ღმრთისმშობლის შობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოტო, ღმრთისმშობლის შობა, ფრესკა

ღმრთისმშობლის შობა - ხარების გარდა, თორმეტ დღესასწაულთა შორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კიდევ სამი დღესასწაული არსებობს. მათ შორის პირველია მისი შობა, რომელიც 8/21 სექტემბერს აღინიშნება. თავად ეს მოვლენა სახარებაში აღწერილი არ არის, მასზე თხრობა აღებულია აპოკრიფული ლიტერატურიდან. სწორედ იგი გახდა ამ დღესასწაულის საღვთისმსახურო წესის საფუძველი.

საეკლესიო გარდამოცემა ამ ბობს, რომ იოაკიმე და ანა იყვნენ კეთილმორწმუნე ებრაელი ცოლ-ქმარი „ღარიბთა და შეჭირვებულთა“ წრიდან, რომლებიც ელოდნენ აღთქმული მესიის მოსვლას. ისინი იყვნენ მოხუცები და უშვილოები, რის გამოც მრავალი წელი მხურვალედ ლოცულობდნენ ღვთისადმი და ითხოვდნენ შვილს, რადგან იუდეველთა შორის უშვილობა უფლის უწყალობის ნიშნად ითვლებოდა. და, აი, მათი ლოცვის პასუხად და ღვთისადმი შეურყეველი ერთგულების ჯილდოს ნიშნად ისინი იკურთხნენ იმით, რომ მიეცათ ქალიშვილი, რომელსაც თავისი პირადი სიწმინდით განეკუთვნა ქრისტე-მესიის დედობა.

„შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (ტროპარი).

„იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ხსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა“ (კონდაკი).

ის, რომ მარიამის შობასთან დაკავშირებული მოვლენები არ დასტურდება წმინდა წერილით, დღესასწაულის არსისთვის მნიშვნელობა არა აქვს. მაშინაც კი, თუ ისინი ისტორიული თვალსაზრისით ეჭვქვეშ დადგება, დღესასწაულის ღვთაებრივი არსი არ იცვლება „ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ხსნისათვის“. ის, ვინც სულიერად ღირსი იყო, გამხდარიყო ქრისტეს დედა, უნდა შობილიყო მათგან, ვინც სულიერად ღირსეულნი იყვნენ მათი მშობლობისთვის.

შესაბამისად, ღვთისმშობლის შობის დღესასწაული განადიდებს მარიამის შობას, თავად მას, როგორც დედას ღვთისას, და მის ღვთისმოსავ მშობლებს. ამავე დროს, ღვთისმშობლის შობა არის სამყაროს მომზადება ხსნისათვის, რადგან „ნათლის ჭურჭელი“, „ღვთის სიტყვის წიგნი“, „კარი აღმოსავალისა“, „ტახტი სიბრძნისა“ – ყოველივე ამას დედამიწაზე ამზადებს ღმერთი წმინდა ახალშობილის – ყოვლადწმინ და მარიამის შობით.

დღესასწაულის დასდებლები სავსეა ღვთისმშობლის ხოტბით, მსგავსად ზემოთ ჩამოთვლილისა. ისინი დაფუძნებულია ძველი და ახალი აღთქმის ჭეშმარიტ შთაგონებაზე. ამას ჩვენ ვხედავთ სადღესასწაულო ბიბლიური საკითხავებიდანაც. სამი ბიბლიური მონაკვეთი, რომელიც მწუხრზე იკითხება, მასზე წინასწარმეტყველებს. „იაკობის კიბე“, რომელიც აერთიანებს ზეცასა და მიწას ადგილთან, რომელსაც ეწოდება „სახლი ღმრთისაჲ“ და „ბჭე ზეცისაჲ“ (დაბადება, 28:10-17), ნიშნავს ღმერთთან ადამიანების ერთობას, რომელიც უსავსესი და უსრულყოფილესი სახით (როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად) განხორციელდა ღვთისმშობელში. ხედი ტაძრისა, მარად დახურული „აღმოსავლეთის კარით“, სავსე „დიდებითა ღმრთისათა“, ასევე, სიმბოლოა ღვთისმშობლისა, რომელსაც დღესასწაულის საგალობლებში ეწოდება „ღვთის ცოცხალი ტაძარი, რომელიც სავსეა ღვთის დიდებით“ (ეზეკ. 43:27; 44:4).148 ღვთისმშობელი, ასევე, გაიგივებულია „სახლთან“, რომელიც ღვთის სიბრძნემ თავისთვის აიგო.

ცისკარზე იკითხება იგივე სახარება, რაც ღვთისმშობლის დღესასწაულებზე:

„ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერით განმნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“ (ლუკა, 1:46-48).

სამოციქულოდან კი ლიტურგიაზე იკითხება ცნობილი ტექსტი ძე ღვთისას მოსვლის შესახებ, რომელმაც „თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი“ (ფილიპ. 2:7), ხოლო სახარების საკითხავი (ისევე როგორც ცისკარზე საკითხავი სახარება, რომელიც საერთოა ყველა საღვთისმშობლო დღესასწაულისათვის) საუბრობს „ერსა მას შორის“ მყოფდე და კაცზე, რომელიც ადიდებს დედას ღვთისას, ხოლო უფალი პასუხობს მას, რომ არანაკლებ „ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი“ (ლუკა, 11:28). ამიტომ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ვაცხადებთ იმ ასაც, რომ ყოველ ქრისტიანს შეუძლია მოიპოვოს „მადლი“, რომელიც მოიპოვა ღვთისმშობელმა, და იგივე „დიდი წყალობა“, რომელიც ადამიანებს მიეცა ქალწულისაგან ქრისტეს შობის წყალობით.


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები