მონტუხეტეპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონტუხეტეპი – (ეგვ. Mntw–htp, „მონტუ მშვიდად არის“), ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდის და მეთერტმეტე დინასტიის ოთხი ფარაონის სახელი. თებეს ნომარქები, შემდეგში კი სამეფო სახლის წარმომადგენლები, რომლებიც ჰერაკლეოპოლისის მეფეებს ერთიანი ეგვიპტის ტახტისათვის ებრძოდნენ.
- მონტუხეტეპ I – ეგვიპტის ფარაონი, (დაახლ.ჩვ.წ.-მდე 2061-2040 წწ.);
- მონტუხეტეპ II – ეგვიპტის ფარაონი, (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2040-2010 წწ.);
- მონტუხეტეპ III – ეგვიპტის ფარაონი, (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2010-1998 წწ.);
- მონტუხეტეპ IV – ეგვიპტის ფარაონი, (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1898?-1980 წწ.).