ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი − 2004 წელს ბათუმში შეიქმნა სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, სადაც გაერთიანდნენ ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო კაპელა, საოპერო სტუდია, კვარტეტი „ნოტა“ და „ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი“.

მუსიკალური ცენტრში დაიდგა საოპერო სპექტაკლები: ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (2005), ჯ. ვერდისტრავიატა“ (2007), ვ. ბელინის „კაპულეტი და მონტეკი“ (2007), პ. მასკანის „სოფლის ღირსება“ (2008), გ. დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“ (2010), ჟ. ბიზეს „კარმენი“, ჯ. პუჩინის „ტოსკა“ და სხვ.

მუსიკალური თეატრის წარმატებაში დიდი როლი მიუძღვით დირიჟორებს: დ. მუქერიას, ზ. აზმაიფარაშვილს; რეჟისორებს: დ. საყვარელიძეს, გ. თავაძეს, ზ. სიხარულიძეს; მხატვრებს: გ. გოგიბერიძეს, პ. რუდჩიკს, თ. მურვანიძეს; ქორმაისტერს ქ. მანელიშვილს, ახალგაზრდული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თ. შამილაძეს; მომღერლებს: ი. კახიძეს, მ. ჯახუტაშვილს, ი. ჯახუტაშვილს, ზ. ხამათაშვილს, ს. ჯაიანს, ბ. ნაკაშიძეს და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები