კარტოგრაფიული ბიბლიოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარტოგრაფიული ბიბლიოგრაფია – (map bibliography),

1. რუკებისა და ატლასების სიები, მათი ბიბლიოგრაფიული აღწერა, საძიებელი, კატალოგი, მიმოხილვა, რომლებიც შეიცავენ მონაცემებს კარტოგრაფიული ნაწარმოებებისა და კარტოგრაფიული ლიტერატურის შესახებ (რუკის მასშტაბი, თემატიკა, ტერიტორია).
2. კარტოგრაფიის ნაწილი, რომლის ამოცანაა ნაბეჭდი, ხელნაწერი და ელექტრონული კარტოგრაფიული პროდუქციის აღრიცხვა, რეგისტრაცია და მათ შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, სრული ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის შექმნა on-line რეჟიმში სამუშაოდ.
3. არქივებში დაცული კარტოგრაფიული მასალის კატალოგიზაცია, ერთიანი სტანდარტების შექმნა. კანადა არის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2004 წელს მოახდინა ნაციონალური ბიბლიოთეკისა და არქივის კარტოგრაფიული ნაწარმოებების ერთიანი ელექტრონული კატალოგიზაცია გეოგრაფიული სახელწოდებების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.



იხილე აგრეთვე

კარტოგრაფიული განყოფილება ბიბლიოთეკებში

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები