აშდოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშდოდი – ერთ-ერთი უძველესი ქანაანური ქალაქი პალესტინაში. ადრეულ ქანაანურ პერიოდში აშდოდი მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. შემდეგ ამ ქალაქის აღება ფილისტიმელებმა მოახერხეს. აშდოდი ერთ-ერთი იყო ფილისტიმელთა ხუთი ქალაქის კავშირს შორის.

ებრაელებისთვის წართმეული აღთქმის კიდობანი დროებით ამ ქალაქში ინახებოდა. ფილისტიმელების შემდეგ აშდოდი შედიოდა იუდეის სამეფოს სამფლობელოებში. იუდეის მეფე უზიამ გაამაგრა ქალაქი და ძლიერი გალავანი შემოავლო. ძვ.წ. 734 წელს აშდოდი ასურელებს დანებდა, ძვ.წ. 712 წელს კი ასურეთის მეფე სარგონ II-მ პალესტინაში აჯანყება ჩაახშო, რომელსაც აშდოდი მეთაურობდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ ქალაქი ასურულ პროვინციად იქცა.

ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ აშდოდს ეგვიპტელები დაეუფლნენ. ბაბილონის მიერ იუდეის დაპყრობისა და ხალხის გადასახლების შემდეგ ქალაქს ისევ ფილისტიმელები დაეუფლნენ და თავიანთ დედაქალაქად აქციეს. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ებრაელების ლიდერის, ნეემიას მმართველობის და მის მიერ იერუსალიმის ადდგენის პერიოდში სიტყვა „აშდოდელი“ „ფილისტიმელის“ სინონიმი იყო.

ელინისტურ პერიოდში აშდოდი (ბერძნულად აზოტოსი) პროვინციის ცენტრალური ქალაქი იყო. იუდეის სამეფოს აღდგენის შემდეგ იონათან მაკაბელმა ქალაქის ტერიტორიები გადაწვა და გაანადგურა, ქალაქი კი იოან გირკან I-მა აიღო (დაახლ. ძვ.წ. 165 წ..) აშდოდს იუდეის სამეფო ძვ.წ. 63 წლამდე, რომაელი სარდლის, პომპეუსის ლაშქრობამდე ინარჩუნებდა. რომაელებმა აშდოდი ჰეროდე დიდს დაუმორჩილეს, მის შემდეგ კი რომის პროვინცია გახდა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები