პოლივინილქლორიდული წებო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლივინილქლორიდული წებო − ერთკომპონენტიანი გამჭვირვალე წებო გათხევადებული პოლივინილქლორიდის (პვქ) საფუძველზე. გამოირჩევა მედეგობით ტენის, ულტრაიისფერი სხივებისა და ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ; სწრაფად და ხარისხიანად აწებებს პლასტიკურ მასალებს; აქვს ადჰეზიის მაღალი უნარი. მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონია –30-დან +70°C-მდე. გამოიყენება ფანჯრებისა და კარის დამატებითი პვქ-ს დეტალების (თამასა, ჩარჩო, წირთხლი, კუთხედი და სხვ.) დასაწებებლად; მშენებლობაში – კუთხედების დასაწებებლად პლასტიკური სავაგონე ლამფის მონტაჟისას; სანტექნიკაში – პვქსაგან დამზადებული მილების, ღარების, ჩასადინარების შეერთებისა და ჰერმეტიზაციისათვის; სარეკლამო წარმოებაში – აფუებული პვქ-საგან დამზადებული პანელების დეტალების შესაერთებლად მონტაჟის დროს. პოლივინილქლორიდული წებო მიეკუთვნება უნივერსალური წებოების კლასს; ის გარდა მყარი და აფუებული პვქ-ს ნაკეთობებისა, წარმატებით გამოიყენება საერთო დანიშნულებისა და დარტყმამედეგი პოლისტირენის, აკრილნიტრილბუტადიენსტირენის, პოლიეთილენტერეფთალატის, ორგანული მინის (აკრილის), სტირენაკრილნიტრილისაგან დამზადებული დეტალებისა და კონსტრუქციების შესაერთებლად, აგრეთვე ხისა და ლითონის ელემენტების, და რაც მთავარია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მასალის ერთმანეთთან შესაწებებლად. პოლივინილქლორიდული წებო ძირითადად გამოდის სამი მოდიფიკაციის: Plasti–Fix НV, Plasti–Fix LV და Plasti–Fix НV White.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები