რამსეს VI
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რამსეს VI ეგვიპტის ფარაონი (ჩვ.წ.-მდე 1147-1143 წწ.) რამსეს III-ის შვილი და რამსეს V-ის ბიძა იყო. მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მისი მეფობის დროს უმაღლესი ძალაუფლება რეალურად ამონის მთავარი ქურუმის ხელშია. რამსეს VI არის ახალი სამეფოს უკანასკნელი ფარაონი, რომლის სახელი ნაპოვნია სინაის მაღაროებთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მის შემდეგ მაღაროების დამუშავება წყდება.
დაკრძალვის შემდეგ ძალიან მალე მისი სამარხი გაძარცვეს, რის შემდეგაც ფარაონის მუმია რამსეს V-ის სამარხში (KV 35) გადაასვენეს. ძვირფასეულობის აგლეჯის მიზნით მძარცველებმა მუმიას მოკვეთეს ტერფები და ხელის მტევნები, და რამდენიმე ადგილას გადაამტვრიეს.