უკრაინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 19: ხაზი 19:
  
 
====მრეწველობა====
 
====მრეწველობა====
მრეწველობის მოწინავე დარგებია: სამთომოპოვებითი, ჰიდროელექტრო ენერგეტიკა, ფერადი და შავი [[მეტალურგია]], მანქანათმშენებლობა, ქიმიური, კოქსოქიმიური, ნავთობქიმიური, მსუბუქი, კვების მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სპეციალიზებულია [[ხორბალი|ხორბლის]], ტექნიკური კულტურების მოყვანასა და მეცხოველეობაზე.  
+
მრეწველობის მოწინავე დარგებია: სამთომოპოვებითი, ჰიდროელექტრო ენერგეტიკა, ფერადი და [[შავი მეტალურგია]], მანქანათმშენებლობა, ქიმიური, კოქსოქიმიური, ნავთობქიმიური, მსუბუქი, კვების მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სპეციალიზებულია [[ხორბალი|ხორბლის]], ტექნიკური კულტურების მოყვანასა და მეცხოველეობაზე.  
  
 
====საზღვაო პორტები====
 
====საზღვაო პორტები====

მიმდინარე ცვლილება 13:47, 19 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

უკრაინის დროშა

უკრაინა (Ukraine)სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქვეყანას სამხრეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზოვის ზღვა.

ფართობი – 603,7 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 47,8 მლნ. კაცი (2012), მათ შორის 73% უკრაინელი.

ოფიციალური ენა – უკრაინული.

დედაქალაქი – ქ. კიევი.

ადმინისტრაციულად იყოფა: 24 მხარედ, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკად და ორ ქალაქის მხარედ.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – რადა (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მინისტრთა კაბინეტი (მთავრობა).

თანამედროვე უკრაინამ, რომელიც შედიოდა სსრ კავშირში, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 24 აგვისტოს.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყანა. განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული მეურნეობა.

სარჩევი

[რედაქტირება] მრეწველობა

მრეწველობის მოწინავე დარგებია: სამთომოპოვებითი, ჰიდროელექტრო ენერგეტიკა, ფერადი და შავი მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური, კოქსოქიმიური, ნავთობქიმიური, მსუბუქი, კვების მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სპეციალიზებულია ხორბლის, ტექნიკური კულტურების მოყვანასა და მეცხოველეობაზე.

[რედაქტირება] საზღვაო პორტები

მთავარი საზღვაო პორტებია: ოდესა, სევასტოპოლი, ილიჩოვსკი, ფეოდოსია, მარიუპოლი, იზმაილი, ნიკოლაევი, ხერსონი, ქერჩი, იალტა, ევპატორია.

ავიახაზების უმნიშვნელოვანესი ცენტრებია: კიევი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, ოდესა, ლვოვი და სხვა.

[რედაქტირება] შეიარაღებული ძალები

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 159 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 88,6 ათ., სამხედრო-საჰაერო 55 ათ., სამხედრო-საზღვაო 15,4 ათ. უმაღლესი მთავარსარდალია პრეზიდენტი, რომელიც მართავს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის სამინისტროს, გენშტაბისა და შეიარაღებული ძალების სახეობების შტაბების საშუალებით. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სისტემით.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები