კილომეტრული ბადე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კილომეტრული ბადე ტოპოგრაფიულ რუკაზე

კილომეტრული ბადე, საკოორდინატო ბადე – (square grid, standard grid), ურთიერთმართობული პარალელური სწორი ხაზებით შექმნილი კვადრატული ბადე ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც ქმნიან ბრტყელი მართკუთხა საკოორდინატო სისტემის ხაზები. ისინი გავლებულია ერთნაირი ინტერვალით ეკვატორისა და იმ ზონის ღერძული მერიდიანის პარალელურად, რომელშიც მოცემული ტრაპეცია მდებარეობს, გამოიყენება რუკაზე x და y მართკუთხა კოორდინატების განსაზღვრისათვის. ვერტიკალური ხაზის 499 მიუთითებს რუკის მე-4 ზონასა და ღერძული მერიდიანიდან დაშორებაზე. ჰორიზონტული ხაზები ეკვატორის პარალელური ხაზებია და გვიჩვენებენ დაშორებას ეკვატორიდან კმ-ით, მაგ.: 4627 ნიშნავს, რომ დაშორება ეკვატორიდან შეადგენს 4627 კმ-ს. T38 L6418 არის ტოპოგრაფიული რუკის მოცემული ფურცლის ნომენკლატურა UTM-ის ანბანურ-ციფრული სისტემის მიხედვით. T38 არის T მწკრივის და 38-ე სვეტის გადაკვეთა; L – ლათინური ანბანის ასომთავრული აღნიშვნა 1:50 000 მასშტაბზე მიუთითებს.



იხილე აგრეთვე

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები