ბოდი-არტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოდი-არტი

ბოდი-არტი – (ინგლ. bodi art – სხეულის ხელოვნება) – მხატვრული მიმართულება, რომელიც „ნედლ მასალად“ იყენებს სხეულს, სხეულებრივს, პოზას, ჟესტს ანუ სხეულის ენას. ახლოს დგას ყოფითი საგნების არტიფაქტუალობის გამთამაშებელ პოპ-არტთან და საჯარო იმპროვიზაციულობის გამო ასევე ჰეპენინგთან და პერფორმანსთან.

ბოდი-არტის ობიექტია მოდელის როგორც სხეული, ისე მისი ფოტოები, მულიაჟი. კომპოზიციები იქმნება ცოცხალი სურათის პრინციპით. ფილოსოფიურ-ესთეტიკური სპეციფიკა დაკავშირებულია განსაკუთრებულ ინტერესთან სასაზღვრო ეგზისტენციალურ სიტუაციებთან: სიცოცხლე – სიკვდილი, ეროსითანატოსი, ცნობიერი – არაცნობიერი, ხელოვნება – არა-ხელოვნება. სხვა დომინანტაა – სოციალური, რასიული, ნაციონალური, სექსუალური თვითიდენტიფიკაცია, ფროიდისტული სიმბოლიკა, სადომაზოხისტური მოტივები.

ნ. მანკოვსკაია

იხილე აგრეთვე

ბოდი-არტი

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები