თერმოსაიზოლაციო პლასტმასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თერმოსაიზოლაციო პლასტმასი – პლასტმასი დაბალი თბოგამტარობით (პოლივინილქლორიდი, პოლისტირენი, პოლიურეთანი, ფენოპლასტი). მათ მიეკუთვნება აგრეთვე ფოროვანი აირშევსებული მასალები – ქაფპლასი და ფიჭაპლასტი, რომლებიც გამოიყენება სამაცივრო დანადგარებში, საცხოვრებელ სათავსებში, მრავაფენიან საკედლე პანელებში და სხვ.