ჭიათურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჭიათურა''' – ქალაქი საქართველოში, ზემო [[იმერეთი|იმერეთში...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:WiaTura.PNG|thumb|250პქ|ჭიათურა]]
 
'''ჭიათურა''' –  [[ქალაქი]] [[საქართველო]]ში, ზემო [[იმერეთი|იმერეთში]], ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ჭიათურა  „ახალგაზრდა“ ქალაქთა რიცხვს ეკუთვნის: იგი არსებობის საუკუნეზე ოდნავ მეტს ითვლის. მანამდე პატარა დასახლებული პუნქტი უცებ იქცა მნიშვნელოვან სამრეწველო ქალაქად, როგორც კი [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლისა]] და იმდროინდელი ტექნიკური დარგის ინტელიგენციის სხვა გამოჩენილი წარმომადგენლების მიერ აქ მარგანეცის დიდი [[საბადო|საბადოები]] იქნა მიკვლეული.  
 
'''ჭიათურა''' –  [[ქალაქი]] [[საქართველო]]ში, ზემო [[იმერეთი|იმერეთში]], ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ჭიათურა  „ახალგაზრდა“ ქალაქთა რიცხვს ეკუთვნის: იგი არსებობის საუკუნეზე ოდნავ მეტს ითვლის. მანამდე პატარა დასახლებული პუნქტი უცებ იქცა მნიშვნელოვან სამრეწველო ქალაქად, როგორც კი [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლისა]] და იმდროინდელი ტექნიკური დარგის ინტელიგენციის სხვა გამოჩენილი წარმომადგენლების მიერ აქ მარგანეცის დიდი [[საბადო|საბადოები]] იქნა მიკვლეული.  
  

19:03, 17 აპრილი 2024-ის ვერსია

ჭიათურა

ჭიათურაქალაქი საქართველოში, ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ჭიათურა „ახალგაზრდა“ ქალაქთა რიცხვს ეკუთვნის: იგი არსებობის საუკუნეზე ოდნავ მეტს ითვლის. მანამდე პატარა დასახლებული პუნქტი უცებ იქცა მნიშვნელოვან სამრეწველო ქალაქად, როგორც კი აკაკი წერეთლისა და იმდროინდელი ტექნიკური დარგის ინტელიგენციის სხვა გამოჩენილი წარმომადგენლების მიერ აქ მარგანეცის დიდი საბადოები იქნა მიკვლეული.

ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით).

ზემო იმერეთის მოსახლეობაში დღესაც ცოცხლობს გადმოცემები, რომლებშიც კარგად არის ასახული ჭიათურის „შავი ქვის“ მოპოვების პირველი ნაბიჯები. ამ გადმოცემათა მიხედვით სულ პირველად მარგანეცის „ორი შავი ქვის ბეგი“ ბასილის კლდის ძირში ჩამოუჭრევინებია რუს ებრაელს, გეოლოგ აბიხს, რასაც აკაკი წერეთლის დიდი დაინტერესება და პრაქტიკული შედეგებიც მოჰყოლია: „აკაკიმ ზედა რგანიდან – კვირცხნალიდან – ჩამოატანინა დიდი პლასტი სიმონ ვაშაძეს“. შემდეგ კი შავი ქვის პირველი ურემი, დატვირთული ამ პლასტით „აკაკიმ შეატანია ზესტაფონში ოტია ლეჟავასა და სიმონ ვაშაძეს“. „1899 წლებში გევიდა 51 000 ფუთი ჭიათურიდან. ეს იყო პირველი დიდი გაზიდვაი. ფოთში წევიდა“.

ქალაქ ჭიათურის წარმოქმნამდე აქ ცნობილი იყო პატარა მდინარე ჭიათურა (მდ. ყვირილის ერთ-ერთი შენაკადი), რომლის სახელიც საფუძვლად დასდებია ტოპონიმს. გასული საუკუნის დამლევისათვის და ჩვენი საუკუნის პირველ ათეულ წლებში ზემო იმერეთის მკვიდრი მოსახლეობა ამ ახლად წარმოქმნილ ქალაქს „შავ ქვას“ უწოდებდა. ეს ვითარება დავით კლდიაშვილის პროზაშიც არის ასახული: „ტყუილად დაეხეტება ხან შავ-ქვაში, ხან რკინიგზაზე, ვერსად ვერ შოულობს სამუშაოს“

ხალხური ტრადიციული გადმოცემის მიხედვით სახელწოდება ჭიათურა თურმე კითხვითი შინაარსის წინადადებისაგან წარმომდგარა: „ჭიაა თუ რა?“ ამბობენ, ვიღაც მგზავრს, ზოგის თქმით, – ზემო იმერეთის მთებში სანადიროდ გადმოსულ რაჭველს, – ყვირილის ქვაბულში ვერცხლისფრად დაკლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული მდინარე რომ დაუნახავს, გაოცებულს წამოუძახია: „ჭიაა, თუ რაო?“ ეს ხალხური თქმულება იმდენად პოპულარული გახდა, ისე მყარად მოიკიდა ფეხი მოსახლეობის ცნობიერებაში, რომ მას ზოგჯერ სინამდვილედაც კი მიიჩნევენ.

ტოპონიმ ჭიათურის მეცნიერული ეტიმოლოგია, რამდენადაც ვიცით, დღემდე არ მოგვეპოვება, თუმცა სამისო ცდები არაერთი ყოფილა.

სახელწოდების სწორი განმარტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საყრდენი ფუძისა და სუფიქსების ზუსტად გარკვევას. ჩვენი ფიქრით ტოპონიმ ჭიათურაში საწარმოებელ ელემენტად გამოიყოფა რთული გეოგრაფიული -ურ-ა სუფიქსი. მაშასადამე ძირისეულ მასალად უნდა ვცნოთ ჭიათ- ფუძე, რომელიც ენაში თავდაპირველად ჭიათა ფორმით უნდა გვქონოდა. ბოლოკიდურ ხმოვნის მოკვეცა გამოუწვევია ჭიათა- ფუძეზე -ურ-ა სუფიქსის დართვას: ჭიათა-ურ-ა → ჭიათ-ურ-ა.

რას უნდა ნიშნავღეს ფუძე ჭიათა? იგი, ვფიქრობთ, ორი დამოუკიდებელი სიტყვისაგან არის შედგენილი. ესენია: ჭია და თა- ფუძეები. პირველი სიტყვა „ჭია“ წითელი ფერის აღმნიშვნელი ზედსართავია; ჭი- აფერი ქართული ენის დიალექტებში, განსაკუთრებით დასავლურში, არცთუ იშვიათად გვხვდება. იმერეთში, მაგალითად, არის მცენარე ჭიაფერა. იგი ისხამს წვრილ, მოწითალო-მოშავო ფერის მარცვლებს, რომლის ნაყენითაც წითლად ღებავენ ნაჭრებს ან სააღდგომო კვერცხს.

მაშასადამე, ჭია-თა უნდა გავიაზროთ როგორც წითელი მთა. ზემოიმერულ, აგრეთვე ქართული ენის არაერთ დიალექტში სიტყვა მთა მ-ანის გარეშე წარმოითქმის: „ერთი მიდის თეთრ თაზე, მეორე – შავ თაში“.

შემთხვევითი სულაც არ არის ის ფაქტი, რომ ჭია-თა სწორედ ამ ადგილებში არსებულ ერთ-ერთ მთას შერქმევია. საქმე ისაა, რომ ჭიათურის რეგიონი ძირითადად წითელი შეფერილობის ქანების შემცველი ლანდშაფტით ხასიათდება, რაც მარგანეცის საბადოების არსებობით არის განპირობებული ჭიათა ანუ წითელი მთა (||მთაწითელი) უთუოდ ამ ფაქტზე მიგვანიშნებს.

ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ ჭიათურის რეგიონში მანგანუმის საბადოების არსებობა რეალურ საფუძველს ქმნიდა ტოპონიმ ჭიამთის წარმოსაქმნელად. ჭიამთა, იგივე ჭიათა საფუძვლად დასდებია ჭია მთის შორიახლო ჩამომდინარ პატარა ხევს და წყლის ამ ობიექტისადმი კუთვნილება ხალხს - ურ-ა სუფიქსით გამოუხატავს. ჰიდრონიმ ჭიათურას („წითელი მთის წყალი“), თავის მხრივ, წარმოუქმნია დასახლებული პუნქტის სახელი ჭიათურა, რომელიც შინაარსობრივად თანხვდება თავისი „მშობელი“ მდინარის სახელს. საბოლოოდ ჭიათურა ნიშნავ, „წითელი მთის წყალი“, „ჭია მთის შორიახლო ჩამომდინარე ხევი“, „ქალაქი, რომელიც ამ მდინარეზე არის გაშენებული“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები