ათენის აკროპოლისი
ათენის აკროპოლისი – (ბერძ. Ακρόπολη Αθηνών), ძველი ბერძნული არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში. აგებულია ძვ. წ. V საუკუნეში.
კლასიკური პერიოდის ათენის აკროპოლისი აგებულია ძველი, არქაული ეპოქის აკროპოლისის ადგილზე, რომელიც. მთლიანად განადგურებული იყო ძვ. წ.480 -479 წლებში სპარსელების შემოსევის დროს.
ათენის აკროპოლისი მდებარეობს დაბალი მთის პლატოზე, რომელიც ყოველმხრიდან გამაგრებული იყო საყრდენი კედლებით და მაღალი გალავნით. აკროპოლისის ანსამბლის ნაგებობები ასიმეტრიულადაა განლაგებული პლატოს ტერიტორიაზე: პლატოს დასავლეთ ბოლოში მოთავსებულა აკროპოლისში შესასელელი ნაგებობა — პროპილეუმი.
პროპილეების მარჯვნივ.(სამხრეთით), წინ გამოწეულ ბაქანზე აღმართულია მცირე ზომის ნიკე აპტეროსის („უფრთოს“) ტაძარი. პლატოს სიღრმეში პროპილეუმისაგან მარჯვნივ, ამაღლებულ ბორცეზე მდებარეობს აკროპოლისის მთავარი ტაძარი –– პართენონი, მის მოპირდაპირე მხარეს, ჩრდილოეთით მოთავსებულია ათენასა და პოსეიდონის ტაძარი –– ერეხთეიონი. პროპილეუმსა და ამ ტაძრებს შორის, მოედნის ცენტრში აღმართული იყო ათენა – პრომახოსის უზარმაზრი ქანდაკება.
სარჩევი |
პროპილეუმი
პროპილეუმი აგებულია არქიტექტორ მნესიკლის მიერ. იგი შედგება ცენტრალური ნაგებობისაგან, რომელსაც ორივე მხრიდან მიდგმული აქეს სხვადასხვა ზომის მინაშენები ცენტრალური ნაგებობა დასავლეთიდან და აღმოსაელეთიდან შემკულია ექესსვეტიანი, დორიული პორტიკებით. პორტიკების შუა მალი უფრო განიერია და გათვალისწინებული იყო ტრანსპორტისათვის. ნაგებობის შიგა სივრცე იონიურ ორდერში გადაწყვეტილი სვეტების რიგით დაყოფიია სამ ნაწილად. ნაგებობა გარედან გადახურულია ორქანობიანი სახურავით და ორი მხრიდან დაგვირგვინებულია ფრონტონებით. გვერდითი ნაგებობების ფასადები შესასვლელის მხრიდან ასევეა პორტიკების სახით გადაწყეეტილი.
ნიკე აპტეროსის ტაძარი
ნიკე აპტეროსის ტაძარი წარმოადგენს მცირე ზომის (5,4X8,14 მშ) სწორკუთხოვან ნაგებობას, რომელიც ვიწრო მხარეებიდან შემკულია ოთხსვეტიანი, იონიურ ორდერში გადაწყეეტილი პორტიკებით. ტაძრის მთავარი სათავსი-–- ცელა დასავლეთის მხრიდან გამოყოფილია პორტიკისაგან ორი სვეტით. ცელა და პორტიკები გადახურულია საერთო ორქანობიანი სახურავით. ნიკე აპტეროსის ტაძარი, ისევე როგორც აკროპოლისის ყველა დანარჩენი ნაგებობა, აგებულია თეთრი მარმარილოთი.
ერეხთეიონის ტაძარი
ერეხთეიონის ტაძარი აგებულია ძვ. წ. 421 - 406 წლებში. ტაძარი მიძღვნილია ორი ღვთაებისადმი – ათენასა და პოსეიდონისადმი. ერეხთეიონის გეგმა თავისი კომპოზიციური გადაწყვეტით მკვეთრად განსხვავდება საბერძნეთის ტაძრებისათვის მიღებული სქემისაგან. იგი ასიმეტრიულია, და შედგებ ერთ ძირითად, სწორკუთხა ფორმის 01:263X23,5 მ.) მოცულობისაგან, რომელსაც სამი მხრიდან მიშენებული აქეს იონიურ ორდერში გადაწყვეტილი პორტიკები. სამხრეთ პორტიკში სეეტების ნაცვლად გამოყენებულია კარიატიდები. ტაძრის მთავარი სათაესი განივი კედლით გაყოფილია ორ ნაწილად. ტაძრის დასავლეთის ნაწილის იატაკის დონეზე ბეერად დაბლაა აღმოსავლეთი ნაწილთან შედარებით. გარე მასების კომპოზიციურ წყობაში ისევე როგორც პროპილეუმში და საერთოდ მთელი ანსამბლის კომპოზიციურ გადაწყეეტაში, გამოყენებულია ჰარმონიული წონასწორობის მხატვრული პრინციპები. ერესთეიონის ფორმები და მხატვრულ-დეკორაციული შემკულობა უაღრესად მსუბუქი და ნატიფი ხასიათით გამოირჩევა.
პართენონი
აგებული ხუროთმოძღვრების იქტინისა და კალიკრატეს მიერ ძვ. წ. 447--438 წლებში. იგი წარმოადგენს დიდი ზომის (31X69,5 მ), დორიულ პერიპტერს. ტაძარი შედგება მართკუთხა გეგმის მქონე მთავარი სადგომისაგან –– ცელისაგან, სადაც მოთავსებული იყო ღვთაების სკულპტურული გამოსახულება და შედარებით მცირე ზომის სათავსისაგან (ადიტონი), რომელშიც ინახებოდა ქალაქის განძეულობა და წმიდათაწმიდა რელიკეიები. ცელა სვეტების რიგით დაყოფილია სამ ნავად. მთელ შენობას ოთხივე მხრიდან გასდევს დორიული ორდერის კოლონადა, რომელზედაც ეყრდნობოდა ნაგებობის ორქანობიანი სახურავი. კოლონადის სვეტების რიცხვი აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე უდრის 8, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთს 17. წინა და უკანა მხრიდან კოლონადა დაგვირგვინებულია ფრონტონებით, რომელნიც შემკულია ფიდიასის მიერ შესრულებული რელიეფებით. გარდა ამისა გარე მხრიდან, ცელას კედლების ზედა ნაწილში მთელ პერიმეტრზე მოთავსებულია რელიეფური ფრიზი, რაც საერთოდ სრულიად უჩვეულოა დორიული ორდერის ტაძრებისათვის.
პართენონის არქიტექტურა გამოირჩევა არაჩეეულებრივი დახეეწილი და ჰარმონული პროპორციებით. ფასადების მძლავრი კოლონადები ანიჭებენ შენობას საზეიმო ხასიათსა და მონუმენტურობას.