მზის ბარკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მზის ბარკა – გემი, რომლითაც მზე ცაზე მიცურავდა. ეგვიპტელთა წარმოდგენით, სამყაროს შექმნამდე არსებობდა მხოლოდ პირველყოფილი ქაოსური წყლები. როცა შემოქმედმა ღვთაებამ შექმნა სამყარო და დაამყარა წესრიგი, ქაოსურმა წყლებმა დაიხია, და მათი კიდე იყო ცა, რომელიც, ასეთი წარმოდგენიდან გამომდინარე, წყლების დინება იყო. იგივე წარმოდგენამ შექმნა მზის სახე, რომელიც ცაზე თავისი ღვთაებრივი ბარკით მიცურავდა.

ეგვიპტელის რწმენით, მზეს ორი ბარკა ჰქონდა დილის და დღის და საღამოს და ღამის. პირამიდების ტექსტების თანახმად, ისინი ააგეს ღმერთებმა, მათი სიგრძე 700 წყრთა იყო და ოქროთი იყვნენ გაბრწყინებული. ნახატებზე ჩანს, რომ ეგვიპტელთა ხედვით თავად მზე ბარკის ცენტრში, ტახტზე იჯდა, მას თან ახლდნენ თოტი, რომელიც მის ვეზირად ითვლებოდა, და პერსონიფიკაციები (ხუ, სია, მაატი). ვარსკვლავები მზის მხლებლებად ითვლებოდნენ.

საღამოს, დასავლეთის ჰორიზონტზე, მზე იცვლიდა ბარკას და ღამის ბარკაში გადადიოდა, ღამით მზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ქვედა ცაზე მიცურავდა, რომელიც, ეგვიპტელთა რწმენით, ამოპირქვავებული, ქვემოდან აკრავს მიწას. წარმოდგენა მზის ბარკების შესახებ ძალიან სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. მათ გამოსახულებებს და მზის ერთი ბარკიდან მეორეში გადასვლის სცენებს ბერძნულ და რომაულ პერიოდშიც ვხვდებით. XVIII დინასტიაში მოხდა მათი სახელების გაცვლა (დღის ბარკა მესეკტეტი გახდა და პირიქით). მიზეზი ბუნდოვანია. მზის ბარკებს აიგივებდნენ მზის და მთვარის თვალთან და ასევე შუსთან და ტეფნუტთან. ეძახდნენ მათ ასევე „m3.tj“, რაც შესაძლოა „ორივე მაატს“ ნიშნავს. მზის ბარკების მოდელები ტაძრებში და მეფეების სამარხებში თავსდებოდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები