოქმედებს დამოუკიდებლად და ფლოტის ძალების სხვა გვარეობებთან, აგრეთვე შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების შენაერთებთან (ნაწილებთან) ერთად.

საზღვაო ავიაციის საფუძველია სხვადასხვა დანიშნულების თვითმფრინავები და ვერტმფრენები. შედის საერთო დანიშნულების საზღვაო ძალების შემადგენლობაში. ფუნქციურად იყოფა ავიაციის გვარეობებად: საზღვაო რაკეტმზიდი, ნავსაწინააღმდეგო, გამანადგურებლები, მოიერიშე (ბომბდამშენი), სადაზვერვო და დამხმარე დანიშნულების (შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და გამიზნვის, რადიოელექტრონული ბრძოლის, ნაღმსაწინააღმდეგო, მართვის უზრუნველყოფის და კავშირგაბმულობის, ფრენის დროს საფრენი აპარატების სათბობით გამართვის, საძიებო-სამაშველო, სატრანსპორტო სანიტარული). ბაზირებულია აეროდრომებზე (ჰიდროაეროდრომებზე), აგრეთვე ავიამზიდ ხომალდებსა და გემებზე. ბაზირების ხერხის მიხედვით იყოფა სახომალდო ავიაციად და სანაპირო ბაზირების ავიაციად (საბაზო ავიაცია).


საავიამზიდო ავიაცია, იგივეა, რაც საგემბანო ავიაცია.


სარჩევი

საბაზო ავიაცია

საგემბანო ავიაციისაგან განსხვავებით, ბაზირებულია სანაპირო (საბაზო) აეროდრომებზე. შეიარაღებულია, როგორც წესი, ფრენის დიდი სიშორის თვითმფრინავებით. აღჭურვილია ტორპედოებით, სიღრმული ბომბებითა და მართვადი რაკეტებით.

სახომალდო ავიაცია

ბაზირებულია ხომალდებზე (გემებზე). მის ძირითად ნაწილს შეადგენს საგემბანო ავიაცია. მასში აგრეთვე შედის ისეთი სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავები და ვერტმფრენები, რომლებსაც არ გააჩნიათ ასაფრენი გემბანები. შესაძლებელია ვერტიკალური ან მოკლე აფრენა-დაფრენის თვითმფრინავების გამოყენება.

საგემბანო ავიაცია

ბაზირებულია ხომალდებზე, რომლებსაც აქვთ ასაფრენ-დასაფრენი (საფრენოსნო) გემბანი (ავიამზიდები, ვერტმფრენმზიდები, წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო კრეისერები და სხვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები