გებელ ელ-სილსილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გებელ ელ-სილსილა – ადგილი ასუანიდან 40 კმ. ჩრდილოეთით, სადაც მოიპოვებოდა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ქვა, ამიტომ აქაური სამტეხლოები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიდი რაოდენობით ტალატატი ამარნასათვის სწორედ აქ იყო მოჭრილი. იმავდროულად, მიეკუთვნებოდა ერთ-ერთ ადგილს ნილოსზე, სადაც კლდეებით შევიწროებული დიდი მდინარის წყლები განსაკუთრებით სწრაფად მოედინებოდა და ამდენად, ეგვიპტელების რწმენით წარმოადგენდა ერთ-ერთ სათავეს, სადაც ნილოსის წყლები მიწიდან მოსჩქეფდა. ალბათ ამიტომ ახალი სამეფოდან ეგვიპტელებმა დაიწყეს აქ თავიანთი ოჯახების მოსახსენიებელი მცირე ზომის სამლოცველოების კლდეში გამოკვეთა. დასავლეთ ნაპირზე გამოკვეთილია ხორემხების, სეტი I-ის, რამსეს II-ის და მერნეპტახის სამლოცველოები.