კარტოსემიოტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარტოსემიოტიკა – (cartosemiotics), კარტოგრაფიის ნაწილი, რომელიც ამუშავებს კარტოგრაფიული სახვითი საშუალებების აგებისა და გამოყენების მეთოდებს.

გამოყოფენ: კარტოგრაფიულ სინტაქტიკას, სემანტიკას და პრაგმატიკას. ა. ასლანიკაშვილი გამოყოფს: კარტოგრაფიულ სინტაქტიკას, სემანტიკას, სიგმატიკას და პრაგმატიკას.

კარტოგრაფიული სინტაქტიკა შეისწავლის ნიშნობრივი სისტემების ურთიერთობას მათი ფუნქციონირების პროცესში;
კარტოგრაფიული სემანტიკა ამყარებს კავშირს კარტოგრაფიულ ნიშანსა და მის შინაარსს შორის;
კარტოგრაფიული სიგმატიკა – ნიშანს, რომლითაც გამოსახულია ობიექტი – მიაკუთვნებს სახელს;
კარტოგრაფიული პრაგმატიკა შეისწავლის ნიშნების, როგორც კარტოგრაფიული კომუნიკაციის საშუალების, ინფორმაციულ ღირებულებას და მათ აღქმას რუკის მკითხველის მიერ.
ზოგჯერ კარტოგრაფიულ სემიოტიკაში განიხილავენ კარტოგრაფიულ სტილისტიკას, რაც სახვითი საშუალებებისა და რუკის დანიშნულების ურთიერთობაში ვლინდება. კარტოსემიოტიკის პირველ მკვლევარებად ითვლებიან: მ. ბოჩაროვირუსეთი, ჟ. ბერტენისაფრანგეთი, ა. ასლანიკაშვილისაქართველო.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები