ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
''„ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“'' ([[კონდაკი]]).
 
''„ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“'' ([[კონდაკი]]).
 +
 +
[[მწუხრი|მწუხრზე]] იკითხება გამოსვლთა წიგნის მე-40 თავი, რომელიც კარავის მოწყობაზე მოგვითხრობს, მეფეთა მე-3 წიგნიდან მონაკვეთები და ეზეკიელის წინასწარმეტყველება. ყოველი ეს მონაკვეთი მთავრდება ერთნაირი სიტყვებით: „დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი“. ამ დღესასწაულზეც [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] საკითხავები დედა ღვთისმშობლის პირველსახეა. „უფლის დიდებას“ პირდაპირი მიმართება აქვს ღვთისმშობელთან, აღავსებს მას და მის შემდეგ ყველა ადამიანს, ყველას, „რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი“, როგორც აცხადებს სადღესასწაულო [[ლიტურგია|ლიტურგიის]] სახარება.
 +
 +
ამრიგად, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მოასწავებს დასრულებას იერუსალიმის ტაძრისა, როგორც ღვთისმყოფობის
 +
ადგილისა. ღვთისმშობლის სახით ჩვენც ვხდებით უფლის სამყოფელი და კარავი.
 +
 +
„რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათდა ღმერთდა იგინი იყვნენ ჩემდა ერად“ (2 კორინთ. 6:16).
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:05, 17 დეკემბერი 2019 მდგომარეობით

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ფრესკა

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება - დიდი საღვთისმშობლო დღესასწაული არის ღვთისმშობლის იერუსალიმის ტაძრად მიყვანება (21 ნოემბერი /4 დეკემბერი). ისევე, როგორც ღვთისმშობლისშობა, არც ეს დღესასწაული ეფუძნება უშუალოდ სახარების ან ისტორიულ მოწმობებს, მაგრამ ის იც აღვსილია მორწმუნე ქრისტიანისთვის უდიდესი სულიერი აზრით.

საღვთისმსახურო ტექსტებში საუბარია იმის შესახებ, რომ მშობლებმა სამი წლის გოგონა მარიამი ტაძარში მიიყვანეს, რათა ის იქ უფლისადმი მიძღვნილ ქალწულებთან ერთად გაზრდილიყო; და სატაძრო თემი, მღვდელ ზაქარიას, იოანე ნათლისმცემლის მამის, წინამძღოლობით საზეიმოდ დახვდა მას. გოგონა მიყვანილ იქნა წმინდა ადგილზე, რათა ყოფილიყო „ანგელოზთაგან გამოკვებილი“ და გამხდარიყო უფლის „წმინდათა წმინდა“, ცოცხალი საკურთხეველი და ტაძარი ღვთაებრივი ყრმისა, რომელიც მისგან იშვება.

სავსებით ნათელია, რომ 44-ე ფსალმუნიდან სიტყვები, რომელსაც ამ დღეებში ღვთისმსახურებაზე კითხულობენ, მარიამის იერუსალიმის ტაძარში მიყვანების ზეიმის მიძღვნას შთააგონებს:

„ისმინე ასულო, და იხილე, მომაპყარ ყური; და დაივიწყე შენი ერი და შენი მამის სახლი./ მოისურვა მეფემ შენი სილამაზე; რადგან თვით არის უფალი, ღმერთი შენი.../ მეფის ასულის მთელი დიდება შიგნითაა, შემკულია მოოქროვილი ქობით და ნაირგვარად შემოსილი./ მოიყვანენ მეფესთან ქალწულებს მის შემდგომ, მის მოყვასებს მოიყვანენ შენთან. / მოგგვრიან შენ გალობითა და სიხარულით და შეიყვანენ მათ მეფის ტაძარში. / შენს მამათა წილ იქნებიან შენი შვილები და დაადგენ მათ მთავრებად მთელს ქვეყანაზე. / გავიხსენებ შენს სახელს ყველა თაობაში; ამისთვის გაღიარებენ შენ ერები უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმ. 44:10-17)

ეკლესია ფსალმუნის ამ სიტყვებს უყურებს, როგორც წინასწარმეტყველებას, რომელიც საუბრობს უშუალოდ მარიამზე, უფლის დედაზე. თანახმად ლუკას სახარებისა, რომელიც ყოველი საღვთისმშობლო დღესასწაულის ღამისთევის ლოცვაზე იკითხება, თავად ღვთისმშობელი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს:

„და თქვა მარიამმა: ადიდებს სული ჩემი უფალს, და გაიხარა სულმა ჩემმა ღვთის მიმართ, ჩემი მაცხოვრისა, რადგან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს, რადგან, აჰა, ამიერიდან შემომნატრებს მე ყოველი მოდგმა; რადგან ქმნა დიდებული ჩემთვის ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი, და წყალობა მისი იყოს მოდგმიდან მოდგმამდე მის მოშიშთათვის“ (ლუკა, 1:46-50).

რა თქმა უნდა, დღესასწაულის მთავარი თემა ბევრჯერ იმეორებს, რომ მარიამი შედის ტაძარში, რათა თავად გახდეს ღვთის ცოცხალი ტაძარი და, ამგვარად, საფუძველს უდებს ახალ აღთქმას, რომელშიც აღსრულდება უძველესი წინასაწარმეტყველება, რომ „უფლის საცხოვრისი ადამიანებთან ერთად იქნება“ და რომ თავად ადამიანი არის ერთადერთი ჭეშმარიტი ადგილი ღვთისმყოფობისა (ეზეკ. 37:27,155 იოანე, 14:15-23,156 საქმ. მოციქ. 7:47157).

„დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო“ (ტროპარი).

„ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“ (კონდაკი).

მწუხრზე იკითხება გამოსვლთა წიგნის მე-40 თავი, რომელიც კარავის მოწყობაზე მოგვითხრობს, მეფეთა მე-3 წიგნიდან მონაკვეთები და ეზეკიელის წინასწარმეტყველება. ყოველი ეს მონაკვეთი მთავრდება ერთნაირი სიტყვებით: „დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი“. ამ დღესასწაულზეც ძველი აღთქმის საკითხავები დედა ღვთისმშობლის პირველსახეა. „უფლის დიდებას“ პირდაპირი მიმართება აქვს ღვთისმშობელთან, აღავსებს მას და მის შემდეგ ყველა ადამიანს, ყველას, „რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი“, როგორც აცხადებს სადღესასწაულო ლიტურგიის სახარება.

ამრიგად, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მოასწავებს დასრულებას იერუსალიმის ტაძრისა, როგორც ღვთისმყოფობის ადგილისა. ღვთისმშობლის სახით ჩვენც ვხდებით უფლის სამყოფელი და კარავი.

„რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათდა ღმერთდა იგინი იყვნენ ჩემდა ერად“ (2 კორინთ. 6:16).


[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები