ინტეფ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტეფ II – ეგვიპროს XI დინასტიის ფარაონი. ინტეფ I-ის მემკვიდრემ, ინტეფ II-მ თითქმის 50 წელს იმეფა, და მთელი ეს დრო ჰერაკლეოპოლისთან ბრძოლაში გაატარა. თუმცა არ მიუღია ეგვიპტის ფარაონის სრული (ხუთი ელემენტისაგან შემდგარი) ტიტულატურა, თავის თავს ისიც „ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფეს“ და „რას ვაჟიშვილს“ უწოდებს, რითაც პრეტენზიას აცხადებს ღვთაებრივ წარმოშობაზე.

თავისი სამარხის შესასვლელთან ელ-ტარიფში ინტეფ II-მ აღმართა სტელა, რომელზეც თავის საყვარელ ძაღლებთან ერთად არის გამოსახული. სტელის ტექსტი მისი მეფობის გარკვეული ეტაპების რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. მან დაიპყრო ტინიტის სასაზღვრო ფორტი და აბიდოსის ნომი, რომელიც ყოველთვის ზემო ეგვიპტის უმნიშვნელოვანეს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა შემდეგ განახორციელა შეტევა ზემო ეგვიპტის მეათე ნომზე რაც უკვე ჰერაკლეოპოლისელი მეფეების აშკარა გამოწვევ იყო. ამის შემდეგ თებეს და ჰერეკლეოპოლისს შორის ბრძოლა რამდენიმე დეკადის განმავლობაში მიმდინარეობდა აბიდოსსა და ასიუტს შორის ტერიტორიაზე. მისი მემკვიდრე, ინტეფ III სავარაუდოდ ტახტზე ასაკოვანი ავიდა და მხოლოდ რამდენიმე წელიწადს იმეფა. მაგრამ მისმა ვაჟიშვილმა, მონტუხეტე II-მ, საბოლოოდ დაამარცხა ჰერაკლეოპოლისი და გააერთიანა ეგვიპტე. ამ მოვლენის აღსანიშნავად მან მიიღო ახალი ხორის სახელი, „ქვეყნის გამაერთიანებელი“. ამიტომ, თუმცა XI დინასტიის ისტორია ინტეფ I-ით იწყება, ქვეყნისათვის ახალი ეპოქის (შუა სამეფო) დასაწყისის ხანად მონტუხოტეპ II-ის მეფობაა აღიარებული, რომელმაც საბოლოოდ დაამარცხა ჰერაკლეოპ ოლისის მეფეები და მთელი ქვეყნის გაერთიანება მოახერხა. ეს მოვლენა ქრონოლოგიურად XI დინასტიის შუა პერიოდს ემთხვევა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები