ღმრთისმშობლის შობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Joto RvTismSoblis Soba.jpg|thumb|250პქ|ჯოტო, ღმრთისმშობლის შობა, ფრესკა]]
 
'''ღმრთისმშობლის შობა''' -  (21 სექტემბერი ახ. სტ. ძვ. სტ. 8 აგვისტო) წმ. მარიამის შობა, ბავშვობა, [[დაწინდვა]] და დაბადება მაცხოვრისა ჩვენისა, - მოცემული აქვს წმ. მოციქული იაკობი, ზოგიერთი წმ. მამის აზრით, იყო იოსების შვილი და იგი იწოდება უფლის  ხორციელ ძმად. იოაკიმე, ღვთისმშობლის მამა, ძალიან მდიდარი ყოფილა და მხოლოდ ერთი სადარდელი ჰქონდა - შვილი არ ჰყავდა. როცა მან მოიარა [[ისრაელი|ისრაელის]] თორმეტივე ტომი და ნახა, რომ ყოველ მართალ კაცს შვილი ჰყავდა, კიდევ უფრო დამწუხრდა.
 
'''ღმრთისმშობლის შობა''' -  (21 სექტემბერი ახ. სტ. ძვ. სტ. 8 აგვისტო) წმ. მარიამის შობა, ბავშვობა, [[დაწინდვა]] და დაბადება მაცხოვრისა ჩვენისა, - მოცემული აქვს წმ. მოციქული იაკობი, ზოგიერთი წმ. მამის აზრით, იყო იოსების შვილი და იგი იწოდება უფლის  ხორციელ ძმად. იოაკიმე, ღვთისმშობლის მამა, ძალიან მდიდარი ყოფილა და მხოლოდ ერთი სადარდელი ჰქონდა - შვილი არ ჰყავდა. როცა მან მოიარა [[ისრაელი|ისრაელის]] თორმეტივე ტომი და ნახა, რომ ყოველ მართალ კაცს შვილი ჰყავდა, კიდევ უფრო დამწუხრდა.
  

12:55, 19 მარტი 2018-ის ვერსია

ჯოტო, ღმრთისმშობლის შობა, ფრესკა

ღმრთისმშობლის შობა - (21 სექტემბერი ახ. სტ. ძვ. სტ. 8 აგვისტო) წმ. მარიამის შობა, ბავშვობა, დაწინდვა და დაბადება მაცხოვრისა ჩვენისა, - მოცემული აქვს წმ. მოციქული იაკობი, ზოგიერთი წმ. მამის აზრით, იყო იოსების შვილი და იგი იწოდება უფლის ხორციელ ძმად. იოაკიმე, ღვთისმშობლის მამა, ძალიან მდიდარი ყოფილა და მხოლოდ ერთი სადარდელი ჰქონდა - შვილი არ ჰყავდა. როცა მან მოიარა ისრაელის თორმეტივე ტომი და ნახა, რომ ყოველ მართალ კაცს შვილი ჰყავდა, კიდევ უფრო დამწუხრდა.

ცოლ-ქმარი გამუდმებით ევედრებოდა უფალს, რომ მიეცა მათთვის თუნდაც ერთი შვილი და აღთქმას დებდა, რომ მას ისევ უფალს შესწირავდა.

უფალმა შეისმინა მათი ლოცვა და ღრმად მოხუცებულობისას შეეძინათ ქალი, რომელსაც დაარქვეს მარიამი, რაც ებრაულად ნიშნავს მაღალს, სახელოვანს უპირატესს, ხოლო ძველეგვიპტურად - უფლის საყვარელს, ქალბატონს.

ერთი წლისა რომ შესრულდა მარიამი იოაკიმმა მთელი ისრაელის ერი მოიწვია ნადიმზე, მღვდელმთავრებმა ასე დალოცეს ბავშვი: „ღმერთო მაღალთაო, მოხედე ამ ბავშვს და უზენაესი კურთხევით აკურთხე იგი, რასაც ვერ შეცვლის ვერაფერი“. ადამისდროინდელი პირველი ცოდვა ევასგან მომდინარეობს, გველისგან შეცდენილმა ევამ აცდუნა ადამი, რის გამოც მათ დაკარგეს უკვდავება, გახდნენ მოკვდავნი და დაკარგეს სამოთხეც; რადგან ქალისმიერი იყო პირველი ცოდვა, წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით, მამა ღმერთმა საჭიროდ სცნო მისი ღვთიური სიტყვის განკაცება და ამ ცოდვისაგან გამოხსნა ისევ ქალის საშუალებით მომხდარიყო.

ასეთ კურთხეულ ქალად, ღმრთისმშობლად ყოვლადწმიდა სამებამ აირჩია წმ. მარიამი. ერთადერთი ასული ორი უწმიდესი ადამიანისა - იოაკიმესა და ანასი, რომლებიც წმ. დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები იყვნენ, ყოვლადწმიდა მარიამი კი უშუალოდ აარონის შტოს განეკუთვნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ იუდეას ქ. ნაზარეთში. „ნაზარეთი“ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ასეა განმარტებული: „შტო, გადატანითი მნიშვნელობით ძველი გვარის შტო, შთამომავლობა; გარეშემოზღუდული“. ამ განმარტებებიდან გამომდინარე უკვე ნათელია, რომ ამ ქალაქში დაბადებული მარიამი არის დავით წინასწარმეტყველის შთამომავლობის „მორჩი კეთილი“, რომელმაც გამოიღო „ნაყოფი თავწარსხმული“. წმ. ანდრია კრიტელის აზრით „ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობა არის დასაწყისი მადლისა და ჭეშმარიტების გადმოსვლისა“.

წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები