მენხიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მენხიტი – (ეგვ. Mnh.t), ლომის ან ლომისთავიანი ქალის იკონოგრაფიის მქონე ბრძოლის ქალღმერთი. ეთაყვანებოდნენ ლეტოპოლისში. ხშირად აიგივებდნენ მუტთან, სახმეტთან და ბასტეტთან. ბერძნულ პერიოდში ასე მოიხსენიებდნენ ხატხორსაც. სეტი I ბრძოლის სცენებში მოიხსენიება, როგორც „ის, ვინც უყვარს მენხიტს“. იყო ლეტოპოლისის მთავარი ღვთაების, ხნუმის მეუღლე და ხიკეს დედა.