პაწაწა ქათამურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაწაწა ქათამურა

პაწაწა ქათამურა (ლათ. Porzana pusilla Pallas, 1776) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან.

პაწაწა ქათამურა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 80-98 მმ-ია, ნისკარტი – 14-18 მმ, წონა – 60 გ-მდე. დედალი სიდიდით არ განსხვავდება მამლისაგან. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავებაა. გამრავლების პერიოდში მამალი ზემოდან მურა-წენგოსფერია, მაგრამ ბუმბულებზე შავი ღერძულა ლაქებია, რომლებიც უფრო ფართოა ზურგის შუა და მხრების ბუმბულებზე. ზურგის ზოგიერთ ბუმბულზე თეთრი ზოლები და წინწკლებია. კისრისა და ჩიჩახვის გვერდები მურა-ჟანგმიწისფერია. წარბები, თავის გვერდები, ყელი, ჩიჩახვი, მკერდი და მუცლის წინა ნაწილი მოცისფრო-რუხია, ხოლო მუცლის უკანა ნაწილი, სხეულის გვერდები და კუდქვეშა ბუმბულები – მუქი რუხი ან მურა, თეთრი განივი ზოლებით. მომქნევები მურა ფერისაა, მაგრამ პირველი მომქნევის გარეთა მარტო თეთრია. ფრთების ზემო მფარავები ერთფეროვანი მურა-წენგოსფერია, ფრთების ქვემო მფარავები – მოწაბლისფრო-კვამლისფერი, თეთრი წინწკლებით. მუქი მურა საჭის ბუმბულებს წვეროები უფრო ღია ფერის აქვთ. დედალი განსხვავდება მამლისაგან მკრთალი რუხი ფერის ქვემო მხარით და მოთეთრო ყელით. ახალგაზრდებს თავის გვერდებზე, თვალებს ზემოთ ზოლები და ყურები „ანგმიწისფერი აქვთ, ხოლო ყელი, მკერდი და მუცელი – ჭუჭყიანი თეთრი.

აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური პაწაწა ქათამურა – P. p. pusilla Pall., 1776.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი ვრცელია. იგი მოიცავს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერსა და ტროპიკულ ზონებს ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ტასმანიაზე. სსრ კავშირის ფარგლებში მოიპოვება შუა და სამხრეთ ზოლში, დასავლეთის სახელმწიფო საზღვრიდან აღმოსავლეთით ზღვისპირეთამდე. საქართველოში მობუდარია.

ბიოტოპი

ლელის, ლერწმის, ისლისა და სხვა წყლისა და ჭაობის მცენარეთა შამბნარი დამდგარი წყალსატევების სანაპიროებზე, მეტწილად დაბლობში.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მცენარეთა ყლორტებისა და ფოთლებისაგან სუფთა წყალსატევის ნაპირას ან წყალში – პატარა კოლბოხებზე. როცა ბუდის გარშემო წყალია, ბუდესთან ცურვით მიდის. აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე 2-ჯერ ასწრებს გამრავლებას. ნორმალურად დებს 8 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღეს გრძელდება.

კვება

ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის მწერები და მათი მატლები, უპირატესად კოღო, წყლის ხოჭოები და სხვა. იშვიათად კენკავს პატარა ზომის მოლუსკებს. საკვებს ჩვეულებრივად ცურვით პოულობს წყლის ზედაპირზე ან ლელის ღეროებზე. მცენარეული საკვების მოხმარება იშვიათია.

მნიშვნელობა

ადამიანისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


წყრო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები