დეტალების შეერთება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დეტალების შეერთება − დეტალების შეკავშირება მექანიზმების, აგრეგატების, მოწყობილობების შექმნის მიზნით. განასხვავებენ მოძრავ და უძრავ შეერთებებს. უძრავი არის ორი სახის: დასაშლელი და დაუშლელი. პირველი აიწყობა ჭანჭიკებით, ქანჩებით, ხრახნებით, წებოთი, ხოლო მეორე – შედუღებით, მოქლონებით, მირჩილვით, წებოთი. უძრავი შეერთება უზრუნველყოფს დეტალების ურთიერთგანლაგების შეუცვლელობას მუშაობის პროცესში. დეტალების მოძრავი შეერთება წარმოქმნის კინემატიკურ წყვილს, მაგ., ლილვი საკისარში, ხრახნი ქანჩში და სხვ. ზოგადად, დეტალების შეერთების სახეებია: დისკური, ელასტიკური, კარდანული, კბილა, მილტუჩა, მოქლონური, სახსრიანი, სოლური, ფრიქციული, ღარობული, ჭექით, ჭანჭიკებით, ხრახნული, ჰერმეტული, ჰიდრავლიკური და სხვ.