ყაბაყი (რიტუალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ყაბაყ-ი''' ''(ოს. Хъабахъ)'' — ყაბახი, მიცვალებულის [[კულტი|კულტთან]] დაკავშირებული ჩვეულება — მიზანში საწესო სროლა.  
 
'''ყაბაყ-ი''' ''(ოს. Хъабахъ)'' — ყაბახი, მიცვალებულის [[კულტი|კულტთან]] დაკავშირებული ჩვეულება — მიზანში საწესო სროლა.  
  
თვით ტერმინი „хъабахъ“ ოსურში აღნიშნავს საწესო საგანს — მიწაში ღრმადჩასმულ გრძელ ძელს, რომლის თავზე დაკრული ან ჩამოკიდებულია სამიზნედ გამოყენებული ჯვარი ან ტყავის ნაჭერი, ქეჩა, ქაღალდი, [[მონეტა]] ან გარდაცვლილი მამაკაცის ზედა სამოსის სრული კომპლექტი (ეს უკანასკნელი ძელზე მატყლის ძაფით იყო ჩამოკიდებული. შეჯიბრის მონაწილეებს ძაფი სროლით უნდა გაეწყვიტათ და „პრიზი“ ჩამოეგდოთ); უფრო ადრე სამიზნეს შინაური ცხოველები — თიკანი, ბატკანი ან ქათამი წარმოადგენდა [ყაბაყი ეწყობოდა მიცვალებული მამაკაცის სახელზე გასვენების დღეს ან წლისთავზე გამართული [[დოღი (რიტუალი)|დოღი]]ს („[[დუღი]]“) შემდეგ]. გამარჯვებულს ჭირისუფალი აჯილდოებდა მიცვალებულის კუთვნილი [[ხანჯალი|ხანჯლით]] ან ქამრით, ცხენით, ხარით ან ცხვრით. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ყაბახის ჩვეულება, ასევე ფართოდ გავრცელებული [[საქართველო]]ში და [[კავკასია|კავკასიის]] ხალხებში, აღნიშნულ რეგიონში შემოტანილია თანამედროვე ოსთა წინაპრების (სკვითურ-სარმატული მოდგმის ხალხების) მიერ შუა [[აზია|აზიიდან]], სადაც იგი ცნობილი იყო შუასაუკუნეების ოგუზებში და თითქმის უკანასკნელ ხანებამდე შემოინახეს ტაჯიკებმა, უზბეკებმა და თურქმენებმა. ჩვენთვის ცნობილი ეთნოგრაფიული მასალა აღნიშნულ თვალსაზრისს საეჭვოს ხდის. უნდა ითქვას, რომ მიზანში სროლის ჩვეულება საქართველოში (და არამარტო საქართველოში) იცოდნენ არამხოლოდ მიცვალებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეებში, არამედ ძეობაზე, ქორწილში, ახალ წელს და განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზამთრის ბუნიობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ხალხური დღეობების დროს. საქმე ისაა, რომ ბუნებაში ციკლურად მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის ბუნიობის პერიოდი, ისევე როგორც ადამიანთა ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტი (დაბადება, სიკვდილი, მიცვალებულთა ხსოვნის დღეები, ძველი და ახალი წლების მიჯნა და სხვ.), არქაულ საზოგადოებაში აღქმულია კრიტიკულ დროდ, როცა [[ქაოსი]]ს დამანგრეველ ძალთაგან კოსმიური წონასწორობის, წესრიგის რღვევის საშიშროება დგება. ამიტომ ზოგადად სროლა და კონკრეტულად მიზანში სროლა გენეტიკურად დემონური ძალების დაძლევის, მათი განადგურებისა და კოსმიური წესრიგის შენარჩუნების სურვილს უკავშირდება.  
+
თვით ტერმინი „хъабахъ“ ოსურში აღნიშნავს საწესო საგანს — მიწაში ღრმადჩასმულ გრძელ ძელს, რომლის თავზე დაკრული ან ჩამოკიდებულია სამიზნედ გამოყენებული ჯვარი ან ტყავის ნაჭერი, [[ქეჩა]], [[ქაღალდი]], [[მონეტა]] ან გარდაცვლილი მამაკაცის ზედა სამოსის სრული კომპლექტი (ეს უკანასკნელი ძელზე მატყლის ძაფით იყო ჩამოკიდებული. შეჯიბრის მონაწილეებს ძაფი სროლით უნდა გაეწყვიტათ და „პრიზი“ ჩამოეგდოთ); უფრო ადრე სამიზნეს შინაური ცხოველები — თიკანი, ბატკანი ან ქათამი წარმოადგენდა [ყაბაყი ეწყობოდა მიცვალებული მამაკაცის სახელზე გასვენების დღეს ან წლისთავზე გამართული [[დოღი (რიტუალი)|დოღი]]ს („[[დუღი]]“) შემდეგ]. გამარჯვებულს ჭირისუფალი აჯილდოებდა მიცვალებულის კუთვნილი [[ხანჯალი|ხანჯლით]] ან ქამრით, ცხენით, ხარით ან ცხვრით. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ყაბახის ჩვეულება, ასევე ფართოდ გავრცელებული [[საქართველო]]ში და [[კავკასია|კავკასიის]] ხალხებში, აღნიშნულ რეგიონში შემოტანილია თანამედროვე ოსთა წინაპრების (სკვითურ-სარმატული მოდგმის ხალხების) მიერ შუა [[აზია|აზიიდან]], სადაც იგი ცნობილი იყო შუასაუკუნეების ოგუზებში და თითქმის უკანასკნელ ხანებამდე შემოინახეს ტაჯიკებმა, უზბეკებმა და თურქმენებმა. ჩვენთვის ცნობილი ეთნოგრაფიული მასალა აღნიშნულ თვალსაზრისს საეჭვოს ხდის. უნდა ითქვას, რომ მიზანში სროლის ჩვეულება საქართველოში (და არამარტო საქართველოში) იცოდნენ არამხოლოდ მიცვალებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეებში, არამედ ძეობაზე, ქორწილში, ახალ წელს და განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზამთრის ბუნიობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ხალხური დღეობების დროს. საქმე ისაა, რომ ბუნებაში ციკლურად მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის ბუნიობის პერიოდი, ისევე როგორც ადამიანთა ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტი (დაბადება, სიკვდილი, მიცვალებულთა ხსოვნის დღეები, ძველი და ახალი წლების მიჯნა და სხვ.), არქაულ საზოგადოებაში აღქმულია კრიტიკულ დროდ, როცა [[ქაოსი]]ს დამანგრეველ ძალთაგან კოსმიური წონასწორობის, წესრიგის რღვევის საშიშროება დგება. ამიტომ ზოგადად სროლა და კონკრეტულად მიზანში სროლა გენეტიკურად დემონური ძალების დაძლევის, მათი განადგურებისა და კოსმიური წესრიგის შენარჩუნების სურვილს უკავშირდება.  
  
 
ტერმინი „ყაბაყი“, „ყაბახი“ [[ქართველები]]სა და მისი მეზობელი ხალხების, მათ შორის ოსების, მიერ გვიან ნასესხები ჩანს (იგი თურქების მიერ უნდა იყოს შემოტანილი); თავად ჩვეულება კი შუა აზიასა და კავკასიაში, ყოველგვარი სესხების გარეშე, დამოუკიდებლად უნდა წარმოქმნილიყო.
 
ტერმინი „ყაბაყი“, „ყაბახი“ [[ქართველები]]სა და მისი მეზობელი ხალხების, მათ შორის ოსების, მიერ გვიან ნასესხები ჩანს (იგი თურქების მიერ უნდა იყოს შემოტანილი); თავად ჩვეულება კი შუა აზიასა და კავკასიაში, ყოველგვარი სესხების გარეშე, დამოუკიდებლად უნდა წარმოქმნილიყო.

მიმდინარე ცვლილება 12:20, 6 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ყაბაყ-ი (ოს. Хъабахъ) — ყაბახი, მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ჩვეულება — მიზანში საწესო სროლა.

თვით ტერმინი „хъабахъ“ ოსურში აღნიშნავს საწესო საგანს — მიწაში ღრმადჩასმულ გრძელ ძელს, რომლის თავზე დაკრული ან ჩამოკიდებულია სამიზნედ გამოყენებული ჯვარი ან ტყავის ნაჭერი, ქეჩა, ქაღალდი, მონეტა ან გარდაცვლილი მამაკაცის ზედა სამოსის სრული კომპლექტი (ეს უკანასკნელი ძელზე მატყლის ძაფით იყო ჩამოკიდებული. შეჯიბრის მონაწილეებს ძაფი სროლით უნდა გაეწყვიტათ და „პრიზი“ ჩამოეგდოთ); უფრო ადრე სამიზნეს შინაური ცხოველები — თიკანი, ბატკანი ან ქათამი წარმოადგენდა [ყაბაყი ეწყობოდა მიცვალებული მამაკაცის სახელზე გასვენების დღეს ან წლისთავზე გამართული დოღის („დუღი“) შემდეგ]. გამარჯვებულს ჭირისუფალი აჯილდოებდა მიცვალებულის კუთვნილი ხანჯლით ან ქამრით, ცხენით, ხარით ან ცხვრით. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ყაბახის ჩვეულება, ასევე ფართოდ გავრცელებული საქართველოში და კავკასიის ხალხებში, აღნიშნულ რეგიონში შემოტანილია თანამედროვე ოსთა წინაპრების (სკვითურ-სარმატული მოდგმის ხალხების) მიერ შუა აზიიდან, სადაც იგი ცნობილი იყო შუასაუკუნეების ოგუზებში და თითქმის უკანასკნელ ხანებამდე შემოინახეს ტაჯიკებმა, უზბეკებმა და თურქმენებმა. ჩვენთვის ცნობილი ეთნოგრაფიული მასალა აღნიშნულ თვალსაზრისს საეჭვოს ხდის. უნდა ითქვას, რომ მიზანში სროლის ჩვეულება საქართველოში (და არამარტო საქართველოში) იცოდნენ არამხოლოდ მიცვალებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეებში, არამედ ძეობაზე, ქორწილში, ახალ წელს და განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზამთრის ბუნიობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ხალხური დღეობების დროს. საქმე ისაა, რომ ბუნებაში ციკლურად მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის ბუნიობის პერიოდი, ისევე როგორც ადამიანთა ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტი (დაბადება, სიკვდილი, მიცვალებულთა ხსოვნის დღეები, ძველი და ახალი წლების მიჯნა და სხვ.), არქაულ საზოგადოებაში აღქმულია კრიტიკულ დროდ, როცა ქაოსის დამანგრეველ ძალთაგან კოსმიური წონასწორობის, წესრიგის რღვევის საშიშროება დგება. ამიტომ ზოგადად სროლა და კონკრეტულად მიზანში სროლა გენეტიკურად დემონური ძალების დაძლევის, მათი განადგურებისა და კოსმიური წესრიგის შენარჩუნების სურვილს უკავშირდება.

ტერმინი „ყაბაყი“, „ყაბახი“ ქართველებისა და მისი მეზობელი ხალხების, მათ შორის ოსების, მიერ გვიან ნასესხები ჩანს (იგი თურქების მიერ უნდა იყოს შემოტანილი); თავად ჩვეულება კი შუა აზიასა და კავკასიაში, ყოველგვარი სესხების გარეშე, დამოუკიდებლად უნდა წარმოქმნილიყო.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Шанаев Г. Из осетинских сказаний о нартах // ССКГ. Тифлис, 1876. Вып. IX. Отд. 2;
  • Калоев Б. А. Похоронные обычаи и обряды осетин в XVIII – начале XX в. // КЭС (М). 1984. Вып. VIII;
  • Чочиев А. Р. Очерки истории социальной культуры осетин. Цхинвали, 1985;
  • Чибиров Л. А. Традиционная духовная культура осетин. Владикавказ, 2008.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები