კომერციალიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომერციალიზაცია - (commercialization) - მსხვილი სახელმწიფო მონოპოლიების გარდაქმნა სახელმწიფო-აქციონერულ საზოგადოებებად - ჰოლდინგებად. იგი, საკუთრების ფორმის შეუცვლელად, საწარმოთა განსახელმწიფოებრივების ერთ-ერთი გზაა. კომერციალიზებული საწარმოების აქციების საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ხელშია. ამ საწარმოებში დასაქმებულებს უფლება აქვთ შეღავათიან პირობებში შეიძინონ მათ მიერ გამოშვებული აქციების ნაწილი. კომერციალიზაციის პროცესს ამერიკელები კორპორატიზაციას უწოდებენ.