მსოფლიოს საერთაშორისო რუკა 1:1 000 000

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიოს საერთაშორისო რუკა 1:1 000 000 – (International Map of the World 1:1 000 000), მსოფლიოს ზოგადგეოგრაფიული საცნობარო რუკა 1:1 000000 მასშტაბში. გადაწყვეტილება რუკის შედგენის შესახებ მიიღეს 1891 წელს საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მე-5 კონგრესზე, გერმანელი გეოგრაფის ალბრეხტ პენკის წინადადებით. მომდევნო მე-6 (1895 წ.), მე-7 (1899 წ.), მე-8 (1904 წ.) და მე-9 (1908 წ.) კონგრესებზე განიხილებოდა რუკაზე მუშაობის მიმდინარეობა. რუკის საბოლოო „ეტალონი“ დადგინდა 1913 წელს კარტოგრაფიული ბადის სტანდარტებით (განედთა სხვაობა 4°, გრძედთა სხვაობა 6°) და ერთიანი პირობითი აღნიშვნებით. რუკის გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტების დადგენა შესაძლებელი გახდა 1953 წლიდან, როდესაც რუკაზე მუშაობის ხელმძღვანელობა დაეკისრა გაერო-ს კარტოგრაფიულ სამსახურს.

ამჟამად, მსოფლიოს მილიონიანი რუკა ერთიანი ნომენკლატურით, კარტოგრაფიული პროექციითა და პირობითი აღნიშვნებით გამოცემულია ყველა კონტინენტისა (ანტარქტიდის ჩათვლით) და ქვეყნისათვის, ცალკცალკე ფურცლებად. წარწერები შესრულებულია იმ ქვეყნის ენაზე, რომელიც გამოსცემს რუკას.

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები